შპს „ჯორჯიან ფორისთის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1999
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს „ჯორჯიან ფორისთის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

საქმე №2/1999

საოქმო განჩინება

(ამონარიდი სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 12 ივნისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ქ. ქუთაისი

კრების თავმჯდომარე: გენადი მაკარიძე (გაკოტრების მოსამართლე)

კრების მდივანი: ნოდარი გიორგიძე

1. გაკოტრების მმართველი − სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო.

წარმომადგენელი − მიხეილ ლომთაძე.

2. მოვალე − შპს „ჯორჯიან ფორისთი“

წარმომადგენელი − პავლე აბოვიანი, აკაკი თოდუა (დირექტორი);

3. კრედიტორები − სსიპ − შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი − მადონა გეწაძე

2014 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჯორჯიან ფორისთის“ დირექტორმა აკაკი თოდუამ და კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, შპს „ჯორჯიან ფორისთის“ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და მეურვედ დაინიშნა სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო. განჩინება განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 28 ნოემბერს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის განჩინებით შპს „ჯორჯიან ფორისთის“ გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიურო.

2017 წლის 11 მაისს სასამართლოს განცხადებით მომართა შპს „ჯორჯიან ფორისთის“ გაკოტრების მმართველმა სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს გადახდისუუნარობის საქმისწარმოების სამსახურის ქეისმენეჯერმა მიხეილ ლომთაძემ, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში, სადაც აღნიშნა შემდეგი: საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ჯორჯიან ფორისთის“ სახელზე ირიცხებოდა 2 უძრავი ქონება: 1. 20000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებითურთ, მდებარე მარტვილის რაიონში, სოფ. ტალერი. საკადასტრო; კოდი: 41.20.34.139; 2. 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებითურთ, მდებარე მარტვილის რაიონში, სოფ. ტალერი. საკადასტრო კოდი: 41.20.34.005. ასევე, კომპანიას საკუთრებაში გააჩნდა 59 დასახელების მოძრავი ქონება, რომელიც განთავსებული იყო მარტვილში, სოფ. ტალერში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შპს „ჯორჯიან ფორისთის“ სახელზე ირიცხებოდა 6 (ექვსი) ავტოსატრანსპორტო საშუალება. ასევე, კომპანიას ბალანსზე ერიცხებოდა 2 ცალი ტრაქტორი, რომლებიც შსს-ში არ არის დარეგისტრირებული. კომპანიას საკუთრებაში ჰქონდა არამატერიალური ქონება, ესენია: პროგრამა „ორისი“ და ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია. კომპანიის ქონების ნაწილი თავდაპირველად შეფასებულ იქნა 2015 წელს, ხოლო 2016 წელს განხორციელდა ქონების გადაფასება და შპს „ჯორჯიან ფორისთის“ ქონების საბაზრო ღირებულებამ ჯამში შეადგინა 2309340 (ორი მილიონ სამას ცხრა ათას სამას ორმოცი) ლარი. 2016 წლის 06 ივნისს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შპს „ჯორჯიან ფორისთის“ ქონების შემძენი (ერთიანი კომპლექსის სახით) გახდა შპს „ნიუ პარკეტი“ (ს/კ 435431800). ქონების რეალიზაცია განხორციელდა მეორე აუქციონზე. შპს „ნიუ პარკეტმა“ ქონება შეიძინა 600428,4 (ექვსასი ათას ოთხას ოცდარვა ლარი და ორმოცი თეთრი) ლარად, საიდანაც დამატებითი ღირებულების გადასახადი 91590,77 ლარი გადარიცხულ იქნა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე. შესაბამისად, შპს „ჯორჯიან ფორისთის“ ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებულმა თანხამ შეადგინა 508837,63 (ხუთას რვა ათას რვაას ოცდაჩვიდმეტი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი (იხ. დანართი).

ასევე, 2015 წლის 14 მაისს შპს „ვუდ ექსპორტთან“ (ს/ნ 435431720) გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ჯორჯიან ფორისთი“ ახორციელებდა წიფლისა და წიწვოვანი ხე-ტყის მორების მიწოდებას. სულ ჯამური მონაცემებით 15.05.2015 წლიდან 31.12.2015 წლის ჩათვლით შპს „ჯორჯიან ფორისთმა“ კომპანია ვუდ ექსპორტს მიაწოდა 3638.22 კუბური მეტრი მორი, რომლის საერთო სარეალიზაციო ღირებულებამაც შეადგინა 229997ლარი. ამ თანხების გარდა, საიჯარო შემოსავალმა 2014 დეკემბრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით შპს „ჰარდვუდიდან“ (ს/კ 435430972) შეადგინა 47500 ლარი (სულ ჯამში 229997+47500=277497).

ბუნებრივი რესურსების მოსაკრებელის თანხამ შეადგინა 163540 ლარი, რომელიც დაანგარიშდა შემდეგნაირად: 3340,01 კუბური მეტრი წიფლის მასალის მიწოდებით და 298,21 კუბური მეტრი წიწვოვანი მასალის მიწოდებით, მოსაკრებელი წიფელზე არის 47 ლარი ხოლო წიწვოვანზე - 22 ლარი (3340,01*47+298,21*22=163541,09).

