საჩხერის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2017
ძალის დაკარგვა 30.07.2025
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016240
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 689 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2017 მიღება
30.07.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2017 წლის 25 ოქტომბერი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს  ორგანული  კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“  მე-16  მუხლის  მე-4  ნაწილის,  24-ე  მუხლის  პირველი ნაწილის „ბ.თ“  ქვეპუნქტის,  61-ე  მუხლის  პირველი  და  მე-2  ნაწილებისა და  „გენდერული  თანასწორობის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-13 მუხლის მე-1​1 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 საჩხერის  მუნიციპალიტეტში  გენდერულ  საკითხებზე  სისტემური  და  საქართველოს  პარლამენტის  მიერ  შექმნილ  გენდერული თანასწორობის  საბჭოსთან  კოორდინირებული  მუშაობის  უზრუნველსაყოფად  შეიქმნას,  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  გენდერული თანასწორობის საბჭო. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს  დებულება თანდართული რედაქციით. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე დანართი საჩხერის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჩხერის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის  საკრებულოს  სათათბირო-საკონსულტაციო  ორგანო,  რომელიც  „გენდერული  თანასწორობის  შესახებ“  საქართველოს  კანონისა  და საჩხერის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  რეგლამენტის  შესაბამისად,  განიხილავს  მუნიციპალიტეტში  გენდერული  თანასწორობის  დაცვის მდგომარეობას,  შეიმუშავებს  წინადადებებს  ადგილებზე  დისკრიმინაციის  გამოვლენისა  და  აღმოფხვრის  უზრუნველსაყოფად  შესაბამისი ღონისძიებების შემუშავებისა და განხორციელების კორდინაციის მიზნით. 2. საბჭო  თავის  საქმიანობას  წარმართავს  საქართველოს  კონსტიტუციის,   საქართველოს  ორგანული  კანონის  ,,ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“,  საქართველოს  კანონის  „გენდერული  თანასწორობის  შესახებ“,   საჩხერის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეგლამენტის, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. მუხლი 2🔗. საბჭოს ძირითადი ამოცანები, ფუნქციები  და უფლებამოსილებანი 1. საბჭოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ბ) საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  მიერ  მიღებული  სამართლებრივი  აქტების ანალიზის  განხორციელება  და  საჭიროების შემთხვევაში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად წინადადებების  შემუშავება; გ) კომპეტენციის  ფარგლებში  საქართველოს  კანონმდებლობის  ანალიზის  განხორციელება,  საჭიროების  შემთხვევაში  გენდერული უთანასწორობის  აღმოფხვრის  უზრუნველსაყოფად  წინადადებების  შემუშავება  და  საქართველოს  პარლამენტის  გენდერული  თანასწორობის საბჭოსთვის  წარდგენა; დ) საკანონმდებლო  აქტების  პროექტებისა  და  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  ორგანოების  სამართლებრივი  აქტების  პროექტების  ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით, საჭიროების შემთხვევაში  წინადადებების  შემუშავება და  შესაბამისი ორგანოსთვის წარდგენა; ე) გენდერული  თანასწორობის  მისაღწევად,  ქალთა  და  მამაკაცთა  თანასწორი  უფლებების  რეალიზაციისათვის  ცალკეული  ღონისძიებების შემუშავება და დაგეგმვა; ვ) გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება და დანერგვა, ასევე შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ზ) გენდერული  თანასწორობის  საკითხის  შესწავლასთან  დაკავშირებული  ნებისმიერი  ინფორმაციის  და  დოკუმენტაციის  გამოთხოვა  და მიღება, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფენდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებების, დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციის განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მათზე რეაგირების მოხდენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ი) საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება და წელიწადში ერთხელ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა; კ) წინადადებებისა  და  რეკომენდაციების  მომზადება  საჩხერის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოსათვის  ან/და  საქართველოს  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსათვის წარსადგენად; ლ) საბჭოს  ყოველწლიური  ანგარიში  ქვეყნდება  საკრებულოს  რეგლამენტით  დადგენილი  წესით,  ასევე  ეგზავნება  საქართველოს  პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის საკოორდინაციო უწყებათაშორის  საბჭოს. 2. საბჭო უფლებამოსილია: ა) გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით  წარმოადგინოს საჩხერის მუნიციპალიტეტი; ბ) გენდერული  თანასწორობის  საკითხების  შესწავლისა  და  განხილვის  დროს  მოიწვიოს  სხვადასხვა  უწყების  წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით  მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საბჭოს  სტრუქტურა 1. საბჭოს  წევრთა  რაოდენობა  არ  უნდა  იყოს  9-ზე  ნაკლები.  საბჭო  შედგება  საბჭოს  თავმჯდომარის,  თავმჯდომარის  მოადგილის,  საბჭოს მდივნის და სხვა წევრებისაგან. 2. საბჭოს თავმჯდომარეა მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე. 3. საბჭოს შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენლები, საბჭოს შემადგენლობაში ასევე შეიძლება შედიოდნენ შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და მეცნიერები. 4. საბჭოს შემადგენლობას  განსაზღვრავს და ბრძანებით ამტკიცებს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. საბჭოს  ხელმძღვანელობა  და  მუშაობის  წესი 1. საბჭოს  ხელმძღვანელობს  საბჭოს  თავმჯდომარე,  რომელიც  იწვევს  და  წარმართავს  საბჭოს  სხდომებს,  ამტკიცებს  სხდომის  დღის  წესრიგს და უძღვება საბჭოს საქმიანობას. 2. საბჭოს სხდომას სამ თვეში ერთხელ მაინც იწვევს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საბჭოს თავმჯდომარის ინიციატივით ან საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხვნით. 3. საბჭოს  თავმჯდომარის  არყოფნის  შემთხვევაში  მის  უფლებამოსილებას  ახორციელებს  საბჭოს  თავმჯდომარის  მოადგილე   ან  საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით – საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 4. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა. 5. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს და საბჭოს წევრს. 6. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 7. საბჭოს  სხდომაზე  გადაწყვეტილება  მიიღება  საბჭოს  დამსწრე  წევრთა  ხმების  უმრავლესობით.  ხმების  თანაბრად  გაყოფის  შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 8. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და საბჭოს  გადაწყვეტილებების  შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი. 9. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი. 10. საბჭოს სხდომის ოქმი ქვეყნდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 5🔗. საბჭოს  საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.