საქართველოს მოქალაქე ს.გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 12.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №1/2/864
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2017
matsne.gov.ge 2,277 სიტყვა · ~11 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქე ს. გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 15.02.2017 გიორგი ერგემლიძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 28.05.2025 გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 25.07.2024 საქართველოს მოქალაქე გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 25.11.2016 სოფიო გარუჩავა და ნინო ხოსროშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 30.04.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქე ს.გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:106%; font-size:11.0pt; } h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:115%; font-size:12.0pt; } h1.CxSpFirst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:115%; font-size:12.0pt; } h1.CxSpMiddle { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:115%; font-size:12.0pt; } h1.CxSpLast { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:115%; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:106%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:106%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:106%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:106%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:106%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.BodyTextIndentChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განჩინება №1/2/864 2017 წლის 12 ოქტომბერი ქ. ბათუმი კოლეგიის შემადგენლობა: ლალი ფაფიაშვილი – სხდომის თავმჯდომარე; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მაია კოპალეიშვილი - წევრი; მერაბ ტურავა – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე. სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე. საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ს.გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21​14 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელის წარმომადგენელი – თამარ ავალიანი; საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და თინათინ ერქვანია. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №864) მიმართა საქართველოს მოქალაქე ს.გ-მ. №864 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2016 წლის 29 დეკემბერს. 2017 წლის 15 თებერვლის №1/7/864 საოქმო ჩანაწერით კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვის „შესაძლებელია“, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21​14 მუხლის პირველი ნაწილის სიტყვის „შესაძლებელია“ შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით. №864 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა გაიმართა 2017 წლის 28 ივნისს. 2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. 3. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდგომში − სასკ) 21​14 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოცემის შესაძლებლობას. 4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობის უფლება, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება. 5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე 2009 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი. მეუღლის მხრიდან სისტემატურად განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის გამო, მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, თუმცა ამგვარი შემაკავებელი ორდერი პოლიციის მიერ გამოიცა მხოლოდ 2016 წლის 6 ივლისს და შემდგომ დამტკიცებულ იქნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ. 6. სასარჩელო არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმები პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს შეუზღუდავ დისკრეციას, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოსცეს შემაკავებელი ორდერი ან უარი განაცხადოს ამგვარი ორდერის გამოცემაზე იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოჯახში ძალადობის ფაქტი იდენტიფიცირებულია და არსებობს მისი განმეორების შესაძლებლობა. სადავო მოწესრიგება პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელს ანიჭებს შესაძლებლობას, ბოროტად გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება, საკუთარი სუბიექტური შეხედულებების ან მოძალადესთან რაიმე სახის კავშირის არსებობის გამო, უარი თქვას შემაკავებელი ორდერის გამოყენებაზე და შემოიფარგლოს მხოლოდ გაფრთხილებით, რომელიც არ წარმოადგენს მსხვერპლის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს. 7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემულ შემაკავებელ ორდერს ამტკიცებს სასამართლო, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ამგვარი ორდერის დამტკიცების ან დამტკიცებაზე უარის თქმის თაობაზე. შესაბამისად, სადავო ნორმებით დადგენილი პოლიციელის დისკრეციული უფლებამოსილების გაუქმებით მოძალადეს არ ეზღუდება დაცვის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუკი შემაკავებელი ორდერი გამოცემულია უკანონოდ, ამ უკანასკნელს შესაძლებლობა აქვს, სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ საკითხზე. სადავო ნორმათა არსებობის პირობებში კი საქმე შესაძლებელია საერთოდ ვერ მივიდეს სასამართლომდე, რაც დაცვის გარეშე ტოვებს მსხვერპლს და შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ამ უკანასკნელის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, შემაკავებელი ორდერის გამოცემის საკითხი დამოკიდებული უნდა იყოს მის ადეკვატურ ნორმატიულ მოწესრიგებაზე და არა პოლიციის ცალკეული თანამშრომლის კეთილსინდისიერებაზე. 8. