საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.04.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №70
სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.258
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 02/05/2002
matsne.gov.ge 2,153 სიტყვა · ~11 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 ორგანიზაციის გარე სახე
2 მომსახურების გაწევის პროცესის ფორმირება
3 {1} –ის შესაბამისად გასაწევი საპარიკმახეროების მომსახურების სახეების ნომენკლატურა
4 უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება
5 პროგრესული ტექნოლოგიური დანადგარების და ინსტრუმენტების გამოყენება
6 შემსრულებლის კვალიფიკაცია
7 შესაბამისობის სერტიფიკატის არსებობა მასალაზე, რომლებიც გამოიყენება მომსახურების დროს
8 პერსონალის მიერ პირადი ჰიგიენის მოთხოვნების შესრულება
9 კონკურსებში, საპარიკმახეროების ხელოვნების ფესტივალებზე, გამოფენებზე და ა.შ. მონაწილეობა
10 აღჭურვილობის განლაგება
11 ჰაერის კონდიციონირების სისტემის არსებობა ტემპერატურისა და სინესტის ოპტიმალური დონის ავტომატური შენარჩუნებით
მოთხოვნები ორგანიზაციისადმი
1.1 ორგანიზაციის საფირმო დასახელების შესახებ ინფორმაციის არსებობა
1.2 1.2. გასანათებელი ელემენტებით გაფორმებული აბრის არსებობა
1.3 (2) –ის შესაბამისად შეკვეთების მიღების სათავსოს გაფორმება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.400.000.12.216.005.258 საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება №70 2002 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 47:2002 „საყოფაცხოვრებო მომსახურება, საპარიკმახეროების მომსახურება. ზოგადი ტექნიკური პირობები“. 2. მისი საქართველოს ტერიტორიაზე შემოღების თარიღად განისაზღვროს 2002 წლის 1 ივნისი. ბ. შოშიტაიშვილი საქართველოს ეროვნული სტანდარტი საყოფაცხოვრებო მომსახურება. საპარიკმახეროების მომსახურება, ზოგადი ტექნიკური პირობები 1. გამოყენების სფერო წინამდებარე სტანდარტი ვრცელდება საპარიკმახეროების მომსახურებაზე, რომელსაც ასრულებენ საპარიკმახეროები, სალონი-საპარიკმახეროები, სალონი-საპარიკმახეროები „ლუქსი“ (შემდგომ-ორგანიზაცია), აგრეთვე ინდივიდუალური მეწარმეები. სტანდარტი ადგენს საპარიკმახეროების მომსახურების ხარისხისადმი ზოგად ტექნიკურ მოთხოვნებს, საპარიკმახეროების მომსახურების კლასიფიკაციას და მოთხოვნებს ორგანიზაციებისადმი მათი კატეგორიის შესაბამისად. წინამდებარე სტანდარტი წარმოადგენს ფუძემდებლურ საპარიკმახეროების მომსახურების კონკრეტულ სახეებზე ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების დროს. უსაფრთხოების მოთხოვნები ჩამოყალიბებულია მე-6 და მე-7 თავებში. 2. ნორმატიული მითითებები წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია მითითებები შემდეგ სტანდარტებზე: გოსტ 302-79 თერმომეტრი სამედიცინო მაქსიმალური მინის. ტექნიკური პირობები გოსტ 1770-74 ჭურჭელი საზომი ლაბორატორიული მინის, ცილინდრები, მენზურები, კოლბები, სინჯარები, ტექნიკური პირობები. 3. განმარტებანი წინამდებარე სტანდარტში გამოყენებულია შემდეგი ტერმინები შესაბამისი განმარტებებით: 3.1. საპარიკმახეროების მომსახურება – ორგანიზაციისა და მომხმარებლის უშუალო ურთიერთქმედების შედეგი, აგრეთვე ორგანიზაციის საქმიანობა მომხმარებლის ესთეტიკური და ჰიგიენური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 3.2. საპარიკმახეროების მომსახურების მომხმარებელი – მოქალაქე, რომელიც მიიღებს, უკვეთავს ან აქვს სურვილი მიიღოს ან დაუკვეთოს საპარიკმახეროების მომსახურება პირადი საჭიროებისათვის. 