1.
პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან.
2.
პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმები.
3.
პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
4.
პერსონალი ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში.
5.
პერსონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ კვლევით საქმიანობას ისე, რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცული ბავშვის ინტერესი.
6.
პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც თანამშრომლებთან ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას.
7.
პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას.
8.
პერსონალი ურთიერთობისას ითვალისწინებს არსებულ კულტურულ კონტექსტს
მუხლი 21. ურთიერთობა
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. კვებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 16. მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 17. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 18. უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პერსონალის პროფესიული სტანდარტები
- მუხლი 19. პერსონალის ღირებულებები
- მუხლი 20. ბავშვთა კეთილდღეობაზე ზრუნვა
- მუხლი 22. პროფესიული განვითარება
- მუხლი 23. მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის უზრუნველყოფა
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №36, 27.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.104.016331 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3836954/muxli-21/