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის დისკრეციულ უფლებამოსილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე, ეწინააღმდეგება ადამიანის ღირსების ხელშეუვალობის უფლებას, რადგან ადამიანის ღირსების დაცვა უზრუნველყოფილი უნდა იყოს რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ, ადამიანის ფიზიკური და სულიერი სიმშვიდის ხელშეუხებლობით, ადამიანთა თანასწორობის უზრუნველყოფით კანონის საფუძველზე და კანონის გამოყენების პროცესში. დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ დაცული იქნება კანონის უზენაესობა და თავად აღნიშნული კანონები აღსრულდება ადეკვატურად. შესაბამისად, სახელმწიფოს განხორციელებული ნებისმიერი თვითნებური ქმედება ამ მიმართულებით წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის ღირსების უფლებასთან. სადავო ნორმები არსებითად არღვევს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სამართლებრივ ინტერესებსა და ღირსებას, იწვევს დაუცველობის, უმწეობის და უიმედობის განცდას, რადგან ამ უკანასკნელთ ტოვებს პოლიციის მიერ საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების იმედად, რომელიც ხშირ შემთხვევაში არც გამოიყენება. 9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ პრობლემის საფუძველს წარმოადგენს არა მანკიერი ადმინისტრაციული პრაქტიკა, არამედ თავად ნორმის არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსი, რომელიც, თავის მხრივ, განაპირობებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ პრობლემებს. ამასთანავე, მიუთითა, რომ 2017 წლის 4 მაისს გასაჩივრებულ სამართლებრივ აქტებში განხორციელდა რიგი ცვლილებები, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, კანონმდებლობიდან მომდინარე პრობლემა უცვლელია. ამასთან, გაფართოებულია კანონმდებლობის მოქმედების არეალი. 10. მოსარჩელე მხარეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია განსახილველ საქმეზე სასამართლო პროცესის დახურვა, თუმცა ის მართებულად მიიჩნევს, საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დოკუმენტების გამოქვეყნებისას, საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას ან მათი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გაგზავნისას, დაიფაროს ან ინიციალებით აღინიშნოს მოსარჩელის პერსონალური მონაცემები, კერძოდ, მისი სახელი და გვარი. 11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესაბამის პრაქტიკაზე. 12. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შინაარსზე და განმარტა, რომ ცვლილებები შეეხო არა მხოლოდ კანონის დასახელებას ან/და მოქმედების არეალს, არამედ გაფართოვდა მასში არსებული სხვადასხვა ტერმინის, მაგალითად, „მსხვერპლის“ მნიშვნელობა. შესაბამისად, შეიცვალა გასაჩივრებული ნორმის არსი. სასკ-ში განხორციელებულ ცვლილებებთან მიმართებით მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ ხსენებული კოდექსის 21​14 მუხლის პირველი ნაწილი აღარ შეიცავს მოსარჩელე მხარისათვის პრობლემურ ნორმატიულ შინაარსს და მხოლოდ მიმთითებელი დანიშნულებისაა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით. 13. ამასთანავე, მოპასუხე მხარის განმარტებით, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო სამართლებრივ აქტებში განხორციელებულ ცვლილებებს ფორმალურად მიიჩნევს და იხელმძღვანელებს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით და საქმეს არსებითად გადაწყვეტს, არ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს არა შემაკავებელი ორდერის ეფექტიანობას, არამედ წარმოადგენს პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელის შემაკავებელი ორდერის გამოცემის კომპეტენციით აღმჭურველ ზოგად ნორმას. შესაბამისად, სადავო ნორმები მხოლოდ პოლიციის თანამშრომლის უფლებამოსილების დეკლარირებას ახდენენ. 14. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ნორმა უნდა განიმარტოს სისტემურად, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ადგენს უფლებამოსილი ორგანოს პირდაპირ ვალდებულებებს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც დასტურდება ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტი, პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. ამრიგად, შეუძლებელია პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის დისკრეციულ უფლებამოსილებაზე საუბარი. 15. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზნებს, კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიური, სექსუალური ძალადობისა და იძულებისაგან, წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ეფექტურ, გამოსადეგ საშუალებას და არ ტოვებს თავისუფალ სივრცეს შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის. გასაჩივრებული ნორმები არ იწვევს არანაირ ფიზიკურ ტანჯვას, განგრძობით შიშსა და დაუცველობის შეგრძნებას. შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. II სამოტივაციო ნაწილი 1. №864 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის №761-IIს კანონის საფუძველზე, სადავო ნორმატიულ აქტში განხორციელდა ცვლილებები. კერძოდ, ერთი მხრივ, შეიცვალა გასაჩივრებული კანონის სახელწოდება და ჩამოყალიბდა საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“, ასევე ცვლილებები განიცადა რიგმა დებულებებმა, მათ შორის, გასაჩივრებულმა ნორმებმა. ამასთანავე, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 4 მაისის №762-IIს კანონის საფუძველზე, შეიცვალა სასკ-ის 21​14 მუხლის რედაქცია. 2. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“. 3. სადავო ნორმაში განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, გარკვეულ შემთხვევაში, გასაჩივრებული ნორმის ახალი რედაქცია შესაძლებელია სრულად ან ნაწილობრივ იმეორებდეს/ინარჩუნებდეს სადავო ნორმატიულ შინაარსს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, მოსარჩელე მხარის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, იმსჯელოს ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე, როდესაც მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსარჩელე მხარის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფისათვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“). ამასთან, ამგვარი საჭიროება არ არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც იგივე მოსარჩელე კვლავ მიმართავს სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით და ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ მიღებული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას. ასეთ შემთხვევაში უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფისათვის არ არის აუცილებელი ძალადაკარგული ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა და საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს საქმეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. 