ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.10.2017
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016258
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა | ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 25.02.2011
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - განათლებისა და კულტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, კულტურის, განათლებისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №50
2017 წლის 30 ოქტომბერი
ქ. ხობი
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება“, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №21 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა
დანართი
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური
1.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომ –
სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ –
მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის (შემდგომ –
მუნიციპალიტეტი) დაქვემდებარებაში არსებული კულტურის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შექმნას.
2.
სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.
3.
სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
4.
სამსახურის მისამართია: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. №189.
მუხლი 2🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები.
თავი II
სამსახურის საქმიანობა
მუხლი 3🔗.
სამსახურის ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავებას, კოორდინაციას, განხორციელებას და მონიტორინგს მათ მიმდინარეობაზე;
ბ)
მუნიციპალიტეტში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის მიწოდების მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუშავებას და განხორციელებას; ამ მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის (პირების) საქმიანობის კოორდინაციას, შიდა მონიტორინგის შედეგების შესწავლას; მერისთვის წინადადებების წარდგენას ინტერდისციპლინური სამუშაო ჯგუფის შექმნისა და ჯგუფის წევრობის კანდიდატურების შესახებ, სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
გ)
სკოლამდელი და სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სახელოვნებო დაწესებულებების საქმიანობას;
დ)
მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის, განათლების, სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი პროგრამების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
ე)
კულტურის, განათლების (მათ შორის, ადრეული და სკოლამდელი განათლების) და სპორტის სფეროში მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაციას და მათ საქმიანობაში გამოყენებული, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ობიექტების მართვას;
ვ)
წინადადებების შემუშავებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;
ზ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას;
თ)
სამსახურის სფეროს მიკუთვნებულ კულტურის, საგანმანათლებლო, სასპორტო და ახალგაზრდულ დაწესებულებაში მონიტორინგის ჩატარებას და წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
ი)
წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე;
კ)
საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების გადასაჭრელად მუნიციპალიტეტის მერთან (შემდგომ –
მერი) წინადადებების წარდგენას;
ლ)
კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშეწყობას, გასატარებელ ღონისძიებათა დაგეგმვას;
მ)
სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზებას; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;
ნ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშეწყობისთვის აუცილებელი პროექტების შემუშავებას ან/და წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღებას;
ო)
შესაბამის უწყებებთან კოორდინირებით სოციალურად დაუცველთა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების შემუშავება-ორგანიზებას:
პ)
მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების შესწავლას, შენარჩუნებას; სხვადასხვა ისტორიულ-კულტურული და შემოქმედებითი ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებას და პოპულარიზაციას;
ჟ)
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების გამოვლენას, მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნას;
რ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების აღრიცხვას, ინფორმაციის დამუშავებას და საჭიროების შემთხვევაში ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობის მიზნით შესაბამისი სახელწიფო სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდებას;
ს)
ტურისტული პოტენციალის კვლევის, განვითარების, ტურისტული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობას;
ტ)
სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისთვის კულტურულ საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას;
უ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შესაბამისი სფეროს არასამეწარმეო პირების საქმიანობის კოორდინაციას;
ფ)
კულტურული, ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით ამ პროფილის საგანმანათლებლო საქმიანობისა და პროფესიული დაოსტატების ხელშეწყობას, პროექტების შემუშავებასა ან დამტკიცებული პროექტების კოორდინაციას და მონიტორინგს;
ქ)
კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საბიბლიოთეკო სისტემის განვითარებას, ლიტერატურული და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას, მუნიციპალური დაქვემდებარების ბიბლიოთეკების მატერიალური უზრუნველყოფის ზედამხედველობას.
ღ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბიბლიოგრაფიული მასალების შეგროვებას, სისტემატიზირებას, დაგეგმილი და დასაგეგმი ღონისძიებების შეთანხმება-კოორდინაციას;
ყ)
მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო რესურსცენტრთან ერთად საჯარო სკოლების ფინანსურ ხელშეწყობას და სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობას;
შ)
მოზარდთა სკოლამდელი და სკოლისგარეშე (მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ) კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების კოორდინაციას;
ჩ)
სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საინფორმაციო-საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობას;
ც)
მისი საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცებას;
ძ)
განათლების, კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობას;
წ)
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 4🔗.
სამსახურის კომპეტენცია
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა)
სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით;
ბ)
ქმნის პირობებს საქართველოს და საერთაშორისო სამთავრობო, ასევე არასამთავრობო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის; ხელს უწყობს საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებას;
გ)
უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
დ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები მერთან შეთანხმებით.
თავი III
სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 5🔗.
სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის –
განყოფილებისგან და საჯარო მოხელეებისგან.
2.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
3.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან.
5.
განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 6🔗.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)
მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლას;
ბ)
საბავშვო და ახალგაზრდული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას და სხვა პირების მიერ ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერას;
გ)
განსაკუთრებით ნიჭიერ ბავშვთა, ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა მხარდაჭერას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების, რეკომენდაციებისა და პროგრამების შემუშავებას;
დ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში უწყვეტი სახელოვნებო საბაზო და საშუალო-პროფესიული განათლებისთვის ხელშეწყობას;
ე)
სახელოვნებო, საგანმანათლებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი შემოქმედებითი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელებისთვის ზრუნვას;
ვ)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას და თანამშრომლობას;
ზ)
ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროს აღორძინებისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას;
თ)
ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნას;
ი)
სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრას;
კ)
სპორტის მუნიციპალური პროგრამის შემუშავებას და კოორდინაციას. მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;
ლ)
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდობის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პროექტების შექმნას, ან/და შემოთავაზებული პროექტების კოორდინაციას;
მ)
სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებთან ერთობლივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დაგეგმვას და განხორციელებას;
ნ)
მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი გეგმის შემუშავებას და მათი მოწყობის კოორდინაციას;
ო)
სპორტის ეროვნული სახეობების განვითარებაზე ზრუნვას;
პ)
საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
თავი IV
სამსახურის მართვა
მუხლი 7🔗.
სამსახურის ხელმძღვანელობა
სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
მუხლი 8🔗.
სამსახურის უფროსი
1.
სამსახურის უფროსი:
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისთვის;
ბ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
გ)
ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ)
იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე)
უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;
ვ)
უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას;
ზ)
მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
თ)
მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ი)
ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში;
კ)
ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს და შტამპებს;
ლ)
მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ)
სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს –
ბრძანებას; სამსახურის უფროსის ბრძანება ასევე გამოიცემა ისეთ საკითხებზე, რაც მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით სამსახურის უფროსისგან დამტკიცებას საჭიროებს; სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის, გაფორმებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით;
ნ)
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე.
3.
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში –
სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
მუხლი 9🔗.
განყოფილების უფროსი
1.
სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს –
განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
2.
განყოფილების უფროსი:
ა)
წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ)
ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
გ)
ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
დ)
პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე)
ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას;
ვ)
განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ზ)
სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე;
თ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ი)
განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
კ)
აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის;
ლ)
ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
მ)
ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.
განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4.
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს.
თავი V
საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 10🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა)
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე;
ბ)
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
გ)
ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
დ)
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ;
ე)
ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით.
მუხლი 11🔗.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა)
შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი;
ბ)
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები;
გ)
შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ)
იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად;
ე)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ვ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას.
მუხლი 12🔗.
საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა
1.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2.
სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3.
მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი.
4.
სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13🔗.
სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა
1.
სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2.
სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.
სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.