ამასთან, 2015 წლის იანვრიდან 2015 წლის ნოემბრის ჩათვლით 4 თანამშრომელზე (მაია გადილია; ბესიკ ახალაია; გენადი თოდუა; აბოვიან პავლე) გაცემული ხელფასი ჯამში შეადგენს 13036 ლარს. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიმართ სასამართლო დავის წარმოების დროს 2015 წლის 22 აპრილს გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, შპს „ჯორჯიან ფორისთის“ მიერ გაწეული ხარჯი შეადგენს ჯამში 181576 ლარს (163540+13036+5000=181576), ხოლო ხარჯის გამოკლებით კომპანიის სალაროში დარჩენილმა თანხამ შეადგინა 95921 ლარი (277497-181576=95921). 2016 წლის 17 მაისს კომპანიის ბუღალტერმა აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადმორიცხა 95924 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველის მიერ შპს „ჯორჯიან ფორისთიდან“ ამოღებული თანხა ჯამში შეადგენს 604761,63 (ექვსას ოთხი ათას შვიდას სამოცდაერთი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარს (508837,63+95924=604761,63).

სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 42333,31 (ორმოცდაორი ათას სამასოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარს (604761,63×7%=42333,31) და აღნიშნული თანხა სრულად უნდა გადაირიცხოს აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

შემდეგი რიგის მოთხოვნას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-2 რიგის მოთხოვნები.

2015 წლის 30 მარტს გაკოტრების მმართველსა და ფ/პ ირმა ტოგონიძეს (პირადი #60003001006) შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად (იხ. დანართი), ირმა ტოგონიძემ შპს ,,ჯორჯიან ფორისთ’’-ს გაუწია სამართლებრივი მომსახურება, კერძოდ, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ არსებულ სასამართლო დავაში. აღნიშნული მომსახურებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური წარმოადგენს 3000 ლარს და როგორც მიმდინარე (მე-2 რიგის) დავალიანება ირმა ტოგონიძის ანგარიშზე უნდა გადაირიცხოს 3000 ლარი.

ასევე, კრედიტორთა რეესტრის მე-2 რიგში გათვალისწინებულია შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 389429,66 ლარის ოდენობით, რაც დადგენილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აგვისტოს განჩინებით. აღნიშნული განჩინება გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურის მიერ და სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 სექტემბრის №2/ბ-877 განჩინებით, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა გაიზარდა 7 635 ლარით, რაც შეყვანილი უნდა იქნეს კრედიტორთა რეესტრის მეორე რიგის მოთხოვნად.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კრედიტორთა რეესტრის მეორე რიგში შეადგენს 397 064,66 ლარს და აღნიშნული თანხა სრულად უნდა იქნეს გადარიცხული შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე.

მომდევნო რიგის მოთხოვნას წარმოადგენს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლით განსაზღვრული მე-4 რიგის უზრუნველყოფილი მოთხოვნები, ჯამში - 1 005 548, 21 ლარის ოდენობით. უზრუნველყოფილი კრედიტორები არიან: შემოსავლების სამსახური - აღიარებული მოთხოვნაა 873474,24 ლარი; სს „საქართველოს ბანკი“ – აღიარებული მოთხოვნაა 132073,97 ლარი.

მე-4 რიგში გასანაწილებელი თანხის ნაშთი შეადგენს 162 363, 66 ლარს (604761,63-42333,31-3000-397 064,66=162363,66). შესაბამისად, შპს ,,ჯორჯიან ფორისთიდან’’ ამონაგები თანხის ნაშთი, 166 363, 66 ლარი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად: შემოსავლების სამსახური – 86,87% - 141045,31 ლარი; სს ,,საქართველოს ბანკი’’ – 13,13% - 21318,35 ლარი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ვინაიდან გაკოტრების მმართველის მიერ სრულად მოხდა სამეურვეო ქონების რეალიზაცია და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილება, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი ითხოვს შპს „ჯორჯიან ფორისთის“ (ს/ნ 235446549) გაკოტრების საქმის დასრულებისა და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.

სასამართლო სხდომაზე გაკოტრების მმართველმა მოითხოვა სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს აღიარება პირველი რიგის კრედიტორად, ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხის 42333,31 (ორმოცდაორი ათას სამასოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის (604761,63×7%=42333,31) აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადარიცხვა, გაკოტრების საქმის დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით დამტკიცდა შპს „ჯორჯიან ფორისთის“ კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი შემდეგი რიგითობით: 1.1. პირველი რიგი – მეურვის დანიშვნასთან და მის მიერ მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა 42333,31 (ორმოცდაორი ათას სამასოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

1.2. მეორე რიგი – გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის თარიღიდან მოვალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანება, მათ შორის, გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შემდეგ წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები. − სსიპ შემოსავლების სამსახური − 397064,66 (389429,66 + 7635) (სამასოთხმოცდაჩვიდმეტი ათას სამოცდაოთხი ლარი და სამოცდაექვსი თეთრი) ლარი; ირმა ტოგონიძის მოთხოვნა 3 000 (სამი ათასი ლარი) ლარის ოდენობით.

