წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2017
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016413
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,340 სიტყვა · ~17 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
დაწესებულების პერსონალი
დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე
მუხლი 4
კლასტერი -
საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება
მუხლი 4
ადმინისტრაციული პერსონალი
პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი
მუხლი 4
სტრატეგიული მართვა
დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება
მუხლი 4
საგანმანათლებლო პროგრამის მართვა
დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა
მუხლი 4
მატერიალური რესურსის მართვა
დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა
მუხლი 4
ადამიანური რესურსის მართვა
დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა
მუხლი 4
საგანმანათლებლო პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად
მუხლი 4
საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი
აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.)
მუხლი 4
ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა)
მუხლი 4
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი
პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა
მუხლი 4
ტექნიკური პერსონალი
პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე,  მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე
მუხლი 4
ჯგუფის დამხმარე პერსონალი
პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ., ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში
მუხლი 4
ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას
მუხლი 4
კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას
მუხლი 4
მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს
მუხლი 4
მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში)
მუხლი 4
უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი
პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას
მუხლი 4
თემი
ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ.
მუხლი 4
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 100% 26.04.2023 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.04.2018 ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 30.03.2018 ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 25.09.2017 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 99% 10.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №31 2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. წყალტუბო წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული დანართი 1-ის შესაბამისად  ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები“. მუხლი 2🔗 1. ეს დადგენილება, გარდა დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტების, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ დადგენილების დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” და ,,დ” ქვეპუნქტები, მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი და მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1   წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. პერსონალის პროფესიული სტანდარტის ცნება პერსონალის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი) არის პროფესიული ცოდნის და პრაქტიკული უნარების ერთობლიობა, რომელსაც უნდა ფლობდეს ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) პერსონალი. მუხლი 2🔗. სტანდარტის რეგულირების სფერო სტანდარტი, პერსონალის კლასტერის მიხედვით, განსაზღვრავს დაწესებულების პერსონალისთვის აუცილებელ კვალიფიკაციას, გამოცდილებას, პროფესიულ ცოდნას და უნარებს.  მუხლი 3🔗. სტანდარტის სტრუქტურა წინამდებარე დოკუმენტში პერსონალის პროფესიული სტანდარტები წარმოდგენილია კლასტერების მიხედვით და თითოეულ კლასტერში მოცემულია ის კვალიფიკაცია, გამოცდილება, ცოდნა, უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს პერსონალი საკუთარი უფლებამოსილებების წარმატებით განხორციელებისთვის. დოკუმენტი ასევე ადგენს პერსონალის ღირებულებების, ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვის, პერსონალის პროფესიული გარემოს, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდამჭერ სტანდარტებს.  მუხლი 4🔗. ტერმინთა განმარტება 1. სტანდარტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონში. 2. ამ სტანდარტის მიზნებისთვის, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინები განიმარტება შემდეგნაირად: ა) დაწესებულების პერსონალი – დაწესებულების ადამიანური რესურსი; ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს სამუშაოს დაწესებულებასთან დადებული შრომის ხელშეკრულების საფუძველზე; ბ) კლასტერი -– საერთო მიმართულებებზე მომუშავე პერსონალის პირობითი დაჯგუფება; გ) ადმინისტრაციული პერსონალი – პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მართავს და ზედამხედველობას უწევს დაწესებულებაში განხორციელებულ პროცესებს და ამ პროცესებში ჩართულ თანამშრომლებს. ადმინისტრაციული პერსონალი პასუხისმგებელია დაწესებულება მართოს შემდეგი მიმართულებებით: სტრატეგიული მართვა, საგანმანათლებლო პროცესი, მატერიალური რესურსი, ადამიანური რესურსი; დ) სტრატეგიული მართვა – დაწესებულების ორგანიზაციული მართვა, მისიის და მიზნების განსაზღვრა, სტრატეგიული გეგმების შედგენა, ამ მხრივ საჭიროებების დადგენა და შესაბამისი რეაგირება; ე) საგანმანათლებლო პროგრამის მართვა – დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის (პროცესი, ფიზიკური გარემო, სოციალური გარემო და ა.შ.) და მასში ჩართული ადამიანური რესურსის მართვა; ვ) მატერიალური რესურსის მართვა – დაწესებულებაში არსებული მატერიალური რესურსის, ინფრასტრუქტურის, ფინანსების, მარაგების მართვა; ზ) ადამიანური რესურსის მართვა – დაწესებულების ადამიანური რესურსისთვის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა, განხორციელება და სხვა; თ) საგანმანათლებლო პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას. საგანმანათლებლო პერსონალი იყოფა საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ და ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალად; ი) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი – აღმზრდელ-პედაგოგი და სხვა პერსონალი, რომელიც საგანმანათლებლო პროცესის საჭიროებიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკურ, სიღრმისეულ განხორციელებას, ან მთლიანობაში უწევს დახმარებას საგანმანათლებლო პროცესს (მაგ.: აღმზრდელი, მუსიკის მასწავლებელი, რითმიკის მასწავლებელი, ცეკვის მასწავლებელი, ხატვის მასწავლებელი, ბიბლიოთეკარი და ა.შ.); კ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამაში ბავშვთა ჩართულობას მათი ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინებით (მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და სხვა); ლ) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – პერსონალი, რომლის მოვალეობაა საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული ბავშვებისა და პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა; მ) ტექნიკური პერსონალი – პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში ჰიგიენაზე, კვებაზე, მატერიალური რესურსის გამართულობაზე,  მცენარეთა მოვლაზე და უსაფრთხოებაზე; ნ) ჯგუფის დამხმარე პერსონალი – პერსონალი, რომელიც დახმარებას უწევს საგანმანათლებლო პერსონალს ბავშვებთან მუშაობის პროცესში (მაგ., ასისტენტი), საგანმანათლებლო პერსონალის მითითებით ერთვება ბავშვების საქმიანობებში, ეხმარება რუტინული აქტივობების მართვაში; ო) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების სისუფთავეს, სანიტარიული და ჰიგიენის ნორმების დაცვას; პ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც დაწესებულების მიერ კვების მომსახურების გაწევის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბავშვებისთვის ჯანსაღი საკვების მომზადებას; ჟ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებაში არსებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამართულად ფუნქციონირებას, ასევე ასრულებს სხვადასხვა სახის ფიზიკურ სამუშაოს; რ) მცენარეთა მოვლაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მცენარეთა მოვლას (შენობაში, ეზოში); ს) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი – პერსონალი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების მატერიალური რესურსისა და საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული პირების (ბავშვებისა და პერსონალის) უსაფრთხოების დაცვას; ტ) თემი – ერთ ტერიტორიაზე დასახლებულ ადამიანთა ერთობა, რომელთაც საერთო ინტერესები და იდენტიფიკაცია გააჩნიათ. თავი II დაწესებულების პერსონალის შემადგენლობა მუხლი 5🔗. დაწესებულების  პერსონალის შემადგენლობა დაწესებულებას, მისი მიზნების მისაღწევად და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების უზრუნველსაყოფად აჰყავს თანამშრომლები, რომლებიც მათი ფუნქციური დატვირთვის შესაბამისად, შეიძლება განეკუთვნებოდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ დაჯგუფებას (კლასტერი): 1. ადმინისტრაციული პერსონალი, რომელიც პასუხისმგებელია: ა) სტრატეგიულ მართვაზე; ბ) საგანმანათლებლო პროგრამის მართვაზე; გ) მატერიალური რესურსების მართვაზე; დ) ადამიანური რესურსების მართვაზე. 2. საგანმანათლებლო პერსონალი, რომელსაც მიეკუთვნება: ა) საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალი; ბ) ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალი. 3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი. 4.  ტექნიკური პერსონალი: ა) ჯგუფის დამხმარე პერსონალი; ბ) ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალი; გ) კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალი; დ) მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალი; ე) მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი; ვ) უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალი. 5. დაწესებულების საჭიროებებისა და დასაქმებულის დატვირთვის გათვალისწინებით, დაწესებულების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, რამდენიმე ფუნქციას ასრულებდეს ერთი და იგივე დასაქმებული, რაც აღინიშნება დაწესებულების მიერ მასთან გაფორმებულ შრომის ხელშეკრულებაში. ასეთ შემთხვევაში დასაქმებული უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შესაბამისი ფუნქციის მიმართ დადგენილ სტანდარტს. 6. წინამდებარე სტანდარტში წარმოდგენილი კლასტერის შესაბამისი პერსონალის აყვანის გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულება, დამოუკიდებლად, არსებული რესურსებისა და დაწესებულების საჭიროებების გათვალისწინებით. თავი III ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული სტანდარტები  მუხლი 6🔗. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. სტრატეგიულ მართვაზე  პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება; ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილებას) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება; გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე). 2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები; ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები; გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები; დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები; ე)  ადრეული განათლების პრინციპები; ვ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; ზ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; თ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ი) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; კ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები; ლ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები; მ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები; ნ) ინვენტარიზაციის პროცედურები; ო) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები; პ) ფონდების მოძიების პრინციპები; ჟ) უცხო ენა. 3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა; ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება; გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით; დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა; ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა; ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა; ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება; თ) შესყიდვების დაგეგმვა; ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა; კ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება. მუხლი 7🔗. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება განათლების, ფსიქოლოგიის, სოციალური, ჰუმანიტარული ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; ბ) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად ან ადრეული ინტერვენციის სფეროში პრაქტიკოსად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი  გამოცდილება; გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. 2. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ადრეული განათლების პრინციპები; გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; ვ) ზრდასრულთა სწავლების მეთოდები; ზ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები; თ) კვლევის მეთოდები ადრეულ განათლებაში; ი) ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები; კ) ბავშვთა უფლებების კონვენცია; ლ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; მ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ნ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება. 3. საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება-დაგეგმვა, წარმართვა, შეფასება; ბ) გუნდური მუშაობა; გ) განმავითარებელი გარემოს მოწყობა და ადაპტაცია როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის; დ) ზრდასრულთა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება; ე) ბავშვების მცირე და დიდ ჯგუფებთან მუშაობა; ვ) ეფექტური კომუნიკაცია; ზ) კომუნიკაციის ალტერნატიული ფორმების გამოყენება; თ) პოზიტიური გაძღოლა; ი) თანამედროვე ტექნიკური საშუალებების და ხელსაწყოების გამოყენება;  კ) დარგში არსებული სიახლეების მოძიება, გაცნობა და გაზიარება; ლ) დაწესებულებაში გამოყენებული კურიკულუმის გამოყენება და შეფასება; მ) ადამიანური რესურსის მართვა. მუხლი 8🔗. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში; ბ) ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. 2.  ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) ფინანსური დაგეგმვისა და მართვის მეთოდები; ბ) ფინანსური აღრიცხვის სისტემა; გ) ფინანსური რეგულაციები; დ) ბავშვთა უფლებების კონვენცია; ე) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ზ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება. 3. ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება; ბ) ფინანსური ოპერაციების განხორციელება და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება; გ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა; დ) შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება; ე) ქონების ინვენტარიზაცია; ვ) სახელფასო უწყისის წარმოება; ზ) წლიური ბიუჯეტის შედგენა. მუხლი 9🔗. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება; ბ) ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. 2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) ადამიანური რესურსის მართვის პრინციპები; ბ) თანამშრომელთა მოტივაციის ფორმები; გ) თანამშრომლური და გუნდური სამუშაო გარემოს შექმნის პრინციპები; დ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; ე) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ვ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”; ზ) დაწესებულების პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობები; თ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარება; ი) აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი, პერსონალის პროფესიული სტანდარტი. 2. ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) პერსონალის მოტივაციაზე ზრუნვა; ბ) პერსონალის საჭიროებების დადგენა; გ) საკადრო ცვლილებების განხორციელება; დ) პერსონალის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; ე) პერსონალისა და ბავშვების პირადი საქმეების წარმოება; ვ) პერსონალის სამსახურებრივი მოვალეობების დადგენა. თავი IV საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 10🔗. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის პროფესიული სტანდარტები  1. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველი პერსონალის – აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს – აღმზრდელს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება. 3.  საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ სხვა პერსონალს აქვს დაკავებული პოზიციის შესაბამისი არანაკლებ პროფესიული ან მასთან გათანაბრებული არაფორმალური განათლება. 4. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ადრეული განათლების პრინციპები; გ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; ე) ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე არსებული მეთოდები და კურიკულუმის მოდელები; ვ) ინკლუზიური განათლების პრინციპები; ზ) პოზიტიური გაძღოლის პრინციპები; თ) საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვის პრინციპები; ი) საგნობრივი დისციპლინები; კ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები და აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტი; ლ) ბავშვზე დაკვირვებისა და შეფასების მეთოდები; მ) იცის დაწესებულებაში განხორციელებული კურიკულუმის გამოყენება; ნ) განათლების სფეროში დამკვიდრებული ტერმინოლოგია; ო) გუნდური მუშაობის პრინციპებით. 5. საგანმანათლებლო პროცესის წარმმართველ პერსონალს შეუძლია: ა) ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება; ბ) ოჯახთან და თემთან თანამშრომლობა; გ) გუნდში მუშაობა; დ) ბავშვზე დაკვირვება და შეფასება; ე) საგანმანათლებლო გარემოს მოწყობა და ცვლილებების შეტანა საჭიროებების შემთხვევაში; ვ) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა; ზ) კურიკულუმის მოდელის მიხედვით ან დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება ბავშვთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით; თ) ტექნოლოგიების გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში; ი) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია. მუხლი 11🔗. ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს აქვს აკადემიური უმაღლესი განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში. 2. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს გავლილი აქვს გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით. 3. ინკლუზიის მხარდამჭერმა პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვის სწავლისა და განვითარების თეორიები; გ) ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები; დ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული თეორიები; ე) ადრეული განათლების პრინციპები; ვ) დაწესებულებაში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, დაკვირვებისა და შეფასების ინსტრუმენტები და სათანადო ინტერვენციის გზები, რომელიც რელევანტურია სხვადასხვა საჭიროებების შემთხვევაში; ზ) რა გავლენას ახდენს სხვადასხვა სახის დარღვევები ბავშვის განვითარებაზე; თ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვის სწავლების მეთოდოლოგიები, სწავლების სტრატეგიები და დახმარების ტექნოლოგიები; ი) თემში არსებული რესურსების შესახებ (კლინიკები, ადრეული ინტერვენციის პროგრამები), რომელიც შეიძლება სჭირდებოდეს ბავშვს ან ოჯახს. 4. ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალს შეუძლია: ა) მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობა; ბ) ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შედგენა, ბავშვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და ამ მიმართულებით მუშაობა საგანმანათლებლო პერსონალთან და მშობელთან; გ) პოზიტიური აღზრდისა და სოციალურ-ემოციური კომპეტენციის განვითარების  სტრატეგიების გამოყენება; დ) მის სპეციალობასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გამოყენება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას; ე) საგანგებო მექანიზმების შემუშავება ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის ჯგუფში ჩასართავად; ვ) კონკრეტული საჭიროების შემთხვევაში დახმარების კონკრეტული ფორმების და გზების განსაზღვრა; ზ) ინტერვენციების განხორციელება ბავშვის ჯგუფში, ინდივიდუალურად, ან/და მცირე ჯგუფებში; თ) პერსონალის კონსულტირება ბავშვთა ქცევის პოზიტიური მართვისა და ბავშვთა ჩართვის  ეფექტიან სტრატეგიებთან დაკავშირებით; ი) ჯგუფში ბავშვების მხარდაჭერა განსხვავებულობის მიღებით; კ) მშობელთა ცნობიერების ამაღლება ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით; ლ) ბავშვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის სათანადო გადამისამართება. თავი V ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები  მუხლი 12🔗. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის პროფესიული სტანდარტები  1. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს: ა) აკადემიური უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მიმართულებით ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია; ბ) სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. 2. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა იცის: ა) ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მოქმედი სტანდარტები და რეგულაციები; ბ) ბავშვთა და მოზრდილთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხები; გ) ბავშვის ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები; დ) ბავშვთა ასაკობრივი განვითარების თავისებურებები; ე) კვების ნორმები, ბავშვთა სწორი კვების რაციონი, საკვების მომზადების ძირითადი წესები;  ვ) პირველადი სამედიცინო დახმარების პრინციპები და სტრატეგიები; ზ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონი; თ) ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; ი) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; კ) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; ლ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტი; მ) მენიუს შედგენის წესი. 3. ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს შეუძლია: ა) ბავშვთა ფიზიკური განითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ზედამხედველობა; ბ) საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა როგორც თითოეული  ბავშვისთვის, ასევე დაწესებულების პერსონალისთვის; გ) ბავშვთა პირადი ჰიგიენის ზედამხედველობა და უზრუნველყოფა; დ)ბავშვებისა და პერსონალის  სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება; ე) ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვა; ვ) ბავშვებისთვის მიწოდებული საკვების ვარგისიანობის დადგენა; ზ) დაწესებულების სივრცის ჰიგიენურ ნორმებთან შესაბამისობის დადგენა; თ) „დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტისა“ და „დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტის“ პრაქტიკაში გამოყენება. თავი VI ტექნიკური პერსონალის პროფესიული სტანდარტები მუხლი 13🔗. ჯგუფის დამხმარე პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ჯგუფის დამხმარე პერსონალს აქვს სრული ზოგადი განათლება. 2. ჯგუფის დამხმარე პერსონალმა იცის: ა) კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ; ბ) ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტები; გ) გუნდური მუშაობის პრინციპები. 3. ჯგუფის დამხმარე პერსონალს შეუძლია: ა) საგანმანათლებლო პერსონალის დახმარება საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაში; ბ) გუნდში მუშაობა; გ) საკუთარ საქმიანობაზე კრიტიკული რეფლექსია. მუხლი 14🔗. ჰიგიენაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება. 2.   ჰიგიენაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; ბ) დაწესებულებისა და მასში არსებული მატერიალური რესურსის ჰიგიენის ნორმები; გ) უსაფრთხო ჰიგიენური საშუალებების მოხმარების ინსტრუქციები. 3. ჰიგიენაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულების შიდა და გარე სივრცისა და იქ არსებული რესურსის დასუფთავება სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვით; ბ) ჰიგიენური საშუალებების უსაფრთხოდ გამოყენება. მუხლი 15🔗. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. კვებაზე პასუხისმგებელ  პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. 2. კვებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სამზარეულოს ჰიგიენის ნორმები; ბ) ჯანსაღი კვების ნორმები; გ) ბავშვთა სწორი კვების რაციონი; დ) მენიუს შედგენის წესი; ე) ნედლეულის გახარჯვის ნორმები; ვ) პროდუქტების შენახვის წესები და ვადები; ზ) ბავშვთა საკვების მომზადების ძირითადი წესები, პროდუქტის კალორაჟი და კვებითი ღირებულებები, საკვებში ვიტამინების დაცვის ტექნოლოგიები. თ) დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის წესების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი; ი) დაწესებულებაში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტი. 3. კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) აუცილებელი საკვების მოთხოვნის ფურცლის შედგენა; ბ) მენიუს შედგენა; გ) მზა საკვების ნარჩენების ჩამოწერა და აღრიცხვა; დ) დაწესებულების კვების რეჟიმის შესაბამისად საკვების მომზადება ჰიგიენის ნორმების დაცვით; ე) პროდუქტის ჰიგიენურად დამუშავება და შენახვა; ვ) დაწესებულებაში კვებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობის პროცესში ბავშვთა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა. მუხლი 16🔗. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები  1. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) სრული ზოგადი განათლება; ბ) დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება. 2. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიებისა და ტექნიკის ფუნქციონირების მექანიზმები; ბ) ტექნიკისა და ტექნოლოგიების უსაფრთხო მოხმარების პრინციპები. 3. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაზიანებული ტექნიკის, ხელსაწყოების, იარაღების, ინვენტარის შეკეთება; ბ) დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, შესაბამისი ტექნიკის გამოყენება. მუხლი 17🔗. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები 1. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) მცენარეთა დაცვა/გამწვანების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება. 2. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) მცენარეთა დაცვის/მოვლის საკითხები; ბ) ალერგიული და მავნე მცენარეების შესახებ. 3. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულებაში გამწვანებასა და სისუფთავეზე ზრუნვა; ბ) ეზოს ნარგავების მოწესრიგება, გასხვლა, გამარგვლა; გ) ეზოს ლანდშაფტის დიზაინის შექმნა საგანმანათლებლო პერსონალთან თანამშრომლობით. მუხლი 18🔗. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები  1. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება. 2. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის: ა) შენობისა და ეზოს უსაფრთხოების საკითხები; ბ) საევაკუაციო გეგმა; გ) საგანგებო მდგომარეობის დროს მოქმედების სტრატეგიები. 3. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია: ა) დაწესებულების შენობის, მატერიალური რესურსის უსაფრთხოებაზე ზრუნვა; ბ) დაწესებულების შენობასა და ეზოში არსებული საფრთხეების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება; გ) დაწესებულების პერსონალისა და ბავშვთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა; დ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად; ე) საგანგებო მდგომარეობის დროს ბავშვებისა და პერსონალის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის შესაბამისი მოქმედებების განხორციელება; ვ) საგანგებო სიტუაციებისთვის პერსონალის მზაობის ხელშეწყობა.  თავი VII პერსონალის ღირებულებები და ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა მუხლი 19🔗. პერსონალის ღირებულებები 1. პერსონალი ემპათიურია თითოეული ბავშვის, მისი ოჯახისა და თანამშრომლის მიმართ. 2. პერსონალი არის ჰუმანური და იჩენს ტოლერანტობას. 3. პერსონალი ქმნის თანაბარ შესაძლებლობას ყველა ჩართული მხარისთვის. 4. პერსონალი იცავს ეთიკის ნორმებს ბავშვებთან, ოჯახთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას. 5. პერსონალი პასუხისმგებლობით ეკიდება მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს. 6. პერსონალი უფლებამოსილების განხორციელებისას არის ორგანიზებული და თვითკრიტიკული. 7. პერსონალი გაწონასწორებული და ობიექტურია. 8. პერსონალის მთავარი ღირებულება თითოეული ბავშვის კეთილდღეობაა. მუხლი 20🔗. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა 1. პერსონალი იცავს ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და მის საფუძველზე მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. პერსონალი ქმნის ფიზიკურად და ფსიქიკურად უსაფრთხო და დაცულ გარემოს თითოეული ბავშვისთვის. 3. პერსონალი ხელს უწყობს თითოეულ ბავშვში ჯანსაღი ცხოვრების წესთან (ჰიგიენასთან, თვითმომსახურებასთან, ჯანსაღ კვებასთან და ა.შ.) დაკავშირებული ჩვევების  ჩამოყალიბებას და მათ განმტკიცებას, მათ შორის პირადი მაგალითით. 4. პერსონალს შეუძლია ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობა და სათანადო რეაგირება.   5. პერსონალი ფლობს ინფორმაციას შენობის ევაკუაციის გეგმის, შენობაში განლაგებული სანიტარიული თუ სამედიცინო ინვენტარის შესახებ. 6. პერსონალი ბავშვებთან ურთიერთობისას იყენებს პოზიტიური გაძღოლის სტრატეგიებს. 7. პერსონალი ხელს უწყობს ბავშვებს შორის და ბავშვებსა და უფროსებს შორის კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, მათ შორის პირადი მაგალითით. 8. პერსონალი მართავს საკუთარ ემოციებს და არჩევს მათი გამოხატვის პოზიტიურ ფორმებს.  თავი VIII პერსონალის პროფესიული გარემო მუხლი 21🔗. ურთიერთობა 1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან. 2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი  თანამშრომლობის   ფორმები. 3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად. 4. პერსონალი ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში. 5. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც   თანამშრომლებთან, ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას. 6. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას. 7. პერსონალი თემთან ურთიერთობისას ითვალისწინებს თემში არსებულ კულტურულ კონტექსტს. მუხლი 22🔗. პროფესიული განვითარება 1. პერსონალი ზრუნავს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე და თანამშრომლობს კოლეგებთან პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარების მიზნით. 2. პერსონალი თვითრეფლექსიურია საკუთარი პროფესიული საქმიანობის მიმართ, კრიტიკულად გადაამუშავებს საკუთარ გამოცდილებას, ახდენს საკუთარი ქცევისა და აზროვნების ანალიზს. 3. პერსონალმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა.  4. პერსონალმა იცის, როგორ გამოიყენოს სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარების განსავითარებლად.  5. პერსონალს შეუძლია გააანალიზოს და საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს პროფესიული ლიტერატურა. თავი IX პერსონალის მიერ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის მხარდაჭერა მუხლი 23🔗. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა 1. პერსონალი საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას უზრუნველყოფს მრავალფეროვნების პატივისცემას და თანაბარი ჩართულობის პრინციპების დაცვას. 2. პერსონალი პატივს სცემს და  საკუთარი პრაქტიკის განხორციელებისას ითვალისწინებს თითოეული ბავშვის განსხვავებულობას, მისი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სოციალური, ემოციური, ლინგვისტური, ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური, გენდერული თუ სხვა მახასიათებლებით. 3. პერსონალი დაწესებულების ფარგლებში ხელს უწყობს თანასწორობითი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას. 4. პერსონალი საჭიროებისამებრ იყენებს კომუნიკაციის ალტერნატიულ საშუალებებს.