დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2017
ძალის დაკარგვა 04.12.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. დმანისი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 24.11.2017
📋 აუქმებს — 1 აქტი
- დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 04.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2017 წლის 27 ოქტომბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ)“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს №50 დადგენილება (სსმ, 07/08/2014, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.156.016168);
3. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება
მუხლი
1🔗.
განათლების
,
კულტურის
,
სპორტისა
და
ახალგაზრდობის
საქმეთა
სამსახური
1. დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური, პირველადი სტრუქტურული ერთეული) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო ნუსხას მერიის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. თანამდებობრივ ინსტრუქციებს და შინაგანაწესს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს მერი.
მუხლი
2🔗.
სამსახურის
ფუნქციები
სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) განათლების, კულტურისა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ) სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მართვას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;
ე) წინადადებების შემუშავებას კულტურის, განათლებისა და სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ვ) წინადადებების შემუშავებას ახალგაზრდობის საკითხებზე;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლების მოვლა-პატრონობა და დაცვა;
თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი
3🔗.
სამსახურის
ფუნქცია
განათლების
სფეროში
სამსახურის ფუნქციებს განათლების სფეროში განეკუთვნება:
ა) განათლების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) განათლების მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი
4🔗.
სამსახურის
ფუნქცია
კულტურის
სფეროში
1. სამსახურის ფუნქციებს კულტურის სფეროში განეკუთვნება:
ა) კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) კულტურის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი
5🔗.
სამსახურის
ფუნქცია
სპორტის
სფეროში
1. სამსახურის ფუნქციებს სპორტის სფეროში განეკუთვნება:
ა) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
ბ) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების მუშაობის კოორდინაცია;
გ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვა;
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი
6🔗.
სამსახურის
ფუნქცია
ახალგაზრდობის
სფეროში
1. სამსახურის ფუნქციებს ახალგაზრდობის სფეროში განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე ადგილობრივ დონეზე წინადადებებისა და მუნიციპალური პროგრამების მომზადება;
ბ) ახალგაზრდობის პრობლემების შესწავლა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაბმის ხელშეწყობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიებების გატარება, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით;
გ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვების და ახალგაზრდების გამოვლენა, მათი მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
დ) ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორის ურთიერთობის გაღრმავება და მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით სხვადასხვა პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.