სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
მიღების თარიღი 26.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2008
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024699
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ერთიანი საწარმოო უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად დამზადებული მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის კატეგორიის განსაზღვრის თაობაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2008
2017 წლის 26 სექტემბერი
ქ. თბილისი
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოს I ხარისხის ხე-ტყით უზრუნველყოფის შესახებ
1. „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ თაფლ საჩინოსთვის (ს/ნ 429650399) სტიქიის შედეგად განადგურებული მეურნეობის აღდგენის მიზნით (ფუტკრის სკების დამზადებისთვის), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ეროვნულმა სატყეო სააგენტომ (შემდგომში – სააგენტო) უზრუნველყოს იმერეთის სატყეო სამსახურის ვანი-ბაღდათის სატყეო უბნის ყუმურის სატყეოს კვ. №18 ლიტ. №5-დან 200 მ3 I ხარისხის თხმელის ჯიშის ხე-ტყის გაცემა.
2. სააგენტომ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ მერქნულ რესურსზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ხე-ტყის დამზადების ბილეთისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება.
3. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა თაფლმა საჩინომ უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელის, ასევე სააგენტოს მომსახურების საფასურის გადახდა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი