საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 17.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/7/660
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/10/2017
matsne.gov.ge 1,791 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 10.11.2016 საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 17.10.2017 საქართველოს მოქალაქეებიაქეები - კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 10.11.2016 საქართველოს მოქალაქე მაკა გველესიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 18.11.2016 პაატა დიასამიძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 12.11.2020

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; } h2 { margin-top:0in; margin-right:-1.55pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:115%; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.Heading2Char { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №3/ 7/660 2017 წლის 17 ოქტომბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; ლალი ფაფიაშვილი - წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა . საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „და უნდობლობის გამოცხადების“, 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადებისა და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სიტყვების „მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №660) მიმართა საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძემ. №660 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2015 წლის 31 ივლისს. 2. „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის №5161-რს ორგანული კანონის საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ნორმების კონსტიტუციურობა, №660 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის №1-3/2/660 განჩინებით, კონსტიტუციური სარჩელი №660 („საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. №660 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს. 3. №660 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი,  „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. 4. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროს მიაკუთვნებს მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უნდობლობის გამოცხადების საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-10 პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება, თუ ინიციატივას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა“. ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება. 5. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს საქართველოს მოქალაქის უფლებას, 18 წლის ასაკიდან, მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმსა და სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. 6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე არის საქართველოს დედაქალაქის, ქ. თბილისის გლდანის რაიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე. მოსარჩელემ ორჯერ მიიღო მონაწილეობა ქ. თბილისის მერის არჩევნებში, მათ შორის, უკანასკნელად 2014 წლის 5 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მიღების შემდეგ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმების საფუძველზე მისი აქტიური საარჩევნო უფლება ჯერ არ შელახულა, რადგან თბილისის საკრებულოს თბილისის მერისთვის უნდობლობა არ გამოუცხადებია. თუმცა უფლების დარღვევის საფრთხე ყოველდღიურად არსებობს, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება პირდაპირი წესით არჩეული მერი საკრებულომ თანამდებობიდან გადააყენოს, რითაც უგულებელყოფილი იქნება თბილისის ამომრჩეველთა, მათ შორის, მოსარჩელის ნება. 7. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ აქტიური საარჩევნო უფლება გულისხმობს არა მხოლოდ კოლეგიური ორგანოსა თუ თანამდებობის პირის არჩევაში მონაწილეობის შესაძლებლობას, არამედ განამტკიცებს ამომრჩევლის უფლებას, რომ მის მიერ არჩეულ სუბიექტს ამომრჩევლის ნების რეალიზაციისა და წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების ფორმალური შესაძლებლობა მაინც ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამდებობის პირის არჩევის უფლება უშინაარსო და ილუზორული იქნება. 8. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმების შინაარსი ერთმანეთის იდენტურია. აღნიშნული ნორმებით რეგულირდება მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის/მერისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადებისა და ამ საფუძვლით გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. სადავო ნორმებიდან მომდინარე პრობლემად მოსარჩელე, ზოგადად, „უნდობლობის ინსტიტუტის“ არაკონსტიტუციურობას მიიჩნევს. 9. მოსარჩელე მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი ერთპიროვნული ორგანო, რომელიც უშუალო სახალხო ლეგიტიმაციით სარგებლობს, საქართველოს პრეზიდენტია. საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენება მხოლოდ იმპიჩმენტის გზით შეუძლია, რომელიც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმაა და მისი აუცილებელი წინაპირობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობის ან პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის დადგენაა. საკანონმდებლო ორგანოს მიერ უშუალო დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირის კონტროლიდან გამომდინარე, პარლამენტს არ შეუძლია თანამდებობა დაატოვებინოს საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ იმ მოტივით, რომ მისი საქმიანობით უკმაყოფილოა. ამასთანავე, განსხვავებულად რეგულირდება პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობის კონტროლის საკითხი. პარლამენტი უფლებამოსილია, უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუკი მისი საქმიანობა არაჯეროვნად მიაჩნია კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე. 10. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ პრინციპულად განსხვავებული სიტუაციაა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში. აღნიშნულ შემთხვევაში არ მოქმედებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი. ამასთანავე, საქართველოს კონსტიტუციის 101​1 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სავალდებულოა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს პირდაპირი წესით არჩევა, ხოლო აღმასრულებელი ორგანოს არჩევა დასაშვებია არაპირდაპირი წესით. 11. მოსარჩელის არგუმენტაციით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ მოითხოვს მუნიციპალიტეტების გამგებლების/მერების პირდაპირი წესით არჩევას, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ითვალისწინებს თბილისის მერისა და , ასევე, სხვა მუნიციპალიტეტების გამგებლების/მერების არჩევას პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამგებლების/მერების არჩევა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მოქმედების სფეროში ექცევა. შესაბამისად, ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც გამგებლების/მერების თანამდებობიდან გადაყენების საკითხს შეეხება, კონსტიტუციის 28-ე მუხლთან მიმართებით უნდა შეფასდეს. 12. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხის ნების რეალიზაციას ახდენენ და საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილება სწორედ ამომრჩეველთა ინტერესების შესაბამისად უნდა გამოიყენონ. ამგვარად, პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირების თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერება/შეწყვეტა, იმავდროულად, გულისხმობს ამომრჩევლის მიერ მინიჭებული მანდატის უგულებელყოფას და წარმოადგენს თვითმმართველობის ავტონომიაში უხეშ ჩარევას. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული თანამდებობის პირებისათვის უნდობლობის გამოცხადება შესაძლებელი უნდა იყოს მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნების არსებობისას, რომელთა დაუცველობა თავად ამომრჩევლის ინტერესებს ეწინააღმდეგება, ამასთანავე, ზედმიწევნით განჭვრეტადი, გასაგები, მკაცრად რეგლამენტირებული პროცედურის საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ინტერესების სამართლიან ბალანსს. 13. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო „უნდობლობის ინსტიტუტის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეუძლია გამგებელი/მერი თანამდებობიდან გადააყენოს ყოველგვარი დასაბუთებისა და ლეგიტიმური მიზნების არსებობის გარეშე. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც გამგებელი/მერი არჩეულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის და არა საკრებულოს მიერ, გაუმართლებელია საკრებულოსათვის ამგვარი უფლებამოსილების მინიჭება. 14. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ, ზოგადად, სამართლებრივი საფუძვლების გარეშე გამგებლის/მერის თანამდებობიდან გადაყენება არაკონსტიტუციური არ არის, თუნდაც ეს მოხდეს საკრებულოს ინიციატივით. მოსარჩელისთვის პრობლემურია ის საკითხი, რომ გამგებლის/მერის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო. ამასთანავე, საკითხი პრობლემური იქნება იმ შემთხვევაშიც, თუკი მერის/გამგებლის უნდობლობის გამოცხადების ინიიცირება შეეძლება ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც საკრებულო მიიღებს. 15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). 2. №660 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ რიგი ნორმები, რომელთა საფუძველზეც, მუნიციპალიტეტების საკრებულოებს გააჩნიათ უფლებამოსილება, უნდობლობა გამოუცხადონ და თანამდებობიდან გადააყენონ მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. მოსარჩელის აზრით, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში არსებობს საფრთხე, რომ მისი აქტიური საარჩევნო უფლება გაუმართლებლად შეიზღუდება. 3. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ, რადგან მუნიციპალიტეტის მერის/გამგებლის არჩევა ხდება ხალხის მიერ, პირდაპირი წესით, აღნიშნული საკითხი ექცევა კონსტიტუციის 28-ე მუხლის რეგულირების სფეროში. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული სფეროს ფარგლები უნდა განისაზღვროს არჩევნების კონსტიტუციური ბუნების გათვალისწინებით და არა კანონმდებლის მიერ თავისუფალი მიხედულების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული სფერო, პასიური საარჩევნო უფლების კონტექსტში მიემართება მხოლოდ იმ თანამდებობებს, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით ასარჩევად არის მიჩნეული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/ 3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). 4. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს ადგილობრივი თვითმმართველობის მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს დაკომპლექტებას პირდაპირი წესით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი ვერ დაიცავს იმ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რომლის გამართვის და ჩატარების საფუძველსაც თავად კონსტიტუცია არ წარმოადგენს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ ადგენს მერის/გამგებლის არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, ძირითადი კანონის ამ დებულებით ვერც მერის/გამგებლის თანამდებობის დაკავება იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/ 3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14 ). ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ იცავს საქართველოს მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევის უფლებას, არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის არგუმენტაცია გამგებლისათვის/მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე მისი აქტიური საარჩევნო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას შორის. 5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №660 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27​1 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენ ს: 1. კონსტიტუციური სარჩელი №660 („საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინებას დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი. 4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი