„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2017
ძალის დაკარგვა 31.03.2025
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 506 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2017 მიღება
31.03.2025 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №32 2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. წყალტუბო „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული დანართი 1-ის შესაბამისად  „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები’’. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1    „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. კვალიფიკაცია და გამოცდილება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების (შემდგომში – საჯარო დაწესებულება) დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) უნდა აკმაყოფილებდეს შედეგ მოთხოვნას: ა) აქვს უმაღლესი აკადემიური განათლება ნებისმიერ დარგში(უპირატესობა ენიჭება განათლებას განათლების მეცნიერების, მასწავლებლის განათლების ან ფსიქოლოგიის დარგში); ბ) აქვს დაწესებულებაში/ორგანიზაციაში ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიხედვით გავლილი აქვს შესაბამისი გადამზადება. მუხლი 2🔗. სამართლებრივი აქტების ცოდნა საჯარო დაწესებულების დირექტორმა უნდა იცოდეს შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ; ბ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; დ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“. მუხლი 3🔗. სხვა საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები 1. საჯარო დაწესებულების დირექტორი უნდა იცნობდეს: ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებს; ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპებს; გ) ინკლუზიური განათლების პრინციპებს; დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპებს; ე) განათლების ძირითად თეორიებს; ვ) კვლევის მეთოდებს განათლებაში; ზ) ადრეული განათლების თავისებურებებს და პრინციპებს; თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიულ საფუძვლებს; ი) ლიდერობის თანამედროვე თეორიებს; კ) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპებს; ლ) ფინანსური მართვის საფუძვლებს; მ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპებს; ნ) ფონდების მოძიების პრინციპებს. 2.საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს: ა) ადამიანური რესურსების მართვა; ბ) პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;  გ) სტრესულ სიტუაციებში მუშაობა; დ) კომპლექსური ურთიერთობების მართვა; ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი; ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტურობის შეფასება; ზ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის წარმოება; თ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება; ი) კომპიუტერულ პროგრამებში Word, Excel, Power Point მუშაობა; კ) დოკუმენტაციის ელექტრონული და ბეჭდური ფორმით წარმოება. მუხლი 4🔗. საჯარო დაწესებულების დირექტორად მიღების დაუშვებლობა   საჯარო დაწესებულების დირექტორად არ მიიღება პირი, თუ: ა) იგი ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის; ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს. გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.