1.3. მესამე რიგი – საპროცესო ხარჯები და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასური.

1.4. მეოთხე რიგი – უზრუნველყოფილი მოთხოვნა, მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი მოთხოვნები: სს „საქართველოს ბანკი“ − 132 073,97 (ას ოცდათორმეტი ათას სამოცდაცამეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი. სსიპ − შემოსავლების სამსახური − 873474,24 (რვაას სამოცდაცამეტი ათას ოთხას სამოცდათოთხმეტი ლარი და ოცდაოთხი თეთრი) ლარი.

1.5. მეხუთე რიგი – საგადასახადო დავალიანებები, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა.

1.6. ყველა სხვა აღიარებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები: შპს „გრანდი“ – შპს „გრანდის“ მოთხოვნა 27 904 ლარის (ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოთხი ლარი) ლარი;

1.7. დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები; კომპანია „ბულვერ ინტერნეიშენალი“ − 1229426.39 (ერთი მილიონ ორას ოცდაცხრა ათას ოთხას ოცდაექვსი ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარი; კომპანია „კადე სექურითი“ − 2 149 585.83 (ორი მილიონ ას ორმოცდაცხრა ათას ხუთას ოთხმოცდახუთი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარი.

2017 წლის 12 ივნისის კრედიტორთა კრებაზე გამოცხადებულმა კრედიტორ სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა მადონა გეწაძემ მხარი არ დაუჭირა გაკოტრების მმართველის შუამდგომლობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების შესახებ და განმარტა, რომ ამ ეტაპზე კომპანია აწარმოებს საგადასახადო დავას დარიცხულ თანხებთან დაკავშირებით და დღეის მდგომარეობით კომპანიას ერიცხება არაღიარებული დავალიანება 3 597 783,18 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ამ ეტაპზე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება მიზანშეუწონელია.

გაკოტრების მმართველის შუამდგომლობას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების შესახებ მხარი დაუჭირეს მოვალის შპს „ჯორჯიან ფორისთის“ დირექტორმა აკაკი თოდუამ და წარმომადგენელმა პავლე აბოვიანმა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, კანონის მიზანია მოვალისა და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.

დასახელებული საკანონმდებლო ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიზანი არის დაიცვას როგორც მოვალის, ასევე კრედიტორთა ინტერესები.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული ნორმის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საფუძველს წარმოადგენს მოვალე საწარმოს ქონების რეალიზება, რაც ემსახურება რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ შპს „ჯორჯიან ფორისთის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების პროცესში კომპანიის ქონება სრულად იქნა რეალიზებული.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, ხოლო ამავე კანონის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ გასანაწილებელი თანხა საკმარისი არ არის ერთი რიგის ყველა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

დადგენილია, რომ გაკოტრების მმართველის მიერ შპს „ჯორჯიან ფორისთიდან“ ამოღებულმა თანხამ ჯამში შეადგინა 604761,63 (ექვსას ოთხი ათას შვიდას სამოცდაერთი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარი.

პირველი რიგის მოთხოვნა არის სსიპ − აღსრულების ეროვნბული ბიუროს მოთხოვნა 42333,31 (ორმოცდაორი ათას სამას ოცდაცამეტი ლარი და ოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

მეორე რიგის მოთხოვნა არის − სსიპ − შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა 397064,66 ლარი და ირმა ტოგონიძის მოთხოვნა 3 000 ლარის ოდენობით.

გაკოტრების მმართველის მიერ მე-4 რიგში გასანაწილებელი თანხის ნაშთი შეადგენს 162 363, 66 ლარს (604761,63-42333,31-3000-397 064,66=162363,66). შესაბამისად, შპს „ჯორჯიან ფორისთიდან“ ამონაგები თანხის ნაშთი, 166 363, 66 ლარი განაწილდა შემდეგნაირად: შემოსავლების სამსახური – 86,87% “ − 141045,31 ლარი; სს ,„საქართველოს ბანკი“ – 13,13% “ 21318,35 ლარი, რაც სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ გაკოტრების მმართველის შუამდგომლობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დასრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-40, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით

დაადგინა:

1. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის“ (ს/ნ 235446549, იურიდიული მისამართი: მარტვილის რაიონი, სოფელი ტალერი) მიმართ დასრულდეს გაკოტრების საქმის წარმოება.

2. გაუქმდეს შპს ,,ჯორჯიან ფორისთის“ (ს/ნ 235446549) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

3. შპს ,,ჯორჯიან ფორისთის“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.

4. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

5. განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე:                                                                                 გენადი მაკარიძე

სხდომის მდივანი:                                                                       ნოდარ გიორგიძე