დმანისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შიდა სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.10.2017
ძალის დაკარგვა 13.12.2017
გამომცემი ორგანო დმანისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.156.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/10/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2017 წლის 27 ოქტომბერი ქ. დმანისი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
| დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი | დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დმანისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შიდა სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2017 წლის 27 ოქტომბერი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შიდა სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული დმანისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შიდა სამოქმედო ინსტრუქცია.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დანართი №1
დმანისის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები შიდა სამოქმედი ინსტრუქცია
მუხლი 1🔗. მიზნები და რეგულირების სფერო
1. ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების (შემდგომში – რეფერირების პროცედურები) მიზანია დმანისის მუნიციპალიტეტში არსებულ ოჯახში და მის გარეთ ბავშვის ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვის ხელშეწყობა, რეფერირების პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების გზით.
მუხლი 2🔗. რეფერირების პროცედურების სამართლებრივი საფუძვლები
რეფერირების პროცედურების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი, წინამდებარე რეფერირების პროცედურები და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗. ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა
1. დმანისის მუნიციპალიტეტში „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების საფუძველზე და ამ დებულების საფუძველზე ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა და რეაგირება ევალება დაწესებულებასა და ორგანოს, რომელსაც შეხება აქვს ბავშვებთან ან/და მათ ოჯახებთან ან იმ გარემოსთან, სადაც ბავშვი იმყოფება კერძოდ:
ა) ააიპ – დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;
ბ) ააიპ – დმანისის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;
გ) ააიპ – დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;
დ) ააიპ – დმანისის საბიბლიოთეკო სამსახურის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;
ე) ააიპ – დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს;
ვ) ააიპ – დმანისის სპორტული სკოლა ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს.
2. ამ დებულების პირველ პუნქტში მითითებული უფლებამოსილი სუბიექტების წარმომადგენლები ვალდებულნი არიან, ბავშვზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ადგილზე გადაამოწმონ ბავშვზე ძალადობასთან დაკავშირებული გადაუდებელი შემთხვევა, ბავშვზე განხორციელებული ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის იდენტიფიკაცია და აწარმოონ შემთხვევის მართვა, რეფერირების პროცედურებით განსაზღვრული კომპეტენციების ფარგლებსა და შესაბამისი შიდა ინსტრუქციების მიხედვით.
3. უფლებამოსილი სუბიექტების წარმომადგენლები ან თანამშრომელი, მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში, შეისწავლის ბავშვების მდგომარეობას და ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში.
4. ბავშვზე სავარაუდოდ განხორციელებულ ძალადობაზე შესაძლოა მიუთითებდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ფაქტორი:
ა) ბავშვზე სხეულის დაზიანების ნიშნების არსებობა (სხვადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები და ნაკაწრები, იარები, გაძნელებული სიარული, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები, დამწვრობის კვალი, კოპები და სხვა სახის დაზიანებები);
ბ) ბავშვი იქცევა საეჭვოდ (ბავშვი აღგზნებულია, დათრგუნულია, აქვს შიშები, არ უნდა სახლში დაბრუნება, რადიკალურად შეეცვალა ხასიათი და სხვ.);
გ) ბავშვი არ დადის ან/და არარეგულარულად დადის საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
დ) ბავშვი არ არის რეგისტრირებული, ან ბავშვს არ აქვს დაბადების მოწმობა, აგრეთვე არ არის პედიატრის/ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;
ე) ბავშვი მოუვლელია, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფიზიკურ განვითარებაში, ბავშვს აქვს მოუწესრიგებელი გარეგნული იერ-სახე – უსუფთაო სახე და სხეული, აცვია ჭუჭყიანი ან/და სეზონისთვის შეუფერებელი ტანსაცმელი, იკვებება საჭმლის ნარჩენებით;
ვ) ასაკის შეუფერებლად დროს ატარებს უმეთვალყურეოდ, საცხოვრებელი გარემო შეიცავს საფრთხეებს ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის, ცხოვრობს ბავშვთა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად;
ზ) ჩართულია ისეთ შრომით საქმიანობაში, მათ შორის, წვრილმან ვაჭრობაში, რომელიც იწვევს მისი საბაზისო უფლებების (განათლების, ჯანსაღი ფიზიკური და მენტალური განვითარების) შეზღუდვას;
თ) ბავშვი გამოყენებულია და ჩაბმულია მისი ასაკისათვის შეუფერებელ სამუშაოში ან/და ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში (ითხოვს მოწყალებას/მათხოვრობს, არაგონივრულად დიდ დროს ატარებს ქუჩაში);
ი) ბავშვი ხშირად გადაადგილდება უცხო პირთან/პირებთან ერთად ნათესავის ან ახლობლის გარეშე ან იმყოფება უცხო პირების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ან/და უწევს მათ მომსახურებას;
კ) ბავშვის სათამაშოები, საწოლი, ტანისამოსი ან სხვა ნივთები აღმოჩენილია შეუფერებელ ადგილებში (მათ შორის, ქარხანა ან/და სხვ.), ადამიანით ვაჭრობისათვის (ტრეფიკინგისათვის) რისკის შემცველ დაწესებულებებში;
ლ) ნებისმიერი სხვა ფაქტორი, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს ბავშვზე ძალადობაზე.
5. ძალადობის ეჭვის შემთხვევაში სუბიექტის უფლებამოსილი პირები აწარმოებენ ფაქტის შესწავლას, რათა დადგინდეს, საფუძვლიანია თუ არა წარმოქმნილი ეჭვი.
6. ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, საჭიროა შეივსოს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათი (დანართი №2), რომელიც ეგზავნება სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით, ფაქსით ან, არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში, ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პოლიციას, გამოძახებული უნდა იქნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ან/და წერილობით შეატყობინონ სააგენტოს.
მუხლი 4🔗. ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობა
1. ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შესრულებაზე მონიტორინგს და ბავშვის მდგომარეობაზე ზედამხედველობას ახორციელებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სუბიექტები.
2. რეფერირების პროცედურების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებულნი არიან:
ა) სააგენტოსთან (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი –სოციალური მომსახურების სააგენტო) შეთანხმებით, თვალყური ადევნონ ბავშვის მდგომარეობას და რეგულარულად მიაწოდონ სააგენტოს სოციალურ მუშაკს წერილობითი ანგარიში ბავშვის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ. ანგარიში უნდა მოიცავდეს:
ა.ა) ბავშვის საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას;
ა.ბ) ბავშვის აკადემიურ მოსწრებას;
ა.გ) ბავშვის ქცევებზე ჩანაწერებს;
ა.დ) ბავშვის ჯანმრთელობის, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას;
ა.ე) მონაცემებს სხვა აქტივობებში ჩართვის შესახებ;
ბ) მიაწოდოს ინფორმაცია პოლიციას მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის შესახებ, თუ გამოწერილია შემაკავებელი ან დამცავი ორდერები და საგანმანათლებლო და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებები, საბავშვო ბაღი ან ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება გახდა მოძალადის მიერ ბავშვთან კავშირის დამყარების მცდელობის მოწმე.
მუხლი 5🔗. ნაპოვნი/მიტოვებული ბავშვი
ბავშვის პოვნის ან მიტოვებისას, შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციამ, სადაც მოხდა ბავშვის პოვნა/მიტოვება, დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს აღნიშნული ფაქტის შესახებ სააგენტოსა და სამართალდარღვევათა პრევენციის და ვინაობის დადგენის მიზნით, პოლიციის ინფორმირება სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, ხოლო შემდეგ კი უნდა შეივსოს შეტყობინების ფორმა „ბავშვის პოვნის ან ბავშვის მიტოვების შესახებ“ (დანართი №4) და გადაეცეს სააგენტოს სოციალურ მუშაკს.
მუხლი 6🔗. ინფორმაციის გაცვლა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემაში
1. რეფერირების პროცედურების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის რეფერირების პროცედურებში ჩართულ სუბიექტებს შორის ბავშვის შესახებ ინფორმაციის გაცვლა ხდება წერილობითი ფორმით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ერთიან ბაზას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტებისათვის. ბაზაში ხდება ბავშვზე ძალადობის ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა.
3. თუ სააგენტოს ინიციატივით, ბავშვის დაცვის მიზნით, სასამართლოს მიერ გამოწერილია დამცავი ორდერი, სააგენტო აცნობებს საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას ბავშვის დაცვასთან დაკავშირებით გამოცემული ორდერის თაობაზე.
მუხლი 7🔗. „ცხელი ხაზი“
1. ბავშვზე ძალადობის თაობაზე ინფორმაციის შეტყობინების მიზნით მოქმედებს შემდეგი სატელეფონო „ცხელი ხაზი“:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზი“ – 15-05;
ბ) სსიპ – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის „ცხელი ხაზი“:
ბ.ა) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ – 116-006;
ბ.ბ) ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ – 2 100 229;
გ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერი – 112.
დ) დმანისის მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზი 0360 22 24 64.
2. დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას/დაწესებულებას „ცხელ ხაზზე“ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, ბავშვზე ძალადობის საკითხებზე. ასევე „ცხელი ხაზ(ებ)ის“ მეშვეობით შესაძლებელია სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის ან შესაძლო ძალადობის შესახებ.
მუხლი 8🔗. ინფორმაციის კონფიდენციალურობა
ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისათვის/მშობლებისათვის და კანონიერი წარმომადგენლისათვის, თუ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და ბავშვის მშობლებს ან შესაბამის მშობელს არ აქვთ/აქვს შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლება.
მუხლი 9🔗. ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და შესაბამისი ინფორმაციის უფლებამოსილი ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა
ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის (დაწესებულების ან/და მისი უფლებამოსილი თანამშრომლის) მიერ ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსათვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.