📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2017
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №49
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016257
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,742 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.03.2022 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.10.2017 ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 25.01.2018 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 28.02.2018 ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 09.09.2022

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 2017 წლის 30 ოქტომბერი ქ.ხობი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახურის დებულება“, თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №19 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის  სამსახური  1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ხობის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის წინადადებებისა და პროგრამების შემუშავებას და მათ განხორციელებას, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობას, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას. 2. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი. 3. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 4. სამსახურის მისამართია: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის  ქ. №189. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას და არქიტექტურული პროცესების მართვას. შესაბამის სფეროში ნორმებისა და წესების განსაზღვრას; ბ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას; გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; დ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას; ვ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე; თ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდებისთვის წინადადებების შემუშავებას; ი) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სახის მშენებლობის გათვალისწინებით ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების სტადიურობის, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღებას, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;  ლ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;  მ) მუნიციპალიტეტის გამწვანებული ტერიტორიების, გზების მონაკვეთების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომებისა და ა.შ. დაგეგმარების ორგანიზებას; ნ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას და ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ო) ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარებას; პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის, მცირე არქიტექტურული ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, ტრანსპორტზე განთავსებული რეკლამის, გარე რეკლამის მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებზე პროექტების მომზადება-განხილვას;  ჟ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას; რ) მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციის კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას; ნებართვების გაცემის თაობაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების – ბრძანებების პროექტების შემუშავებას; მშენებლობის პროექტის შეთანხმებას, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას, შეთანხმებას და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღებას; ს) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; ტ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას; უ) ზედამხედველობას მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე, მუნიციპალიტეტის დასახლებების გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე; ფ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით და საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დადგენილების გამოცემას; ქ) მშენებლობა დამთავრებულ ობიექტებთან დაკავშირებით შესაბამისი აქტის გამოცემას „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ღ) მერის სხვა დავალებების შესრულებას; ყ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები სამსახურს თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:  ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სხვა დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები და სპეციალისტები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ-სამშენებლო, გარემოსდაცვითი, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე; შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;  გ) განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მიწერილობა, დააწესოს კონტროლი მათ ხარისხიან შესრულებაზე;  დ) დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების განსახორციელებლად მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად კოორდინირებულად მოიზიდოს ინვესტიციები და ხელი შეუწყოს საინვესტიციო გარემოს ფორმირებას;  ე) აწარმოოს მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დაცვის კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;  ვ) უზრუნველყოს სამშენებლო კანონის დარღვევით აშენებული რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის მომზადება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოსაცემად;  ზ) უზრუნველყოს სამშენებლო სამართალდარღვევისთვის საქმისწარმოების შემოწმების აქტის შედგენა, ასევე საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 25-ე, 26-ე, 43-ე-54-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;  თ) უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისას საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ X თავით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში;  ი) ხმაურისა და დასუფთავების დამდგენი ნორმების მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს სათანადო რეაგირება;  კ) მონაწილეობა მიიღოს საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების აღკვეთის პროფილაქტიკისა და თავიდან აცილების ღონისძიებათა შემუშავება-გატარებაში;  ლ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა-რეაგირება საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;  მ) მოამზადოს სამართლებრივი აქტების პროექტები ან/და მონაწილეობა მიიღოს მათ მომზადებაში, მისი კომპეტენციის ფარგლებში;  ნ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 5🔗. სამსახურის ვალდებულებები სამსახური ვალდებულია:  ა) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე;  ბ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – საკრებულო) მიერ კომუნალური მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირების საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე;  გ) დადგენილი წესით მოახდინოს არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების შემოწმება, მათი საქმიანობის შეჩერება, აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟი;  დ) განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი წინასაარჩევნო აგიტაციის, წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების (მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებები) გავრცელებაზე, პოლიტიკური, წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე, სხვა წინასაარჩევნო საქმიანობებთან დაკავშირებით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე; უზრუნველყოს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი სამართალდარღვევის ფაქტზე საჭირო სანქციების გამოყენება;  ე) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების და დავალებების შესრულებაზე მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობასა და სხვა სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე; ვ) შეადგინოს პროექტი მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ;  ზ) აწარმოოს კონტროლი ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე;  თ) უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილება; გ) ზედამხედველობის განყოფილება. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. მუხლი 7🔗. ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება ურბანული განვითარებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისთვის აუცილებელი წინადადებების შემუშავებას და განსახორციელებელი ღონისძიებების დაგეგმვას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პრიორიტეტების შემუშავებას და განსახორციელებელ კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვას; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას, დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის უფლებრივი ზონირების, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების წესების, დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების დაგეგმვას და შესაბამისი პროგრამების მომზადებას; ვ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ერთეულების შექმნა-გაუქმების, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის თაობაზე; ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების, კერძოდ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულის, ამა თუ იმ ზონის, მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ტყე-პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, პანთეონის, შენობა-ნაგებობის, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის, სახელდებისთვის წინადადებების შემუშავებას; თ) დასახლებებში ელექტროფიკაციის, გაზმომარაგების, წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების დაგეგმვას და მათ განხორციელებაზე მუნიციპალური დაკვეთის განსაზღვრას; ი) ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფისა და დგომის/გაჩერების წესების რეგულირების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; კ) წინადადებების შემუშავებას წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფისთვის; ლ) განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროების განვითარების მიზნით მუნიციპალური პროგრამების მომზადების ორგანიზებას, მათ განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას; საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; მუნიციპალიტეტის პროექტების და ინვესტიციების ხელშეწყობისთვის წინადადებების მომზადებას; მ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 8🔗. ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილება ინფრასტრუქტურის, სივრცით-ტერიტორიული მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებისა და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისთვის წინადადებების და სათანადო დოკუმენტაციის მომზადებას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტების მომზადებას; გ) საჭიროების შემთხვევაში, მერის წინაშე საკითხის დასმას დამპროექტებელთა და ექსპერტთა ჯგუფების მოწვევის შესახებ; დ) კომპეტენციის ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას; ე) ტერიტორიის კეთილმოწყობის, პარკების, სკვერების, ბულვარების, წყალსატევების და გამწვანების ზონების მოწყობის შესახებ სამუშაოთა დაპროექტებას; ამ მიზნებისთვის სათანადო წინადადებების შემუშავებას და მათი განხორციელების ორგანიზებას; ვ) წინადადების მომზადებას შიდა სარგებლობის გზების, ტროტუარების, ხიდების, გვირაბების, მდინარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობათა შეკეთებისა და ობიექტების ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად და მონაწილეობას მათ განხორციელებაში; ზ) დასახლებებში გარე განათებისა და სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სათანადო წინადადებების და პროექტების მომზადებას; თ) სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან ამორტიზებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის წინადადებების მომზადებას და განსახორციელებელ სამუშაოთა ორგანიზებას; ი) ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის პროექტების და ხარჯთაღრიცხვების შემოწმებას და სათანადო წინადადებების და რეკომენდაციების მომზადებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 9🔗. ზედამხედველობის განყოფილება ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, წინადადებების შემუშავებას დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერების ან/და დემონტაჟის, ასევე საჯარიმო სანქციების გამოყენების თაობაზე;  ბ) კონტროლის დაწესებას სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვასა (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და დასახლებებში დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;  გ) გარე რეკლამის განთავსებისთვის, გარე ვაჭრობისა და ავტოტრანსპორტის პარკირებისთვის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლს;  დ) კონტროლს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე, შენობა-ნაგებობის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა ჯიხურებისა და ჭების, კომუნალური მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე;  ე) უკანონო, უსახური და ამორტიზებული კონსტრუქციების განთავსების ფაქტების გამოვლენას და წინადადებების შემუშავებას მათი აღკვეთისა და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელებაზე;  ვ) ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას;  ზ) მშენებარე, რეკონსტრუქციაში მყოფი, ლანდშაფტური და მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირებას;  თ) გარემოს დაცვის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლს; ი) „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავებას; წინადადების შემუშავებას მშენებლობის პროექტის შესათანხმებლად, მშენებლობისთვის არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების მომზადებას, საპროექტო დოკუმენტაციის განხილვას, წინადადების მომზადებას მათი შეთანხმებისა და მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე; კ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი ზედამხედველობითი ფუნქციების განხორციელებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. თავი IV სამსახურის მართვა მუხლი 10🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 11🔗. სამსახურის უფროსი  1. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისთვის; ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნების, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ი) ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში; კ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს და შტამპებს; ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; სამსახურის უფროსის ბრძანება ასევე გამოიცემა ისეთ საკითხებზე, რაც მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით სამსახურის უფროსისგან დამტკიცებას საჭიროებს; სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის, გაფორმებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსს. მუხლი 12🔗. განყოფილების უფროსი  1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.  2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას; ვ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხიმგებლობის თაობაზე; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის; ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. თავი V საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 13🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები  სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. მუხლი 14🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები  სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას. მუხლი 15🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნება განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს საკრებულო. თავი VI დასკვნითი დებულებანი მუხლი 16🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა  1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.