საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 29 დეკემბერის №114 ბრძანებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №71 |
|
2017 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„მუხლი 9. ბუნებრივი გაზით მომარაგება და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთების წესი
1. ტრანსპორტირების სისტემის მეშვეობით ბუნებრივი გაზით მომარაგება ან მომარაგების შეწყვეტა განეკუთვნება მხოლოდ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის უფლებამოსილებას.
2. ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთება შეიძლება მოითხოვოს:
ა) განაწილების ლიცენზიატმა;
ბ) პირმა, რომელსაც სურს გახდეს პირდაპირი მომხმარებელი, თუ მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება შეუძლებელია.
3. პირს, რომელსაც სურს ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთება, ტრანსპორტირების ლიცენზიატს უნდა წარუდგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს:
ა) ობიექტის განლაგების ადგილი და სახეობა;
ბ) ტრანსპორტირების სისტემასთან სავარაუდო მიერთების წერტილი;
გ) ბუნებრივი გაზის საპროგნოზო მოცულობა (საათობრივი, დღიური, წლიური);
დ) მიწოდების პუნქტში მინიმალური საჭირო წნევა.
4. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთების მსურველი (განაწილების ლიცენზიატის გარდა) ვალდებულია ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების განაცხადთან ერთად ტრანსპორტირების ლიცენზიატს ასევე წარუდგინოს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების (რომლებიც ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობას ახორციელებენ მისაერთებელი ობიექტის განთავსების მუნიციპალიტეტში, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ტექნიკური ხასიათის დასაბუთებული უარი მისაერთებელი ობიექტის გამანაწილებელ ქსელზე მიერთებასთან დაკავშირებით.
5. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია დასაბუთებული უარი განაცხადოს მიერთებაზე, თუ:
ა) მიერთების მსურველი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 – მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პირობებს;
ბ) განაწილების ლიცენზიატის ან პირდაპირი მომხმარებლის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ქსელთან (სისტემასთან) მიერთება აშკარა უარყოფით გავლენას იქონიებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საერთო სისტემაზე ან/და შესაძლებლობაზე, სტანდარტულ დონეზე გაუწიოს მომსახურება სხვა მომხმარებლებს;
გ) ტრანსპორტირების სისტემასთან განაცხადში მითითებულ სავარაუდო მიერთების წერტილთან უკვე არსებობს ტრანსპორტირების ქსელთან მიერთება ან სხვა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელი, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს განაცხადით მოთხოვნილი პირობები.
6. იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთების განაცხადი აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირობებს, ტრანსპორტირების ლიცენზიატი ვალდებულია, აღნიშნული განაცხადი თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად გაუგზავნოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომელიც შეისწავლის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე დაერთების უარის დასაბუთებას. ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებაზე თანხმობის გაცემა ან/და მოთხოვნილ მიერთებასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებების განხორციელება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომისიის შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ.
7. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთებული ობიექტი ექსპლუატაციაში გაიშვება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატის მიერ ქსელთან მიერთებაზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურების, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მიმღები კომისიის გადაწყვეტილებითა და პროექტით გათვალისწინებული საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების შემდეგ. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემასთან მიერთებაზე პასუხისმგებელია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი.
8. ტრანსპორტირების სისტემაზე დაერთებულ პირდაპირ მომხმარებელს უფლება არა აქვს მოახდინოს მის ქსელზე სხვა მომხმარებლის მიერთება. ტრანსპორტირების ლიცენზიატი უფლებამოსილია არ გაუწიოს ტრანსპორტირების მომსახურება პირდაპირ მოხმარებელს, რომელიც არღვევს ამ პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.“.
|