📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2017
გამომცემი ორგანო ხობის მუნიციპალიტეტი
ნომერი №51
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.106.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,771 სიტყვა · ~9 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №51 2017 წლის 30 ოქტომბერი ქ.ხობი ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №51
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 28.02.2018 გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 30.05.2024 ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 16.01.2018 „მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“; მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.12.2017 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 22.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №51 2017 წლის 30 ოქტომბერი ქ.ხობი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება“ თანახმად დანართისა. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №22 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა დანართი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური 1. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური (შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ – მერია) სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, ხობის მუნიციპალიტეტის (შემდგომ – მუნიციპალიტეტი) დაქვემდებარებაში არსებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვას და დამტკიცებული პროგრამების განხორციელებას მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა, ვეტერანთა და ლტოლვილთა სოციალური დახმარების საკითხებში. 2. სამსახურს გააჩნია ბეჭედი და საკუთარი ბლანკი.  3. სამსახურის საქმიანობა და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. 4. სამსახურის მისამართია: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის  ქ. №189. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, მერიის დებულება და ეს დებულება, ასევე, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები. თავი II სამსახურის საქმიანობა მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები  სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური ობიექტების მართვას; გ) მონიტორინგს მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებაზე; დ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ე) წინადადებების შემუშავებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ვ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში (სფეროებში) განსახორციელებელი საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას და მონიტორინგს, მათი სამუშაო გეგმების, პროგრამებისა და ბიუჯეტის პროექტების განხილვა-შეთანხმებას, ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადებას; ზ) უსახლკაროთა რეგისტრაციას და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის სათანადო წინადადებების შემუშავებას; თ) წინადადებების და პროგრამების შემუშავებას უმწეო კატეგორიას მიკუთვნებულ მოქალაქეთათვის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული კვებით უზრუნველყოფისა და სხვა სახის სოციალური მომსახურებების გაწევისთვის, კონტროლს მათ განხორციელებაზე; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში დამტკიცებული წესების, სტანდარტების დანერგვას, დაცვას, დამტკიცებული სახელმწიფო და ადგილობრივი (მუნიციპალური) პროგრამების განხორციელების ხელშეწყობას. დადგენილი ფორმით ინფორმაციის წერილობით ანალიზს და მის მიწოდებას ზემდგომი უწყებებისთვის; კ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობაში არსებული სისტემის, დაფინანსების საკითხებისა და სამართლებრივი ურთიერთობების საზოგადოებისთვის მიწოდებას; ლ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში: ლ.ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და მათი განვითარების პროგრამების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას; ლ.ბ) მოსახლეობის ეპიდკეთილსაიმედო მდგომარეობის უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს ფაქტორთა და მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას; ლ.გ) დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;  ლ.დ) ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების, მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელებას; ლ.ე) მოსახლეობის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, პირველადი სამედიცინო-სანიტარიული და სხვა სახის სამედიცინო-სოციალური დახმარებების ღონისძიებათა ორგანიზებას; ლ.ვ) სამედიცინო დაწესებულებათა მოვლა-პატრონობის, რემონტისა და რეკონსტრუქციის ორგანიზებას;  ლ.ზ) ჯანმრთელობის დაცვის ადგილობრივი სისტემის ქსელის განვითარების უზრუნველყოფას; ლ.თ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მასზე სოციალური გავლენის პირობების შესწავლას და შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვას; მ) შრომისა და სოციალური დაცვის სფეროში:  მ.ა) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას; მ.ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის ხელშეწყობას; მ.გ) სამზრუნველო ქსელის განვითარებას, თავშესაფრის მოწყობის ორგანიზებას და მოსახლეობის ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარებას; მ.დ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან;  მ.ე) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას; მ.ვ) ღონისძიებათა დაგეგმვას დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ;  მ.ზ) შრომის ბაზრის ანალიზს და შესაბამის წინადადებათა მომზადებას; ნ) ლტოლვილთა და ვეტერანთა სფეროში: ნ.ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების ზუსტ აღრიცხვას; ნ.ბ) მონიტორინგის ჩატარებას ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით;  ნ.გ) ლტოლვილთა დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; ნ.დ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უზრუნველყოფას, ამ მიზნით საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სათანადო მონიტორინგის განხორციელებას;  ნ.ე) ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარებას და შედეგების გაანალიზებას; ნ.ვ) ლტოლვილთა და ვეტერან მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვას და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას; ო) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. თავი III სამსახურის სტრუქტურა მუხლი 4🔗. სამსახურის სტრუქტურა და შემადგენლობა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისგან და საჯარო მოხელეებისგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და ხობის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომ – მერი) მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება. 4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით, ამ დებულებითა და მერის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. მუხლი 5🔗. ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ლტოლვილების ზუსტ აღრიცხვას; ბ) მონიტორინგის ჩატარებას ლტოლვილთა საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლის მიზნით;  გ) ლტოლვილთა დასაქმების, მათი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით პროექტების შემუშავებას და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; დ) ლტოლვილი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების უზრუნველყოფას; ამ მიზნით საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში სათანადო მონიტორინგის განხორციელებას;  ე) ვეტერანთა აღრიცხვის, მათი უფლებების დაცვის, კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათების განსახორციელებლად მონიტორინგის ჩატარებას და შედეგების გაანალიზებას; ვ) ლტოლვილთა და ვეტერან მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების აღრიცხვას და შესაბამისი წინადადებების შემუშავებას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. თავი IV სამსახურის მართვა მუხლი 6🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მუხლი 7🔗. სამსახურის უფროსი  1. სამსახურის უფროსი:  ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებისთვის;  ბ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გ) ანაწილებს დავალებებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და მერის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;  დ) იბარებს და აფასებს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;  ე) უზრუნველყოფს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;  ვ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვას; ზ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის სტრუქტურის, საშტატო რიცხოვნობის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, მოხელეთა პროფესიული განვითარების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; თ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ი) ამოწმებს სამსახურში დაცული დოკუმენტების ასლებს და გასცემს ცნობებს მათ საფუძველზე, შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში; კ) ინახავს და არსებული წესების შესაბამისად იყენებს სამსახურის ბეჭედს და შტამპებს;  ლ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;  მ) სამსახურის საქმიანობის ორგანიზების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე მერის მხრიდან ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; სამსახურის უფროსის ბრძანება ასევე გამოიცემა ისეთ საკითხებზე, რაც მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით სამსახურის უფროსისგან დამტკიცებას საჭიროებს; სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის, გაფორმებისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება მერიის დებულებით; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. მუხლი 8🔗. განყოფილების უფროსი  1. სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.  2. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებითა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; დ) პასუხისმგებელია განყოფილებისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ამ დებულებით განყოფილებისთვის განსაზღვრული საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოხელეთათვის ფუნქციების განაწილებას და სამუშაო გეგმას; ვ) განსაზღვრავს განყოფილების მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ზ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენების, მივლინების, წახალისებისა ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ი) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; კ) აუცილებელ პირობებს უქმნის განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისთვის; ლ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების მესამე რანგის მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. თავი V საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 9🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები  სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი საქმიანობის თაობაზე; ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის საჭირო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ; ე) ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებით და გარანტიებით. მუხლი 10🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ვალდებულებები  სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებითა და მერის დავალებით განსაზღვრული ვალდებულებანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელის დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) იმუშაონ საკუთარი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკას, ინვენტარს და სხვა ქონებას. მუხლი 11🔗. საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა, სამსახურებრივი მოვალეობები და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც ამტკიცებს მერი. 4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერის წარდგინებით, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო. თავი VI დასკვნითი დებულებანი მუხლი 12🔗. სამსახურის დებულების დამტკიცება და ცვლილებების შეტანა  1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. სამსახურის დებულებაში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სამსახურის რეორგანიზაცია, მისი საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით და მერიის დებულებით დადგენილი წესით.