ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.10.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №223
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016434
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2017
matsne.gov.ge 546 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 26.04.2023 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 08.02.2018 ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 31.01.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 24.10.2018 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 89% 29.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №223 2017 წლის 24 ოქტომბერი ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი №1 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულების) დირექტორი უნდა იყოს არანაკლებ 25 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე და ფლობდეს სახელმწიფო ენას. მუხლი 2🔗 საჯარო დაწესებულების დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მიმართულებით); ბ) საჯარო ან/და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 3 (სამი) წელი (სასურველია განათლების მიმართულებით); გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word, Excel, Power Point) ცოდნა. მუხლი 3🔗 საჯარო დაწესებულების დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგი ნორმატიული აქტებისა და თემატიკის ცოდნას: ა) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ”; ე) საქართველოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში სტანდარტები (საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურის, წყალი-სანიტარია-ჰიგიენის, კვების); ვ) საქართველოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში მიღებული ნორმატიული აქტები; ზ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პრინციპები; ინკლუზიური განათლების პრინციპები; ორგანიზაციული ქცევისა და წარმართვის პრინციპი; ბავშვის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის პრინციპები. მუხლი 4🔗 საჯარო დაწესებულების დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები: ა) საჯარო დაწესებულების ბიუჯეტის (ბუღალტერიის) მართვის შესაძლებლობა; ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება; გ) ადამიანური რესურსის მართვის შესაძლებლობა; დ) კომუნიკაციური და ლიდერობის უნარები; ე) მოლაპარაკების წარმოების და ადვოკატირების შესაძლებლობა; ვ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობის შესაძლებლობა; ზ) კვლევის და გეგმვის, განხორციელების, შედეგების ანალიზი; თ) დოკუმენტაციის წარმოება; ი) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა. მუხლი 5🔗 საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის; ბ) იგი სხვა სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული; გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს; დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;  ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მუხლი 6🔗 საჯარო დაწესებულების დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა: ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, დირექტორის დამატებითი საკვალიფკაციო მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს უშუალოდ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების ზემდგომი ორგანოს/დამფუძნებლის მიერ, რომელიც არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ ნიშნებს.