სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ აქციების 99,6%-ის მფლობელის ბიძინა ბეჟუაშვილის განცხადება აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე
წინამდებარე განცხადება სს „კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩას“ (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ჭავჭავაძის გამზირი, №74, ს/კ:205209059 ) (შემდგომში - „საზოგადოება“) აქციათა სავალდებულო მიყიდვის თაობაზე კეთდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლის შესაბამისად, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს ბიძინა ბეჟუაშვილის (საქართველოს მოქალაქე, დაბადების თარიღი: 21.04.1971, პირადი ნომერი: 01017003399, მის.: ქ. თბილისი, ფალიაშვილის ქ. №17; მე-6 სართ. ბინა 11) (შემდგომში - „მყიდველი“) ბენეფიციარ საკუთრებაში სააქციო საზოგადოების 14 221 464 (თოთხმეტი მილიონ ორას ოცდაერთი ათას ოთხას სამოცდაოთხი) ცალი ჩვეულებრივი აქციის გადასვლა, რის შედეგადაც ბიძინა ბეჟუაშვილი არაპირდაპირ ფლობს სააქციო საზოგადოების ხმის უფლების მქონე აქციების 99,6%-ს და უფლებამოსილია გამოისყიდოს საზოგადოების სხვა აქციონერთა აქციები სამართლიან ფასად.
ამასთან, ბიძინა ბეჟუაშვილი საზოგადოების მითითებულ აქციებს ფლობს შემდეგნაირად:
●8 205 222 ცალი აქცია (57,46%) ეკუთვნის ბიძინა ბეჟუაშვილის 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიას შპს „სოფი 2017“-ს (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ი. ჭავჭავაძისგამზ., N 74, სართ. 9; ს/კ: 405194677 );
●99 865 ცალი აქცია (0,70 %) ეკუთვნის ბიძინა ბეჟუაშვილის 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიას შპს „აბბი ასეტ მენეჯმენტ“-ს (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, ი. ჭავჭავაძის გამზ., N 74ა; ს/კ: 205207970 );
●5 916 377 ცალი აქცია (41,43 %) ეკუთვნის პირადად ბიძინა ბეჟუაშვილს.
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები:
●მყიდველი ამჟამად ფლობს სააქციო საზოგადოების მიერ გამოშვებულ 14 221 464 (თოთხმეტი მილიონ ორას ოცდაერთი ათას ოთხას სამოცდაოთხი) ცალ ჩვეულებრივ აქციას, რაც ერთობლივად შეადგენს სააქციო საზოგადოების განთავსებული აქციების 99,6%-ს და სურს გამოისყიდოს სააქციო საზოგადოების ყველა დარჩენილი 57 700 (ორმოცდაჩვიდმეტი ათას შვიდასი) ცალი ჩვეულებრივი აქცია, რომელიც შეადგენს სააქციო საზოგადოების განთავსებული აქციების 0.40%-ს;
●სააქციო საზოგადოების ერთი ცალი ჩვეულებრივი აქციის გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1,3 ლარს (სიტყვიერად: ერთი ლარი და ოცდაათი თეთრი) (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);
●წინამდებარე განცხადება ძალაშია მისი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან, 2017 წლის 30 ნოემბრის 18:00 სთ-ს ჩათვლით. განცხადებები მიიღება იმავე ვადაში;
●მყიდველი განცხადების ვადის გასვლიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მიღებულ განაცხადებს და იღებს გადაწყვეტილებას შესყიდვაზე ამავე ვადაში;
●საზოგადოების გამოშვებული აქციების დარჩენილი ნაწილის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში, მყიდველი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას, ხოლო მხოლოდ ნაწილის გაყიდვის თანხმობის არსებობის შემთხვევაში - შესაბამის ნაწილს;
●აქციათა სავალდებულო მიყიდვის რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში, გაკეთდება გამოსყიდვის განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
●გამოსყიდვა განხორციელდება განცხადების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში;
●სააქციო საზოგადოების აქციონერთაგან აქციების გაყიდვაზე განაცხადების შეგროვებას განახორციელებს აქციათა რეესტრის მწარმოებელი და გამოსყიდვის აგენტი - სს „კავკასრეესტრი“ (ს/კ: 211369115; ლიცენზიის №70002). ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, 0186, ვაჟა-ფშაველას გამზ. 71,მე-10 ბლოკი, მე-7 სართული; საკონტაქტო ტელ: 2500 211;
●საზოგადოების ნებისმიერი და ყველა აქცია, რომლის შესყიდვაც არ მოხდება წინამდებარე განცხადების საფუძველზე განხორციელებული პროცედურებით, გამოსყიდული იქნება მყიდველის მიერ სასამართლო გზით, სავალდებულო მიყიდვისათვის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 534 მუხლით და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით“ დადგენილი წესების დაცვით.
შენიშვნა: საზოგადოების აქციონერთა საყურადღებოდ აღვნიშნავთ, რომ აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და თარიღს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებით.
მყიდველი: ბიძინა ბეჟუაშვილი