შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/1333

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 26 სექტემბერი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ეკატერინე აბესაძე

1. გაკოტრების მმართველი: სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი: მიხეილ ლომთაძე

2. მოვალე – შპს „ბიოპოლუსის“ წარმომადგენელი ცირა ხუნწარია;

3. კრედიტორები – სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი მადონა გეწაძე, სს „თიბისი ბანკის“ წარმომადგენელი კობა ქორიძე; სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ინგა კოწოლაძე; შპს „ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ წარმომადგენელი ნინო ვაშაყმაძე.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 25-ე, 27-ე, 30-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

1. შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრება გადაიდოს და მოწვეულ იქნეს 2017 წლის 07 ნოემბერს 13:00 საათზე, შემდეგი დღის წესრიგით:

ა) კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება და აღიარება;

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.

4. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

კრების თავმჯდომარე                                                                   გენადი მაკარიძე

კრების მდივანი                                                                              ეკატერინე აბესაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, სასამართლოს აქტები „შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.09.2017.
როდის იქნა მიღებული „შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ“?
„შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 26.09.2017. მიმღები ორგანო — ქუთაისის საქალაქო სასამართლო. დოკუმენტის ნომერი — №2/1333.
სად არის „შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.09.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სასამართლოს აქტები „შპს „ბიოპოლუსის“ კრედიტორთა კრების გადადების და შემდეგი კრების მოწვევის შესახებ“, №2/1333, 26.09.2017 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.09.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3826011/