3.3. საპარიკმახერო, სალონი-საპარიკმახერო, სალონი – საპარიკმახერო ”ლუქსი“ – ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს საპარიკმახეროების მომსახურებას თმების, სახისა და სხეულის კანის, ფრჩხილების მოსავლელად და ასრულებს პოსტიჟერულ სამუშაოებს. 3.4. მასალები- კოსმეტიკური, პარფიუმერული საქონელი და პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება საპარიკმახეროების მომსახურების პროცესში, აგრეთვე პოსტიჟერული ნედლეული. 3.5. თმების მოვლის მომსახურება - ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედება ან თავის კანზე მომხმარებლის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. 3.6. სახისა და სხეულის კანის მოვლის მომსახურება (კოსმეტიკური მომსახურება) _ ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედება სახისა და სხეულის კანზე, წარბებსა და წამწამებზე მომხმარებლის გაახალგაზრდავების მიზნით, აგრეთვე დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით სახისათვის ინდივიდუალური გამომსახველობის მინიჭება მომხმარებლის მოდასთან შესატყვისი ესთეტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 3.7. ფრჩხილების (მანიკიური, პედიკური) მოვლის მომსახურება - ფიზიკური და ქიმიური ზემოქმედება ფრჩხილებსა და ხელის მტევნის და ფეხის ტერფის კანზე მათი გაჯანსაღების და დაცვის მიზნით, მომხმარებლის ჰიგიენური და ესთეტიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. 3.8. მასაჟი _ ფიზიკური ზემოქმედება მომხმარებლის სახისა და კისრის გაახალგაზრდავების მიზნით. 3.9. პოსტიჟერული სამუშაოები – პარიკების, მისამაგრებელი ულვაშების, წვერების, ბაკენბარდების, ნახევარპარიკების, ნაწნავების, შინიონების, თმისაგან მოსართავების დამზადება და რემონტი მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით. 3.10 საპარიკმახეროების მომსახურების ტექნოლოგიური პროცესის გაწევა – მომხმარებლის ესთეტიკური და ჰიგიენური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ოპერაციების ერთობლიობა, რომლებიც ხორციელდება მოცემულ სახეობაზე მომსახურების ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შესაბამისად. 3.11 საპარიკმახეროების მომსახურების ხარისხი – მომსახურების მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ მომხმარებლის დადგენილი ან სავარაუდო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს. 3.12. მომსახურების ხარისხი – პროცესების, მახასიათებლებისა და მომსახურების პირობების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ მომხმარებლის დადგენილ ან სავარაუდო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობებს. 3.13 საპარიკმახეროების მომსახურების ტექნიკური დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც ადგენს საპარიკმახეროების მომსახურების ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, კონსტრუქტორული და საპარიკმახეროების მომსახურების სხვა მახასიათებლებს. 4. კლასიფიკაცია 4.1. წინამდებარე სტანდარტი ითვალისწინებს საპარიკმახეროების მომსახურების კლასიფიკაციას (1) ტექნოლოგიური ნიშან-თვისებების, სამუშაოს ჩატარების ადგილისა და მომხმარებლების მომსახურების დონის მიხედვით. 4.2. ტექნოლოგიური ნიშანთვისებების მიხედვით საპარიკმახეროების მომსახურება იყოფა: _ თმების მოვლის მომსახურება; _ სახისა და სხეულის კანის მოვლის მომსახურება; _ ფრჩხილების (მანიკური, პედიკური) მოვლის მომსახურება; _ სახისა და კისრის მასაჟი; _ პოსტიჟერული სამუშაოები; 4.3. სამუშაოს ჩატარების ადგილის მიხედვით საპარიკმახეროების მომსახურება იყოფა: _ მომსახურება, რომელიც ტარდება ორგანიზაციაში (სტაციონარულად); _ მომსახურება, რომელიც ტარდება მომხმარებლის ბაზაზე (გასვლითი მომსახურება). 4.4. მომხმარებლის მომსახურების დონის მიხედვით საპარიკმახეროების მომსახურება იყოფა: _ სალონი – საპარიკმახეროების ”ლუქსის“ მომსახურება; _ სალონი – საპარიკმახეროების მომსახურება; _ საპარიკმახეროების მომსახურება. 4.4.1. საპარიკმახეროების მომსახურების გამწევი ორგანიზაციისადმი კატეგორიის შესაბამისად წაყენებული საპარიკმახეროების მომსახურების მოთხოვნათა ჩამონათვალი მოცემულია 1-ლ დანართში. ჩამონათვალი შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ორგანიზაციების კატეგორიების დასადგენად. 5. ზოგადი ტექნიკური მოთხოვნები 5.1. საპარიკმახეროების მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნებს. 5.2. შენობა, სადაც წარმოებს მომხმარებლის მიღება და შეკვეთის გაფორმება, უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სანიტარიულ და სამშენებლო ნორმებსა და წესებს (2). 5.3. საპარიკმახეროების მომსახურება ხასიათდება უსაფრთხოების, ეკოლოგიურობისა და ფუნქციონალური მაჩვენებლებით. უსაფრთხოებისა და ეკოლგიურობის მაჩვენებლებს აფასებენ იმ ნორმატიული დოკუმენტების მიხედვით, რომლებითაც დგინდება აღნიშნული მაჩვენებლები. ფუნქციონალურ მაჩვენებლებს აფასებენ იმ ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე, რომლებშიც აისახება დანიშნულების მაჩვენებლები და ითვალისწინებენ აგრეთვე მომხმარებლის აზრს. 5.4. მასალებს (კოსმეტიკური, პარფიუმერული საქონელი და პრეპარატები, პრესტიჟული ნედლეული) და ტექნიკურ დანადგარებს, რომლებიც ექვემდებარებიან სავალდებულო სერტიფიკაციას (3), უნდა ჰქონდეთ შესაბამისობის სერტიფიკატები და მათი გამოყენება უნდა ხდებოდეს მწარმოებელი ორგანიზაციის ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. 5.5. საპარიკმახეროების მომსახურების შემსრულებელს (შემდგომ _ შემსრულებელი) უნდა ჰქონდეს სპეციალური პროფესიული განათლება და უნდა იყოს ატესტირებული კვალიფიკაციის შესაბამისად. შემსრულებლის სამუშაო ადგილი უნდა იყოს აღჭურვილი მოწყობილობების, ინსტრუმენტების და სამარჯვეების სხვა კომპლექტებით, რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების, საწარმო სანიტარის, ესთეტიკისა და ერგონომიკის მოთხოვნებს. 5.6. საპარიკმახეროების მომსახურების გაწევის აუცილებელ პირობას წარმოადგენს: _ შემსრულებლის ოსტატობის პროფესიონალური დონე დოკუმენტალურად დასაბუთებული და მის მიერ უსაფრთხოების, მომსახურების წესებისა და სანიტარიული ნორმების ცოდნა; _ ტექნოლოგიური დანადგარების, ინსტრუმენტებისა და მასალების არსებობა; _ ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტების არსებობა საპარიკმახეროების მომსახურების კონკრეტულ სახეებზე. 5.7. საპარიკმახეროების მომსახურების დროს გამოყენებული ელექტროხელსაწყოების ტექნიკური მომსახურება და რემონტი ხორციელდება ეროვნული სტანდარტებისა და ორგანიზაცია-დამამზადებლის ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად. 6. უსაფრთხოების მოთხოვნები 6.1. ნებისმიერი კატეგორიის საპარიკმახეროში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მოხმარების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება, სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნოლოგიური მოთხოვნები (2), (4) –ის შესაბამისად. 