საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ჰიდროენერჯის“ შორის 2015 წლის 15 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2078
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024731
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/10/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2078

2017 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ჰიდროენერჯის“ შორის 2015 წლის 15 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობას, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და შპს „ჰიდროენერჯის“ შორის დასადები შეთანხმება ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 15 აგვისტოს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ შეთანხმებას საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა.

პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი