საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

მიღების თარიღი 17.10.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ნომერი №3/8/754
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016246
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2017
matsne.gov.ge 1,859 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მოქალაქეებიაქეები - კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 97% 10.11.2016 საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 28.12.2016 საქართველოს მოქალაქე საბა სუთიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 96% 17.10.2017 „შპს სკს“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 95% 11.11.2016 საქართველოს მოქალაქე ჯიმშერ ცხადაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 94% 28.03.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; } h1 { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; text-align:center; line-height:107%; font-size:12.0pt; } p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; } p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:107%; font-size:11.0pt; } p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:.5in; line-height:107%; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.CommentTextChar { } span.CommentSubjectChar { font-weight:bold;} span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №3/8/754 2017 წლის 17 ოქტომბერი ქ. ბათუმი პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე; ირინე იმერლიშვილი – წევრი; გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი; მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე; მაია კოპალეიშვილი – წევრი; მერაბ ტურავა – წევრი; თეიმურაზ ტუღუში – წევრი; ლალი ფაფიაშვილი – წევრი; თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი. სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა. საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი: ა) საქართველოს მოქალაქე კონსტანტინე კანდელაკის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში – საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „და უნდობლობის გამოცხადების“, 51-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „უნდობლობის გამოცხადების“ და „51-ე“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს მოქალაქე გიორგი აბულაძის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში - საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტის, 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვების „და უნდობლობის გამოცხადების“, 51-ე მუხლისა და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. I აღწერილობითი ნაწილი 1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 16 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №754) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა კონსტანტინე კანდელაკმა და გიორგი აბულაძემ. №754 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2016 წლის 17 მაისს. 2. „„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2016 წლის 3 ივნისის №5161-რს ორგანული კანონის საფუძველზე, შეიცვალა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი და აღნიშნული ნორმის ამჟამად მოქმედი რედაქციის შესაბამისად, ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ნორმების კონსტიტუციურობა, №754 კონსტიტუციური სარჩელის განხილვა და გადაწყვეტა წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კომპეტენციას. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 43-ე მუხლის მე-7, მე-8 და მე-10 პუნქტების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 10 ნოემბრის №1-3/4/754 განჩინებით, კონსტიტუციური სარჩელი №754 („საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) განსახილველად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. №754 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 17 ოქტომბერს. 3. №754 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 4​1 პუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები. 4. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლის სფეროს მიაკუთვნებს მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებამოსილებას. ამავე კანონის 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, უნდობლობის გამოცხადების საკითხზე საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე. აღნიშნული კანონის 51-ე მუხლი არეგულირებს გამგებლისთვის/მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურულ საკითხებს. ამავე კანონის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდობლობის გამოცხადება. აღნიშნული კანონის 73-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი განისაზღვრება ამავე კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად. 5. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საქართველოს მოქალაქის უფლებას, 18 წლის ასაკიდან მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. 6. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელე კონსტანტინე კანდელაკი არის თვითმმართველი ქალაქის, თბილისის ამომრჩეველი. ხოლო მოსარჩელე გიორგი აბულაძე არის თვითმმართველი თემის, თეთრი წყაროს ამომრჩეველი. მათ 2014 წლის 15 ივნისის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და გამოიყენეს საკუთარი აქტიური საარჩევნო უფლება. არჩევნების შედეგად თბილისის მოსახლეობამ პირდაპირი წესით აირჩია მერი, ხოლო თეთრი წყაროს მოსახლეობამ – გამგებელი. მათთვის უნდობლობის გამოცხადების უფლებას სადავო ნორმები საკრებულოს ანიჭებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმების საფუძველზე შეილახება მოსარჩელეთა კონსტიტუციური უფლება. 7. მოსარჩელეთა არგუმენტაციის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულია საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლება. აღნიშნული ნორმა კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული ფუძემდებლური დემოკრატიის პრინციპის და პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დაფუძნებული დემოკრატიული რესპუბლიკის, ისევე როგორც მე-5 მუხლით გარანტირებული სახალხო სუვერენიტეტის უფლებრივ ხორცშესხმას წარმოადგენს. შესაბამისად, 28-ე მუხლით დაცული სფერო ზემოაღნიშნული კონსტიტუციური პრინციპების კონტექსტში უნდა იქნეს განხილული. 8. მოსარჩელეების მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 101​1 მუხლის მე-2 პუნქტი თვითმმართველობის მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს პირდაპირი წესით არჩევას ითვალისწინებს. თუმცა კანონმდებელს შეუძლია იმავე წესს დაუქვემდებაროს აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევაც. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლის გადაწყვეტილებით, გამგებელი/მერი აირჩევა პირდაპირი წესით, აღნიშნული საკითხი უნდა დაექვემდებაროს კონსტიტუციის 28-ე მუხლის რეგულირებას. აღნიშნული გულისხმობს უფლებას როგორც თანამდებობის პირის არჩევაზე, ისე მისი თანამდებობაზე ყოფნის გარანტირებას. თუკი არჩევნების შედეგად ამომრჩევლის მიერ არჩეულ პირს არ მიეცემა შესაძლებლობა, შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები და აღნიშნული ფუნქციები განახორციელოს იმ ვადით, რომლითაც ის იქნა არჩეული, ამომრჩევლის მიერ არჩევნებში ნების გამოხატვა აზრს დაკარგავს და გაუმართლებლად შეიზღუდება მოსარჩელეთა და სხვა ამომრჩეველთა საარჩევნო უფლება. 9. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ პირის, როგორც თანამდებობაზე არჩევის, ასევე მისი ამ თანამდებობიდან გადაყენების ასპექტი, კონსტიტუციის 28-ე მუხლით არის დაცული. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცულ სფეროს უნდა დაექვემდებაროს პირისათვის თანამდებობის ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით მოხდება თანამდებობიდან გათავისუფლება. 10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა დასაშვებია, მაგრამ იგი უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს, იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული. ამასთან, თანამდებობრივი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს სამართლებრივი ან პოლიტიკური ტიპის. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმები ადგენს თანამდებობის პირის პოლიტიკური პასუხისმგებლობის ფორმას – უნდობლობას. 11. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სადავო ნორმებით დაწესებული საარჩევნო უფლების შეზღუდვას შესაძლოა ჰქონდეს ერთადერთი ლეგიტიმური მიზანი – გამგებლის მიერ საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებისგან დაზღვევა. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ უნდობლობის აღძვრის ინიციატორი შესაძლოა იყოს ელექტორატის 20%. თუმცა, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, აღნიშნული პროცედურა არ გამორიცხავს გამგებლის გადაყენებას პოლიტიკურ ძალთა შორის გაუგებრობის გამო, ეს კი შესაძლოა სრულებით არ შეესაბამებოდეს კონსტიტუციით გათვალისწინებულ მიზნებს. შესაბამისად, არსებული ჩანაწერი, საკრებულოს მხრიდან აღნიშნული მექანიზმის ბოროტად გამოყენებისა და ლეგიტიმური მიზნების გვერდის ავლით უნდობლობის გამოცხადების შესაძლებლობას იძლევა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს. 12. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, იმპერატიული მანდატის მექანიზმი წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მისაღწევ ერთადერთ საშუალებას, რომელიც საარჩევნო უფლების შელახვას არ გამოიწვევდა. ასეთ შემთხვევაში თავად ამომრჩევლებს ექნებოდათ უფლება, გადაეყენებინათ გამგებელი დაკავებული თანამდებობიდან კენჭისყრით, იმავე უმრავლესობით, რაც საჭიროა კონკრეტული პირის ამ თანამდებობაზე ასარჩევად. მოსარჩელეების პოზიციით, ამგვარი რეგულირება ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში დასაშვებია, ვინაიდან ის კომპეტენციები, რომლითაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები სარგებლობენ, არ არის, ერთი მხრივ, მწვავე პოლიტიკური შინაარსის მატარებელი, ხოლო, მეორე მხრივ, მასზე მეტწილად არსებობს სასამართლო კონტროლის ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, ბევრი ქვეყნის სამართლებრივი პრაქტიკა ითვალისწინებს მსგავს ინსტიტუტს. 13. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ შეესაბამება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს. გარდა ამისა, სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას. შესაბამისად, სადავო რეგულირება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი. 14. მოსარჩელეები საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე. II სამოტივაციო ნაწილი 1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). 2. №754 კონსტიტუციურ სარჩელში, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ის ნორმები, რომელთა საფუძველზეც, მუნიციპალიტეტების საკრებულოებს შეუძლიათ, უნდობლობა გამოუცხადონ და თანამდებობიდან გადააყენონ მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი. მოსარჩელეთა აზრით, არსებობს საფრთხე, რომ სადავო ნორმების საფუძველზე, შეილახოს მათი, როგორც ამომრჩევლების, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული საარჩევნო უფლება. 3. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ, რადგან მუნიციპალიტეტის მერის/გამგებლის არჩევა ხდება ხალხის მიერ პირდაპირი წესით, აღნიშნული საკითხი ექცევა კონსტიტუციის 28-ე მუხლის რეგულირების სფეროში. 4. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული სფეროს ფარგლები უნდა განისაზღვროს არჩევნების კონსტიტუციური ბუნების გათვალისწინებით და არა კანონმდებლის მიერ თავისუფალი მიხედულების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლით დაცული სფერო პასიური საარჩევნო უფლების კონტექსტში მიემართება მხოლოდ იმ თანამდებობებს, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით ასარჩევად არის მიჩნეული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). 5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის მხოლოდ წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს დაკომპლექტებას პირდაპირი წესით ჩატარებული არჩევნების საფუძველზე. „საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი ვერ დაიცავს იმ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, რომლის გამართვის და ჩატარების საფუძველსაც თავად კონსტიტუცია არ წარმოადგენს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ ადგენს მერის/გამგებლის არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, ძირითადი კანონის ამ დებულებით ვერც მერის/გამგებლის თანამდებობის დაკავება იქნება დაცული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ იცავს საქართველოს მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის არჩევის უფლებას, არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის არგუმენტაცია გამგებლისათვის/მერისათვის უნდობლობის გამოცხადების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე მისი აქტიური საარჩევნო უფლების დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში არ არის დასაბუთებული შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას შორის. 6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №754 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. III სარეზოლუციო ნაწილი საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 27​1 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენ ს: 1. კონსტიტუციური სარჩელი №754 („საქართველოს მოქალაქეები კონსტანტინე კანდელაკი და გიორგი აბულაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად. 2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. 3. განჩინებას დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის მაია კოპალეიშვილის განსხვავებული აზრი. 4. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. პლენუმის შემადგენლობა: ზაზა თავაძე ირინე იმერლიშვილი გიორგი კვერენჩხილაძე მანანა კობახიძე მაია კოპალეიშვილი მერაბ ტურავა თეიმურაზ ტუღუში ლალი ფაფიაშვილი თამაზ ცაბუტაშვილი