6.2. საპარიკმახერო მომსახურების გაწევისას დაცულ უნდა იქნეს უსაფრთხოების შემდეგი მოთხოვნები: 6.2.1. მასალების დანიშნულებისამებრ გამოყენების ვადა უნდა შეესაბამებოდეს დამამზადებლის მიერ დადგენილი ვარგისიანობის ვადას; 6.2.2. საპარიკმახერო მომსახურების დროს მასალების გამოყენებისა და ტექნოლოგიური პროცესების ჩატარებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს უკუჩვენებანი და მომხმარებლის ინდივიდუალური თავისებურებანი; 6.2.3. ტექნოლოგიური პროცესის დაწყებამდე, ისეთი მომსახურების გაწევისას, როგორიცაა თმების ქიმიური დახვევა, თმების, წარბებისა და წამწამების შეღებვა, აუცილებელია შემოწმდეს მომხმარებლის კანის მგრძნობელობა გამოსაყენებლად გამზადებული მასალების მიმართ მოცემული სახის მომსახურების ტექნოლოგიის შესაბამისად; 6.2.4. დროის ნორმები, მასალის ხარჯვის ნორმები და ტექნოლოგიური ოპერაციების თანმიმდევრობა დაცული უნდა იყოს მოცემული სახის საპარიკმახეროების მომსახურების ტექნოლოგიის შესაბამისად; 6.2.5. ნახმარ ინსტრუმენტებსა და დამხმარე მოწყობილობებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია; 6.2.6. მომხმარებლის მომსახურების დროს გამოყენებული თეთრეული რეგულარულად უნდა განიცდიდეს სანიტარიულ დამუშავებას. ნახმარი თეთრეულის სანიტარიული დამუშავების გარეშე ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია; 6.2.7. წყლის ტემპერატურა, რომელიც გამოიყენება საპარიკმახეროში, მათ შორის კოსმეტიკური მომსახურების დროს, უნდა იყოს არანაკლებ 38​0C –ისა და არა უმეტეს 50​0C –ისა. საპარიკმახერო მომსახურების ცალკეული სახეობისათვის წყლის ტემპერატურა დგინდება მოცემული სახეობის მომსახურების ტექნოლოგიის შესაბამისად; 6.2.8. დაუშვებელია ინდივიდუალური რეცეპტით მომზადებული მასალების რეალიზაცია, შენახვა და გამოყენება, რომლებსაც არ გააჩნიათ ჰიგიენური დასკვნა. 6.3. თმების მოვლის მომსახურების გაწევისას, 6.2 პუნქტში დადგენილ მოთხოვნებთან ერთად აუცილებელია დამატებითი მოთხოვნების დაცვა: 6.3.1. თმის ქიმიური დახვევის დროს სპეციალური შემადგენლობის (ფიქსაჟის) კონცენტრაცია (მასიური წილი) არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს 6.3.2. თმის ქიმიური დახვევისა და ქიმიური საღებავებით შეღებვის დროს მკაცრად უნდა იყოს დაცული მათი ზემოქმედების დრო (ხანგრძლივობა) მომხმარებლის თმების ინდივიდუალური სტრუქტურის გათვალისწინებით; 6.3.3. თმების დახვეწისათვის საჭირო პრეპარატების წყალბადის იონების (pH) კონცენტრაციის მაჩვენებელი უნდა იყოს 7-დან 11-მდე; 6.3.4. თმების ქიმიური საღებავებით შეღებვისას პეროქსიდის (წყალბადის ზეჟანგი) მასიური წილი უნდა იყოს 0,2  დან 18,0 %-მდე. 6.4. სახისა და ტანის კანის მოვლის მომსახურების გაწევისას 6.2 პუნქტში დადენილ მოთხოვნებთან ერთად დაცულ უნდა იქნეს დამატებითი მოთხოვნები: 6.4.1. მომსახურების შემსრულებელს სპეციალურ პროფესიონალურ განათლებასთან ერთად უნდა ჰქონდეს არანაკლებ საშუალო სამედიცინო განათლება; 6.4.2. წარბებისა და წამწამების შეღებვისას წყალბადის ზეჟანგის მასური წილი პრეპარატებში არ უნდა აღემატებოდეს 3%. მომსახურების დროს კანის მგრძნობელობის შემოწმება უნდა განხორციელდეს მოცემული სახის მომსახურების ტექნოლოგიის შესაბამისად; 6.4.3. სახის კანის მოვლისათვის განკუთვნილი ნიღბები მოხმარებულ უნდა იქნეს პრეპარატის გამოყენების სათანადო ინსტრუქციის შესაბამისად, მომხმარებლის კანის ტიპის, მისი მგრძნობელობის და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით. 6.4.4. სახისა და კისრის მასაჟი, კოსმეტიკური მომსახურება უნდა ხორციელდებოდეს ინსტრუქციების მკაცრი დაცვით და მომხმარებლის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით; 6.4.5. ისეთი საპარიკმახეროების მომსახურების გაწევისას, რომელიც ითვალისწინებს ულტრაიისფერი სხივებით და მაღალი ტემპერატურით ზემოქმედებას, აუცილებელია მომხმარებლის მკურნალი ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. 6.5. ხელის მტევნის კანისა და ფრჩხილების (მანიკური), ფეხის ტერფის კანისა და ფრჩხილების პედიკური) მოვლის მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს 6.2 პუნქტში და აგრეთვე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმატივების (სისხლდენის შემაჩერებელი პრეპარატების, სტერილიზატორების და ა.შ. გამოყენება) მოთხოვნებს. 6.6. პოსტიჟერული სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკური აღწერილობისა და ნიმუშ-მოდელების მიხედვით, რომელიც დამზადებულია ნატურალური და სინთეზური მასალისაგან (თმები) ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად. 7. ეკოლოგიურობის მოთხოვნები 7.1. საპარიკმახეროების მომსახურების ეკოლოგიური უსაფრთხოება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გარემოს დაცვის დადგენილი მოთხოვნების განუხრელი შესრულების გზით. კერძოდ, დაცული უნდა იყოს შენობის, ვენტილაციის, წყალმომარაგების და კანალიზაციის ტექნიკური მდგომარეობისა და შენახვის მოთხოვნები. 7.2. საპარიკმახეროების მომსახურების შედეგად დარჩენილი წარმოების ნარჩენები უნდა იქნეს უტილიზებული. 8. კონტროლის მეთოდები 8.1. წინამდარე სტანდარტის მოთხოვნების შემოწმება საპარიკმახეროების მომსახურების გაწევისას ხორციელდება ორგანოპლასტიკური, ანალიტიკური და სოციოლოგიური კონტროლის მეთოდებით. 8.2. მე-5 თავისა და 6.2.8, 6.4.3-6.4.5, 6.5, 6.6, 7.1, 7.2 პუნქტების მოთხოვნების დაცვის შემოწმება უნდა განხორციელდეს უშუალოდ ორგანიზაციაში. მითითებული მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს საპარიკმახეროების მომსახურების ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნებს. 8.3. 6.2.1 – 6.2.6, 6.3.1, 6.3.3, 6.4.1, 6.4.2 პუნქტების მოთხოვნების დაცვის შემოწმება უნდა განხორციელდეს გასაწევი მომსახურების ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტებისა და გაწეული მომსახურების პროცესის ფაქტობრივი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე. 8.4. 6.2.7 პუნქტის შემოწმება ხორციელდება თერმომეტრის დახმარებით გოსტ 302-ის მიხედვით. 8.5 6.3.4 პუნქტის შემოწმება ხორცილდება პარიკმახერის მიერ ხსნარის დამზადების შემთხვევაში ტექნიკური დოკუმენტის (მეთოდიკის) მიხედვით, საზომი ჭურჭლის გამოყენებით გოსტ 1770-ის შესაბამისად. 8.6 6.3.2 პუნქტის შემოწმება ხორციელდება საათის მეშვეობით. დანართი 1 მოთხოვნების ჩამონათვალი იმ ორგანიზაციებისადმი, რომლებიც ეწევიან საპარიკმახეროების მომსახურებას მათი კატეგორიების შესაბამისად № მოთხოვნები ორგანიზაციისადმი სალონი, საპარიკმახერო „ლუქსი“​1) სალონი საპარიკმა- ხერო​2) საპარიკმა- ხერო3) 1 2 3 4 5 1 ორგანიზაციის გარე სახე 1.1 ორგანიზაციის საფირმო დასახელების შესახებ ინფორმაციის არსებობა + + - 1.2 1.2. გასანათებელი ელემენტებით გაფორმებული აბრის არსებობა + + - 1.3 (2) –ის შესაბამისად შეკვეთების მიღების სათავსოს გაფორმება + + + 1.4 დეკორატიული ელემენტების გამოყენება + - - 2 მომსახურების გაწევის პროცესის ფორმირება 2.1 ”მაღალი ხარისხის სალონის“ სახის შექმნა + - - 2.2 დამატებითი მომახურება: - წინასწარ ჩაწერა მომსახურებაზე; - მომხმარებლის ბარათის არსებობა; - მუდმივი მომხმარებლისათვის კარტოთეკისა და სპეციალური მომსახურების არსებობა; - გამაგრილებელი სასმელების და ყავის შეთავაზება; - საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; - თანმხლები საქონლისა და კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაცია + + + + + + - - - + + - - - - - - - 2.3 ტექნიკურად შეთავსებადი მომსახურების შეთავაზება (თმის შეჭრა, კოსმეტიკური მომსახურება, მანიკიური, პედიკიური) + + - 3 {1} –ის შესაბამისად გასაწევი საპარიკმახეროების მომსახურების სახეების ნომენკლატურა არანაკლებ 25 სახის არანაკლებ 15 სახის არანაკლებ 10 სახის 4 უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება + + - 5 პროგრესული ტექნოლოგიური დანადგარების და ინსტრუმენტების გამოყენება + + - 6 შემსრულებლის კვალიფიკაცია 6.1 პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობა + + + 6.2 შემსრულებლის კვალფიკაციის ამაღლება: - არანაკლებ ერთხელ წელიწადში; - არანაკლებ ერთხელ ორ წელიწადში; + - + - - + 6.3 საპარიკმახეროების მომსახურების შესრულება 6.3.1 პარიკმახერი-მოდელიერები (არანაკლებ 25% პარიკმახერების საერთო რიცხვიდან), I და II კლასის პარიკმახერები, I კლასის კოსმეტოლოგი, აგრეთვე მემანიკიურე და მეპედიკიურე, რომელთაც გააჩნიათ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი + - - 6.3.2 პარიკმახერი-მოდელიერები I და II კლასის პარიკმახერი (არანაკლებ 50% პარიკმახერების საერთო რიცხვიდან), აგრეთვე კოსმეტოლოგი, მემანიკიურე, მეპედიკიურე, რომელთაც გააჩნიათ სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ერთი წლის სტაჟი - + - 6.3.3 პარიკმახერი, კოსმეტოლოგი, მემანიკიურე, მეპედიკიურე (შესაბამისი მომსახურების არსებობის შემთხვევაში) + 7 შესაბამისობის სერტიფიკატის არსებობა მასალაზე, რომლებიც გამოიყენება მომსახურების დროს + + + 8 პერსონალის მიერ პირადი ჰიგიენის მოთხოვნების შესრულება + + + 9 კონკურსებში, საპარიკმახეროების ხელოვნების ფესტივალებზე, გამოფენებზე და ა.შ. მონაწილეობა + + - 10 აღჭურვილობის განლაგება + + + 11 ჰაერის კონდიციონირების სისტემის არსებობა ტემპერატურისა და სინესტის ოპტიმალური დონის ავტომატური შენარჩუნებით + + - 1)  სალონი-საპარიკმახერო „ლუქსი“ უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულისა და მაღალი ხარისხის საპარიკმახეროების მომსახურების შესრულებას მაღალ და პროფესიულ დონეზე, მათ შორის, ორიგინალური, უნიკალურ ვარცხნილობებს და შეჭრას, გარდა ამისა ეწევა სხვა საპარიკმახეროების მომსახურებას, როლებიც შეესაბამება მოდის თანამედროვე და პერსპექტიულ მიმართულებებსა და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს. 2) სალონი საპარიკმახერო უზრუნველყოფს მხატვრულ ვარცხნილობებს, თმის შეჭრას და სხვა საპარიკმახეროების მომსახურებას, რომლებიც შეესაბამება მოდის თანამედროვე მიმართულებებს და მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს 3) საპარიკმახერო ახორციელებს საპარიკმახეროების მომსახურების ყველა სახეს. შენიშვნა: ნიშანი ”+“ ნიშნავს, რომ მოთხოვნების შესრულება გათვალისწინებულია; ნიშანი ”-” მოთხოვნების შესრულება არ არის გათვალისწინებული დანართი 2 (საინფორმაციო) 1. საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი სეკ (CPA) 002-99 „პროდუქციის სტატისტიკური კლასიფიკაცია საქმიანობის სახეობათა მიხედვით.“ 2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1996 წლის 19 დეკემბრის №129 ბრძანება „საქართველოში მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების წესი“. რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში 1997 წლის 23 იანვარს, სარეგისტრაციო №208. 3. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №605 „საქართველოს რესპუბლიკაში პროდუქციის სავალდებულო სერტიფიკაციის ეტაპობრივად შემოღების შესახებ“, საქსტანდარტის 1999 წლის 31 მაისს დამტკიცებული და საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებული „საქართველოში შემოტანილი სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებული საქონლის ჩამონათვალი“. რეგისტრირებულია იუსტიციის  სამინისტროში №100 013 003 590. 4. სამშ.ნ. და წ. 2.08.02-89 „სამშენებლო ნორმები და წესები. საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოების პროექტირება“,