📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.10.2017
ძალის დაკარგვა 04.12.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 982 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.10.2017 მიღება
04.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №26 2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. დმანისი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №49 დადგენილება (სსმ, 49, 07/08/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016167). 3. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი დანართი №1 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური – პირველადი სტრუქტურული ერთეული) არის თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სხვა საკანონმდებლო/ნორმატიული აქტები, მერიის დებულება, თვითმმართველი ერთეულის (მუნიციპალიტეტის) საკრებულოს და მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტები და ეს დებულება. 2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების მუშაობის კოორდინაციისთვის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მერიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. 3. სამსახურის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს მერი და წარუდგენს საკრებულოს დამტკიცების მიზნით. 4. სამსახური ამ დებულებით მინიჭებული უფლებამოსილების მიხედვით აღასრულებს საკრებულოსა და მერის გადაწყვეტილებებს. მუხლი 2🔗. სამსახურის ფუნქციები და უფლებები 1. სამსახურის ფუნქციებია: ა) მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირების საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირთა საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება; ბ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერის წარმომადგენლების სამუშაო გეგმების პროექტების მომზადება, სამუშაო გეგმებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალებით უზრუნველყოფა; გ) მერის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირების საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; დ) სხვა თვითმმართველი ერთეულების აღმასრულებელ ორგანოებთან ურთიერთობების დამყარების ორგანიზება, მერის მიერ ოფიციალური დელეგაციების მიღებისა და გამგზავრების უზრუნველყოფა; ე) მერის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირების მიერ მათი უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა; ვ) ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; ზ) მერის სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლი; თ) მერიის ინტერესების სასამართლოში დაცვის ორგანიზება; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი საქმისწარმოების (მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების) პროცედურების საორგანიზაციო უზრუნველყოფა; დოკუმენტბრუნვის ორგანიზება მერიაში; სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილებისა და მიმართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე კონტროლის განხორციელება; დოკუმენტაციის შენახვისა და საარქივო წარმოების უზრუნველყოფა; კ) მერის წარმომადგენლების საქმიანობის კოორდინაცია, მათი საქმიანობის ორგანიზაციული და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა; ლ) მერიის სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების და თანამდებობის პირების საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; მერიის სტრუქტურული ერთეულების, ადმინისტრაციული ერთეულების და თანამდებობის პირების ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, მერიის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება; მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება; საჯარო ადმინისტრაციული საქმისწარმოებით მიღებული მერიის სამართლებრივი აქტების, მერის მიერ ინიციირებული ნორმატიული აქტების პროექტების, მერის ანგარიშების, მერიის პრესრელიზების გამოქვეყნების უზრუნველყოფა; მ) მერთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებების აღრიცხვა და მათ შესრულებაზე კონტროლი; ნ) მერიის საკუთრებაში არსებული მატერიალურ ფასეულობათა (ტრანსპორტი, საოფისე ინვენტარი და მასალები, სხვა ქონება მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების გარდა) აღრიცხვაში, ინვენტარიზაციის დაგეგმვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; წინადადებების მომზადება მერიის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში; მერიის შენობის, საოფისე-საორგანიზაციო ინვენტარისა და ტექნიკის, ტრანსპორტისა და სხვ. მოვლა-პატრონობა; ო) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება; პ) მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების შესრულება, სტატუსის მინიჭება, სტატუსის შეჩერება, სტატუსის შეწყვეტა, სტატუსის აღდგენა, მონიტორინგი და სტატუსის შესახებ ცნობის გაცემა. 2. მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურში ფუნქციონირებს ,,ქალთა ოთახი“,  რომლის მიზანია: – გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა შესაბამისი ღონისძიებების მოწყობა; – ვიზიტები, ლექციები, ,,მასტერკლასების“ ჩატარება; –  ცნობილი წარმატებული ქალების – პოლიტიკოსების, მეწარმეების, მსახიობების მოწვევა მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა მათ გაუზიარონ თვისი გამოცდილება დამსწრეებს, მისცენ რჩევები და ,,წარმატების ფორმულა“; – სოციალურად დაუცველი ოჯახების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა და მათი დახმარების პროგრამის შემუშავება; – ქალთა თანასწორი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში თემის დონეზე სოფლის შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება; – გაწეული საქმიანობით „ქალთა ოთახმა“ ხელი უნდა შეუწყოს  სამართლიანობას ორივე სქესის წარმომადგნელთათვის, რომ ისინი თანასწორნი იყვნენ სამუშოზეც და სახლშიც; – ყოველწლიურად  ან წელიწადში 2-ჯერ ერთობლივ შეხვედრებს მართავს აქტიური ბენეფიციარების მონაწილეობით; – თვალსაჩინო ადგილზე ათავსებს საინფორმაციო  ფლაერებს სამუშო ოფისში და სახელმწიფო დაწესებულებებში. 3. სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს მერიის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის სტრუქტურა შედგება სამსახურის ხელმძღვანელისა განყოფილების უფროსის და სამსახურის თანამშრომლებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის უფლებამოსილება და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება სამსახურის დებულებით და სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობრივი ინსტრუქციებით. 3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 4🔗. წარმომადგენლების კოორდინაციის  განყოფილების ფუნქციები 1. წარმომადგენლების კოორდინაციის  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საკითხების დამუშავებას, მერის წარმომადგენლებთან ურთიერთკოორდინაციით;  ბ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; გ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; დ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ე) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; ვ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულო. 2. თანამდებობრივ ინსტრუქციებს და შინაგანაწესს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს მერი. 3. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება  საკრებულოს დადგენილებით.