4. განსახილველ შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილი ნორმატიული მოცემულობა შესაძლოა იმეორებდეს სადავო ნორმების შინაარსს და კვლავ შეიცავდეს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ რისკებს. ამასთან, მოსარჩელე მხარემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე კვლავ წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №1257). №1257 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. მოსარჩელეს №1257 კონსტიტუციურ სარჩელში იდენტიფიცირებული აქვს იგივე სამართლებრივი პრობლემა - შემაკავებელი ორდერის გამოცემის თაობაზე პოლიციელის დისკრეციული უფლებამოსილების კონსტიტუციურობა. ამდენად, მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული პრობლემის შეფასება შესაძლებელია მოქმედი ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის ფარგლებშიც და არ დგას ძალადაკარგული ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გადაწყვეტის აუცილებლობა. შესაბამისად, არ არსებობს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის გამოყენებისა და სამართალწარმოების გაგრძელების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №864 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე. 5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, №864 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების თაობაზე 2017 წლის 15 თებერვლის №1/7/864 საოქმო ჩანაწერით, საკუთარი ინიციატივით, დაშიფრა მოსარჩელის პერსონალური ინფორმაცია - სახელი და გვარი. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე განჩინების ფარგლებშიც, აუცილებელია დაიშიფროს დასახელებული მოსარჩელის პერსონალური ხასიათის მონაცემები. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ცნებას და ადგენს, რომ ასეთ მონაცემებს წარმოადგენს „მონაცემი, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა“. 6. №864 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი საკითხი ეხება უშუალოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლსა და ამ სამართლებრივი პრობლემის ირგვლივ სადავო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენას. ამ განჩინების აღწერილობით ნაწილში პირდაპირ არის მითითებული ისეთი ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე, რომლებიც მოსარჩელის მიმართ განხორციელებულ ოჯახური ძალადობის ფაქტებს შეეხება. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ვინაობის გასაჯაროება იძლევა ამ პირის შესახებ საზოგადოებისთვის იმ ტიპის ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობას, რომელიც უაღრესად პირად და სენსიტიურ თემას, კერძოდ, მასზე სხვადასხვა ფორმით ოჯახში განხორციელებულ ძალადობასთან არის კავშირში და წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. 7. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საკითხს არეგულირებს და მისი პირველი პუნქტით კრძალავს აღნიშნულ მოქმედებას. აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს არც ხსენებული მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებისთვის დაშვებული გამონაკლისი შემთხვევები. 8. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-10-მე-13 პუნქტები ითვალისწინებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრული ტექსტის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულებას. ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებია გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა“. 9. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეზე შესაბამისი განჩინების მიღება გამოიწვევს მოსარჩელის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროებას. შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №864 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, მისი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, ასევე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მიზნებისთვის გამოქვეყნება უნდა მოხდეს მოსარჩელის სახელისა და გვარის დეპერსონალიზაციით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კერძოდ, მოსარჩელის სახელი და გვარი „ს.გ.“ დაიფაროს ან შეიცვალოს ინიციალებით „ს.გ.“. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობით დადგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სრული სახით გამოქვეყნების ვალდებულება არ გულისხმობს პერსონალური მონაცემების დაფარვის აკრძალვას, ვინაიდან საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიზნებისთვის აქტის დეპერსონალიზაცია ვერ მოახდენს გავლენას საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სისრულეზე. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს: 1. შეწყდეს საქმე №864 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქე ს.გ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). 2. ამ განჩინების გამოქვეყნებისას, საკანონმდებლო მაცნეში გაგზავნისას ან/და საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისას მოხდეს მოსარჩელის სახელისა და გვარის დაფარვა ან/და ინიციალებით „ს.გ.“ ჩანაცვლება. 3. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 4. განჩინებას დაერთოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი. 5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. კოლეგიის შემადგენლობა: ლალი ფაფიაშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა