საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 30.10.2017
გამომცემი ორგანო პროექტის ავტორი
ნომერი №0
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016427
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/10/2017
matsne.gov.ge 1,927 სიტყვა · ~10 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (1)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 93% 05.10.2015 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 92% 21.02.2018 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 92% 27.04.2017 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 92% 26.07.2018 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 91% 17.11.2017

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:11.0pt; color:black;} h1 {margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; color:black;} h2 {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:4.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:18.0pt; color:black;} h3 {margin-top:14.0pt; margin-right:0in; margin-bottom:4.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; color:black;} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; color:black;} h5 {margin-top:11.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; color:black;} h6 {margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:2.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; color:black;} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:36.0pt; color:black; font-weight:bold;} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin-top:.25in; margin-right:0in; margin-bottom:4.0pt; margin-left:0in; line-height:107%; page-break-after:avoid; font-size:24.0pt; color:#666666; font-style:italic;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:107%; font-size:10.0pt; color:black;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; color:black;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml0, li.abzacixml0, div.abzacixml0 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 46.3pt 1.0in .5in;} div.Section1 {page:Section1;} პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლი 1🔗. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343 ) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქ’’ ქვეპუნქტი: ,,ქ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს – ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია.’’. მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებას. მოსაკრებლის განაკვეთს, გადახდის წესსა და გადახდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის თანახმად, მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები. შესაბამისად, საგადასახადო ორგანოები ფლობენ ინფორმაციას, კონკრეტული ლიცენზიატის მიერ მოსაკრებლის გადახდის თაობაზე. გამომდინარე იქედან, რომ ლიცენზიატისთვის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლების მინიჭება ხდება სსიპ –გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ, ამ უფლების საფუძველზე არსებული ყველა ვალდებულების შესრულებაზე ინფორმაციის ფლობის უფლებამოსილება მას უნდა გააჩნდეს. მოსაკრებლის გადახდაც, ისევე როგორც სხვა პირობები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც ლიცენზიატს გააჩნია, წარმოადგენს ლიცენზიის საფუძველზე და მისგან გამომდინარე არსებულ ვალდებულებებს. გამომდინარე იქიდან, რომ მოსაკრებლის გადახდა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობითა და ლიცენზიის გაცემის თაობაზე სააგენტოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სალიცენზიო პირობას, საჭიროა მისი შესრულების თაობაზე ინფორმაციის ფლობის უფლების მინიჭება მისი დამდგენი ადმინისტრაციული ორგანოსთვის. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო იღებს მხოლოდ ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მფლობელის მიერ ყოველწლიურად, 1 აპრილიდან 1 მაისამდე წარმოდგენილი სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების ფარგლებში. აღნიშნული ჩანაწერის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაცია სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს ლიცენზიის მფლობელის მიერ საგადასახადო კუთხით არსებული ვალდებულების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მოწოდებასაც. თუმცა ამ ჩანაწერით არ არის უზრუნველყოფილი სააგენტოს მუდმივი ინფორმირებულობა ლიცენზიატის მიერ კანონით დადგენილი სალიცენზიო პირობის შესრულებაზე. გარდა იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ლიცენზიის გამცემს წარედგინება კალენდარულ წელში ერთხელ (1 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდში), იგი მოიცავს გასული კალენდარული წლის პერიოდის მონაცემებს. შესაბამისად, ვერ იქნება რელევანტური ინფორმაციის ოპერატიულად საჭიროების პირობებში. ამასთან, ამავე კანონის თანახმად, ლიცენზიის მფლობელს ანგარიშის წარდგენის ვალდებულება არ აქვს ლიცენზიის აღების პირველ წელს თუ ანგარიშგების პერიოდის დაწყებადე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები დრო. ხშირია შემთხვევები, როცა სააგენტოს გარკვეული ლეგიტიმური მიზნებიდან გამომდინარე ესაჭიროება ინფორმაცია ლიცენზიატის მიერ მოსაკრებლის გადახდის ფაქტთან, თარიღთან და ოდენობასთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, რეგულირების საფასურისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის შემთხვევაშიც განაკვეთის საფუძველს წარმოადგენს მოსაპოვებელი/მოპოვებული რესურსის მოცულობა (მაგალითად, მ​3, ტონა, გრამი, კგ და ა.შ). ლიცენზიის მფლობელი, რეგულირების საფასურით დაბეგვრის მიზნით, მოპოვებული მოცულობის დეკლარირებას აკეთებს ლიცენზიის გამცემის მიმართ, ხოლო მოსაკრებლის შემთვევაში შემოსავლების სამსახურის მიმართ. ლიცენზიის გამცემისათვის რეგულირების საფასურის სწორად დარიცხვის მიზნით, ანდა უკვე დარიცხული რეგულირების საფასურის შემთხვევაში, მისი სისწორის გადამოწმების მიზნით, მნიშვნელოვანია ფლობდეს ინფორმაციას, რა ოდენობის მოსაკრებელი გადაიხადა ლიცენზიის მფლობელმა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში, იარსებებს ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი გადასახადების შედარების შესაძლებლობა მათი სისწორის დადგენის მიზნით, რაც, რა თქმა უნდა, არსებითად მნიშვნელოვანია ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რომელიც ახორციელებს საჯარო ფუნქციებს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში და წარმოადგენს დარგის მარეგულირებელ ორგანოს. მოქმედი რეგულაციით, აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომის უფლებამოსილება მას არ გააჩნია, რაც გაუმართლებელია, ვინაიდან ამ პირობებში ვერ ხდება სააგენტოს მიერ გადაუხდელობიდან გამომდინარე საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობაზე სწრაფი რეაგირება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია, სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის საგადასახადო საიდუმლოების გაცნობის უფლების მინიჭება კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში. აღნიშნულ ფარგლებში იგულისხმება მხოლოდ იმ ინფორმაციაზე წვდომის უფლებამოსილება, რომელიც განსაზღვრულია ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით. კანონპროექტით, კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდება ურთიერთობა საგადასახადო ორგანოებსა და სსიპ – გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდეს უფლებამოსილება, არამხოლოდ ანგარიშგების პერიოდში და ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით, არამედ ნებისმიერ დროს, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მიიღოს საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაცია. ეს მოიცავს გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც მისი საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის მომენტიდან განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. აღნიშნული არ გულისხმობს ისეთ მონაცემებს, როგორიც არის გადასახადის გადამხდელის სტატუსი, სახელწოდება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი და სხვა საჯარო ინფორმაცია. კანონპროექტის მიზანია, სააგენტოს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, გააჩნდეს უფლებამოსილება, გაეცნოს საგადასახადო საიდუმლოებას, რომელიც მოექცევა ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის ფარგლებში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მუხლით „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 39-ე მუხლის მეორე ნაწილს ემატება ,,ქ” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც, საგადასახადო ორგანოს, მის თანამშრომელს, უფლება ექნება ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია ამ მუხლში მითითებული პირების გარდა ასევე გადასცეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს. სააგენტოს გაუჩნდება უფლებამოსილება, გაეცნოს საგადასახადო საიდუმლოებას ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინფორმაციის ფარგლებში. სააგენტოს ექნება წვდომა ამ კანონის საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების შესრულების შესახებ ინფორმაციაზე. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის ამოქმედება არ საჭიროებს დამატებითი სახსრების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიშობა სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები; ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტის მიღება არ გააუარესებს იმ პირთა მდგომარეობას, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინიციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ)კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის(დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის, ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 39🔗. საგადასახადო საიდუმლოება 1. საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა ამ მუხლის 1 ​​ ​1  ნაწილში აღნიშნული ინფორმაციისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. 1 ​​ ​1 . საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯაროა გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ; გ) სტატუსი; დ) სახელწოდება; ე) სამართლებრივი ფორმა; ვ) მისამართი; ზ) საიდენტიფიკაციო ნომერი; თ) საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების თარიღი; ი) მარეგისტრირებელი ორგანო; კ) საგადასახადო დავალიანება; ლ) ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები; მ) დამფუძნებლები; ნ) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და ქონებაზე დადებული ყადაღის შესახებ; ო) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სხვა საჯარო ინფორმაცია; პ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაცია. 2. საგადასახადო ორგანო, მისი თანამშრომელი, მოწვეული სპეციალისტი ან/და ექსპერტი ვალდებულია დაიცვას გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. მას უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს მხოლოდ შემდეგ პირებს:  ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს – ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით; ბ) სამართალდამცავ ორგანოებს − მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით; გ) სასამართლოს – სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით; დ) სხვა სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს (შემდგომ – აღსრულების ეროვნული ბიურო) და კერძო აღმასრულებელს – „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში ან/და საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ვ) საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატს) – საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ; თ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) საგადასახადო ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას ; ი) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პირებს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით გადასახადის გადამხდელისათვის მისი საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით; კ) (ამოღებულია – 01.05.2015, №3581) ; ლ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; მ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას – „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია; ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალ ადმინისტრაციულ ორგანოებს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით; პ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – კონკურენციის სააგენტოს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას; ჟ ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სურსათის ეროვნულ სააგენტოს − საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; რ) საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენს/საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენის მოადგილეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას; ს) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – ამ სააგენტოს მიერ აღნიშნული ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საჯარო სამსახურის ბიუროსათვის გადასაცემად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მონაცემების ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის; ტ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს – საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართულ სუბიექტთა შორის დოკუმენტაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაცია; უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს − „ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია; ფ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისას. 3. საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ინფორმაციის საიდუმლოება, არ გამოიყენოს იგი პირადი მიზნებისათვის ან არ გადასცეს სხვა პირს, რაც ითვლება საგადასახადო საიდუმლოების გახმაურებად. საგადასახადო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების დაკარგვა ან ასეთი ინფორმაციის გახმაურება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3​1 . ამ მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და მათ თანამშრომლებს , რომლებ მაც მიიღეს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია, უფლება არ აქვთ, გაახმაურონ ამ ინფორმაციის საიდუმლოება. 4. საგადასახადო ორგანოში არსებულ, საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას აქვს შენახვისა და დამუშავების სპეციალური რეჟიმი. საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან შეიძლება დაშვებულ იქნენ მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები ფინანსთა მინისტრის მიერვე დადგენილი წესის შესაბამისად.  5. გადასახადის გადამხდელის წერილობითი ნებართვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს სხვა პირს. გადასახადის გადამხდელის მიერ თავისი საგადასახადო ინფორმაციის საჯაროდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნება ან/და გავრცელება ჩაითვლება ამ გადასახადის გადამხდელის ნებართვად აღნიშნული საგადასახადო ინფორმაციის ფარგლებში საგადასახადო ორგანოს მიერ მესამე პირისათვის ინფორმაციის გადაცემაზე. 6. ეს მუხლი არ გამოიყენება ამ კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო შეტყობინების, აგრეთვე ეკონომიკური საქმიანობის ყალბი საგადასახადო დოკუმენტებით განმახორციელებელ პირთა შესახებ ინფორმაციის შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელების მიმართ.