სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო გზების სიის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2017 წლის 12 ოქტომბერი ქ. სიღნაღი |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო
გზების სიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო გზების სია, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული საავტომობილო გზების სია, რომლებზედაც ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა) ნებადართულია:
1.
ქ. წნორი, ბაგრატიონის ქუჩა;
2.
ქ. წნორი, ევდოშვილის ქუჩა;
3.
ქ. წნორი, თავისუფლების ქუჩა;
4.
სოფლების (ბოდბისხევი, ჯუგაანი, ქვემო მაჩხაანი-ფანიანი) დამაკავშირებელი ცენტრალური გზა;
5.
სოფლების (ნუკრიანის ცენტრი, ზემო მაღარო, ზემო ბოდბე (დაცული ტყე), ქვემო ბოდბე) დამაკავშირებელი ცენტრალური გზა.