კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 10.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-64/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016474
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,685 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დამტკიცების თაობაზე 90% 11.07.2023 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ 89% 18.02.2022 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 88% 27.12.2024 დამხმარე საშუალებებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების დამტკიცების შესახებ სივრცე 88% 29.04.2021 „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 27.12.2024

დოკუმენტის ტექსტი

კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-64/ნ 2017 წლის 10 ნოემბერი ქ. თბილისი კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების დამტკიცების თაობაზე -- p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal { margin-top:0cm; margin-right:0cm; margin-bottom:10.0pt; margin-left:0cm; line-height:115%; font-size:11.0pt; font-famil2:'Calibri','sans-serif'; } .MsoChpDefault { font-famil2:'Calibri','sans-serif'; } .MsoPapDefault { margin-bottom:10.0pt; line-height:115%;} @page WordSection1 {size:612.0pt 792.0pt; margin:2.0cm 42.5pt 2.0cm 3.0cm; } div.WordSection1 {page:WordSection1;} -- ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის 18​1 მუხლის მე-2 პუნქტის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის (ვებგვერდი, 25/05/2017, სარეგისტრაციო კოდი 080080050.05.001.018426) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირების (მომსახურების) მინიმალური სტანდარტები (დანართი №1). 2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული მინიმალური სტანდარტები სავალდებულოა ყველა მიმწოდებლისთვის (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა), რომელიც ახორციელებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა/სავარაუდო მსხვერპლთა და მათზე დამოკიდებულ პირთა ფსიქოლოგიურ-სოციალურ მომსახურებას, პირველად და გადაუდებელ სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას/მიღებას და სამართლებრივ დახმარებას. კრიზისული ცენტრი შესაძლებელია ასევე ითვალისწინებდეს დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით მომსახურებასაც, თუ ეს გათვალისწინებულია კრიზისული ცენტრის  შინაგანაწესი. 3. კრიზისული ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე (ბენეფიციარი) ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, შეიძლება ასევე იყოს  ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერლი/დაზარალებული/სავარაუდო მსხვერპლი, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერლი/დაზარალებული/სავარაუდო მსხვერპლი. 4. კრიზისული ცენტრის საქმიანობა რეგულირდება შინაგანაწესით, რომელიც შესაბამისობაშია ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ მინიმალურ სტანდარტებთან და განსაზღვრავს კრიზისული ცენტრის სტრუქტურას, უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს, მათ შორის მომსახურებ(ებ)ის მიმღებ პირთა წრეს, მომსახურების სახეებს, მომსახურებ(ებ)ის გაწევის პირობებსა და ვადებს. შინაგანაწესით შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც დამატებითი მომსახურების სახეები, ასევე, გაფართოვდეს ამ სტანდარტებით განსაზღვრული მომსახურების მინიმალური ფარგლები. 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 31 მაისის №153/ნ ბრძანება. 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი №1 კრიზისული ცენტრის მოწყობისა და ფუნქციონირების (მომსახურების) მინიმალური სტანდარტები მუხლი 1🔗. ინფორმაცია მომსახურების შესახებ (სტანდარტი №1) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარმა (მათ შორის, პოტენციურმა) და/ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა იცის მომსახურების მიზანი, მომსახურების სახეები და მხარეთა უფლება-მოვალეობები. მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან ინფორმაციის გაზიარება დაინტერესებული პირისთვის ხელს უწყობს ბენეფიციართა მოთხოვნილებების სათანადოდ დაკმაყოფილებას და საჭირო გადაწყვეტილების მიღებას. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომად ჰქონდეს: ა.ა) საინფორმაციო ფურცელი (დანართი №1.1); ა.ბ) მომსახურებების ჩამონათვალი და მომსახურებების მიმღებ პირთა წრე; ა.გ) შინაგანაწესი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად შეიცავს: ა.გ.ა) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს; ა.გ.ბ) კონფიდენციალურობის დაცვის საკითხებს; ა.გ.გ) თანამშრომლების, მოხალისეებისა და პრაქტიკაზე მყოფი სტუდენტების ქცევის წესებს. ბ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის (არასრულწლოვანი ბენეფიციარის შემთხვევაში), საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელმისაწვდომად ჰქონდეს შემდეგი დოკუმენტები: ბ.ა.) ბენეფიციართა პირადი საქმე (პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ბენეფიციარსა და სერვისის მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, სამედიცინო დოკუმენტაცია, ასევე, ბენეფიციარისთვის მიწოდებული მომსახურებების შესახებ ინფორმაცია – მომსახურების ინდივიდუალური გეგმა/შემთხვევის მართვის გეგმა და გეგმის შეფასება, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (გარდა სავარაუდო მსხვერპლის შემთხვევისა); ბ.ბ) ბენეფიციართა რეგისტრაციის ჟურნალი; ბ.გ) ანონიმური უკუკავშირის სპეციალური ჟურნალი; ბ.დ) ძალადობის ფაქტების პასუხად გატარებული ღონისძიებების აღრიცხვის ჟურნალი. მუხლი 2🔗. ბენეფიციარზე ორიენტირებული ფიზიკური გარემო (სტანდარტი №2) 1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურების მიწოდება ხორციელდება ისეთ გარემოში, რომელიც შეესაბამება მომსახურების შინაარსს, დანიშნულებას და სათანადოდ აკმაყოფილებს ბენეფიციარის საჭიროებებს. მომსახურება ხორციელდება კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) მომსახურება განახორციელოს ისეთ გეოგრაფიულ გარემოში, სადაც ბენეფიციარებს მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვისა და თემში არსებულ სხვა მომსახურებებზე (მაღაზია, აფთიაქი და სხვა); ბ) მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი, რომელიც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სეზონის შესაბამისი ტემპერატურით (მათ შორის, ზამთრის პერიოდში არანაკლებ 18 გრადუსისა). გ) სერვისის მიმწოდებლის ფიზიკური გარემო და აღჭურვილობა შეესაბამებოდეს მომსახურების სახეებს, რაც მოიცავს: გ.ა) ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურებისა და იურიდიული დახმარებისთვის განკუთვნილ ფართს შესაბამისი ინვენტარით (მაგ.: საოფისე მაგიდა და სკამები, კომპიუტერი, რბილი ავეჯი და სხვ.). დ) დროებითი (სადღეღამისო) საცხოვრისით მომსახურების შემთხვევაში დამატებით უზრუნველყოს: დ.ა) მომსახურებისთვის განკუთვნილი ფართი წყალმომარაგებით, კანალიზაციით და ელექტროენერგიით; დ.ბ) სასადილო (მათ შორის სამზარეულოსთან ერთად ან ცალკე): დ.ბ.ა) შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი სამზარეულოთი, ასევე, ადგილი მშრალი პროდუქტებისთვის, მაცივარი და გამწოვი ვენტილაცია; დ.ბ.ბ) ბენეფიციართა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობით (ერთ ბენეფიციარზე 1.5 მ​2). სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილით და სკამით. სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭლით (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები, ჩანგლები); დ.გ) საძინებელ ოთახს (ოთახებს), ერთ ბენეფიციარზე არანაკლებ 6 მ​2 ფართობისა: დ.გ.ა) მშობლისა და შვილებისათვის (3-4 სული) განკუთვნილი ოთახების ფართობი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15-20 მ​2-ს. დ.დ) თითოეული ბენეფიციარისთვის საწოლით და ოთახში არანაკლებ ერთი კარადისა და ტუმბოსი (სამი ბენეფიციარისთვის); დ.ე) საშხაპეს/საშხაპეებს და საპირფარეშოს/საპირფარეშოებს (ვენტილაციით), პირსაბანს/პირსაბანებს (ცივი/ცხელი წყლით) – 6 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული გარემო ადაპტირებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართათვის; დ.ვ) თითოეული ბენეფიციარი უზრუნველყოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ინდივიდუალური ნივთებით (მაგ.: პირსახოცი, კბილის ჯაგრისი და სხვა), ასევე თეთრეულით. მუხლი 3🔗. უსაფრთხოება და სანიტარიული მდგომარეობა (სტანდარტი №3) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები მომსახურებას იღებენ უსაფრთხო გარემოში, სადაც დაცულია სანიტარიული წესები. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) თვალსაჩინო ადგილზე განათავსოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„112“, გაზის, ელექტროენერგიის, წყლის და კანალიზაციის მომწოდებელი ადგილობრივი სამსახურების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საკონტაქტო ინფორმაცია; ბ) კრიზისული ცენტრის ოფისში შეინარჩუნოს სისუფთავე; გ) საკვები განათავსოს/შეინახოს შესაბამისი პირობების დაცვით; დ) თითოეულ საპირფარეშოში ჰქონდეს ჰიგიენის შესაბამისი ნივთები; ე) ნაგავი შეინახოს დახურულ კონტეინერში, სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას; ვ) ბენეფიციარის გაუჩინარების შემთხვევაში, არაუმეტეს 24 საათის გასვლამდე, შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს, კანონიერ წარმომადგენელს/მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მუხლი 4🔗. კონფიდენციალობის დაცვა (სტანდარტი №4) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციართა პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლების დაცვა უზრუნველყოფილია. ბენეფიციარი/მისი კანონიერი წარმომადგენელი ინფორმირებულნი არიან, რომ მათი პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა დაცულია. ასევე, მათ იციან იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აცნობოს მომსახურებისას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობის შესახებ, ასევე, იმ შემთხვევების შესახებ, როდესაც კონფიდენციალობა შეიძლება დაირღვეს; ბ) ბენეფიციარის პირადი საქმე შეინახოს არახელმისაწვდომ ადგილას; გ) ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია საჯაროდ არ განიხილოს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავსი განხილვა მომსახურების ნაწილია (მაგ.: შემთხვევის შესახებ კონფერენცია, ჯგუფური კონსულტაცია, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა სამსახურისთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სამედიცინო დაწესებულებისთვის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის გადაგზავნა); დ) ბენეფიციარის შესახებ პირადი ინფორმაციის გამჟღავნებამდე ბენეფიციარისგან/მისი კანონიერი წარმომადგენლისგან მიიღოს წერილობითი თანხმობა; ე) ბენეფიციარის შესახებ კონფიდენციალურად მიჩნეული ინფორმაცია ბენეფიციარის/მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე გასცეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა (სტანდარტი №5) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარის მიერ მიღებული მომსახურება მორგებულია მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. მომსახურების ინდივიდუალური მიდგომა ზრდის ბენეფიციარის მოტივაციას – მონაწილეობა მიიღოს მომსახურების დაგეგმვის პროცესში. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, ბენეფიციართან ერთად, შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა/შემთხვევის მართვის გეგმა (შემდგომში – გეგმა); ბ) გეგმა ნათლად აღწერდეს: ბ.ა) რა სახის მომსახურებას (მხარდაჭერას) მიიღებს ბენეფიციარი; ბ.ბ) გეგმით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელების განრიგს; ბ.გ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დასახული გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირ(თა)ის ვინაობას. გ) მოთხოვნის შესაბამისად მიაწოდოს ბენეფიციარს გეგმის ასლი; დ) პერიოდულად (საჭიროებისამებრ) გადახედოს/შეაფასოს გეგმა; ე) აწარმოოს ბენეფიციართა პირადი საქმეები.  მუხლი 6🔗. ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურება (სტანდარტი №6) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარის ფსიქოლოგიურ-სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესებულია. 2. ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურება მოიცვას: ა) ფსიქოლოგიურ კონსულტაციას/დახმარებას;  ბ) კრიზისულ ინტერვენციას;                             გ) ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას; დ) ძალადობის (მათ შორის, ბავშვთა მიმართ ძალადობის) საკითხებში გათვითცნობიერებას; ე) დახმარებას მომავლის პერსპექტივების განსაზღვრასა და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღდგენაში; ვ) სოციალური დახმარების სფეროში არსებული რესურსების შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და ამ ინფორმაციის ბენეფიციარისათვის მიწოდებას; ზ) სხვა ღონისძიებას, რაც გამოვლინდება ბენეფიციარის ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაციის საჭიროებიდან. მუხლი 7🔗. სამართლებრივი მომსახურება (სტანდარტი №7) 1. მოსალოდნელი შედეგი – დაცულია ბენეფიციარის უფლებები და თავისუფლებები. 2. სამართლებრივი მომსახურება მოიცვას: ა) სამართლებრივ კონსულტაციას; ბ) საჭიროების შემთხვევაში, განცხადების/სარჩელის მომზადებას; გ) სასამართლო/სამართალდამცავ ორგანოებში წარმომადგენლობას/ადვოკატირებას სერვისის მიმწოდებლის შინაგანაწესით განსაზღვრულ შემთხვევებში. მუხლი 8🔗. ჯანმრთელობის დაცვა (სტანდარტი №8) 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარები იღებენ მომსახურებას ისეთ გარემოში, სადაც წახალისებულია ცხოვრების ჯანსაღი წესი და სათანადოდ ექცევა ყურადღება მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ბენეფიციართა პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიღება/ორგანიზება; ბ) საჭიროების შესაბამისად რეგულარული კავშირი ჰქონდეს ოჯახის/უბნის ექიმთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 9🔗. კვება (სტანდარტი №9) დროებითი საცხოვრისით მომსახურების შემთხვევაში 1. მოსალოდნელი შედეგი – ბენეფიციარებს აქვთ ხარისხიანი, უსაფრთხო და სათანადო ოდენობის საკვები. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ყოველ დილით სასადილო ოთახში გამოაკრას იმ დღის მენიუ; ბ) ბენეფიციარები უზრუნველყოს მინიმუმ სამჯერადი ჯანსაღი კვებით/სამჯერადი კვებისთვის გათვალისწინებული საკვებით/პროდუქტებით; გ) კვების/პროდუქტების მიწოდების პროცესში გაითვალისწინოს ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობა (მაგ: დიეტა ან სხვა) შესაბამისი სპეციალისტის რეკომენდაციით ან რელიგიური მრწამსით განსაზღვრული თავისებურებები; დ) ბენეფიციარები უზრუნველყოს საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო სასმელი წყლით. მუხლი 10🔗. უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები (სტანდარტი №10) 1. მოსალოდნელი შედეგი: ა) ბენეფიციარს/მის კანონიერ წარმომადგენელს აქვს პროტესტისა და მომსახურების მიწოდების ფორმისა და ხარისხის შესახებ უკუკავშირის გამოხატვის საშუალება; ბ) უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები ცნობილია ბენეფიციარისთვის/მისი კანონიერი წარმომადგენლისთვის და მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) ჩამოაყალიბოს უკუკავშირისა და პროტესტის გამოხატვის მარტივი და ნათელი პროცედურა, რომელიც მოცემულია შინაგანაწესში და ცნობილია როგორც ბენეფიციარებისთვის, ისე მომსახურების მიწოდებაში ჩართული ნებისმიერი პირისთვის; ბ) მომსახურებაში შექმნას პირობები იმისათვის, რათა ბენეფიციარს შეეძლოს მომსახურების სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ ანონიმური უკუკავშირის მიწოდება; გ) ბენეფიციარის კომენტარები რეგულარულად განიხილებოდეს; დ) გაითვალისწინოს ბენეფიციარის აზრი და შეხედულებები მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას და უზრუნველყოს მისი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ე) აწარმოოს პროტესტის/უკუკავშირის ყველა გონივრული შემთხვევის აღრიცხვა. მუხლი 11🔗. ძალადობისგან, დისკრიმინაციისგან და უგულებელყოფისაგან დაცვა (სტანდარტი №11) 1. მოსალოდნელი შედეგი – ყველა ბენეფიციარი დაცულია ნებისმიერი სახის ძალადობისგან (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური, უგულებელყოფა) და იძულებისგან. ბენეფიციარებს აქვთ მომსახურებით სარგებლობის თანაბარი შესაძლებლობა. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია:  ა) იცნობდეს და ხელმძღვანელობდეს მოქმედი კანონმდებლობით (მათ შორის, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით“ და სხვა სამართლებრივი აქტებით; ბ) ბენეფიციარებს მიაწოდოს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის პროცესში მომსახურების მიმღები დაცულია რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ჯანმრთელობის ან სხვა რამ ნიშნით დისკრიმინაციისგან, ასევე, მიკერძოებული ან უარყოფითი დამოკიდებულებისა თუ ქმედებისაგან, რამაც შეიძლება თავი იჩინოს მომსახურების მიწოდებისას მომსახურების მიმწოდებლისგან, სხვა ბენეფიციარისგან ან სხვა პირისგან; გ) ძალადობის ყველა ფაქტი თუ განცხადება, ასევე, მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიება, წერილობით აღრიცხოს სპეციალურ ჟურნალში. მუხლი 12🔗. მოთხოვნები პერსონალის მიმართ (სტანდარტი №12) 1. მოსალოდნელი შედეგი – მომსახურებაში ბენეფიციართა მომსახურებას ახორციელებენ საკმარისი რაოდენობისა და კვალიფიკაციის თანამშრომლები. 2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს თანამშრომელთა რეგულარული ზედამხედველობა; ბ) ხელი შეუწყოს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას. დანართი №1.1 საინფორმაციო ფურცელი 1. მომსახურების განმახორციელებელი (დასახელება) _____________ _______________________________________________________ 2. მისამართი _____________________________________________ 3. ტელეფონის ნომერი ______________________________________ 4. ბენეფიციართა რაოდენობა _________________________________ 5. მომსახურების მიმღებ პირთა წრე ____________________________ 6. მომსახურების შინაარსი ____________________________________ _____________________________________________________________ _____________________________________________________________ _____________________________________________________________ _____________________________________________________________.