საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 10.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2141
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024758
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/10/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.10.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის განსაკარგავად გადაცემული ქონებისა და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე პრივატიზების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 15 ივნისის N125 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2141
2017 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის, ხოლო მოძრავი ქონების თხოვების ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კვებითი მომსახურების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიეცეს თანხმობა, რომ:
ა) შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ: 204567922) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციულ შენობაში არსებული სასადილო და დამხმარე სათავსები, საერთო ფართით 476 მ2 (სასადილოს ფართი II სართულზე – 396 მ2 და დამხმარე სათავსები I სართულზე – 80 მ2) ;
ბ) შპს „ჰარმონი ივენთს“ (ს/კ: 204567922) თხოვების ფორმით, აუქციონის გარეშე, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების ვადით გადასცეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული, დანართით განსაზღვრული მოძრავი ქონება.
2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
3. განკარგულება ძალაშია 2017 წლის 3 ოქტომბრიდან.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი