საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.10.2017
ძალის დაკარგვა 22.03.2021
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,452 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.10.2017 მიღება
22.03.2021 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №17 2017 წლის 25 ოქტომბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 და 22-ე მუხლების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის 2005 წლის 11 ივლისის №137 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივახტანგ ყოლბაია საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტოს“ დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის გეოლოგიის და მინერალური რესურსების სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო) არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, დამატებით გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოსა და აფხაზეთის კონსტიტუციებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. 5. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე გერბისა და საკუთარი სახელწოდების გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა. მუხლი 2🔗. სააგენტოს უფლებამოსილებები და ფუნქციები: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროგრამებში მონაწილეობა და შესაბამისი შეკვეთების შესრულება; ბ) ყველა სახის გეოლოგიური სამუშაოს ჩატარება (გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟირნო-გეოლოგიური, მინერალოგიური, გეოეკოლოგიური და სხვა). სხვადასხვა მასშტაბის შინაარსის დანიშნულების გეოლოგიური რუკების შედგენა; გ) გეოლოგიურ ფონდებში არსებული აფხაზეთის გეოლოგიური, მინერალური რესურსების, საინჟინრო–გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური მასალების სისტემატიზაცია, გრაფიკული მასალის ციფრული ვარიანტების და გეოინფორმაციული პაკეტების შექმნა; დ) გეოლოგიურ ფონდებში არსებული მასალების საფუძველზე აფხაზეთის მინერალურ-რესურსული კომპლექსის და მისი ეკონომიკური პოტენციალის განსაზღვრა, სასარგებლო წიაღისეული საბადოების გადაფასების და შეფასების მიზნით მიზნობრივი პროგრამების შედგენაში და განხორციელებაში მონაწილეობა; ე) აფხაზეთის სანაპირო ზოლის მუდმივი გეოეკოლოგიური მონიტორინგი თანამედროვე დისტანციური მეთოდით, ადრე არსებული მორფოლოგიური პროფილის იდენტიფიკაცია დღევანდელ მდგომარეობასთან; აკუმულაციური, აბრაზიული ფართობების დადგენა, მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების შეფასება და რეაგირება არსებული მექანიზმებით; ვ) აფხაზეთის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური მოვლენების, სტიქიური გეოლოგიური პროცესების, გეოლოგიური გარემოს, გეოეკოლოგიური მდგომარეობის და მასზე ანთროპოგენურ ცვლილებებზე გეომონიტორინგული კვლევების წარმოება-დაკვირვება, შეფასება და ანალიზი შემდგომი რეაგირების მიზნით არსებული მექანიზმებით; ზ) აფხაზეთის ტერიტორიიდან ინერტული მასალების, ჰიდრორესურსების და სხვა მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება-გატანაზე ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და რეაგირება არსებული მექანიზმების გამოყენებით; თ) აფხაზეთში მიმდინარე გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გეოეკოლოგიურ სიტუაციებზე დაკვირვება და რეაგირება; ი) გეოლოგიურ ფონდებში დაცული მასალების საფუძველზე აფხაზეთის მტკნარი, მინერალური და თერმული წყლების რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსიის შექმნა; კ) დასახლებულ პუნქტებში სტიქიურ-კატასტროფული გეოლოგიური პროცესების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა და სათანადო დასკვნების მომზადება გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად; ლ) სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა, კონფერენციების და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა, აფხაზეთის გეოეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობის გაცნობა, მისი ანალიზი გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით; მ) სააგენტოს პიარსტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება; ნ) სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. თანამედროვე მეცნიერული მიღწევების გამოყენებით გეოტექნოლოგიური და გეოინფორმაციული სისტემების ათვისება, თემატიკური პუბლიკაციების მომზადება და გამოცემა დარგის განვითარების მიზნით; ო) ნებისმიერი სახის გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური და სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით. მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვა 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის წარდგინებით. 2. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) არის სააგენტოს წარმომადგენელი და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას; დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს; ე) სააგენტოს დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად, კანონიერად და სწორად ხარჯვაზე; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას; ზ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და თანამშრომელთა ფუნქციურ მოვალეობებს; თ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ი) ამტკიცებს სააგენტოს საქმიანობის გეგმას და წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს; კ) სააგენტოს დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის ბრძანებით ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის უფროსი. მუხლი 4🔗. სააგენტოს სტრუქტურა და ფუნქციები 1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) გეოლოგიური სამსახური; ბ) ჰიდროგეოლოგიური სამსახური. 2. გეოლოგიური სამსახურის ფუნქციებია: ა) ყველა სახის გეოლოგიური სამუშაოს ჩატარება და სხვადასხვა მასშტაბის რუკების შედგენა; ბ) გეოლოგიურ ფონდებში არსებული მასალების საფუძველზე აფხაზეთის მინერალურ-რესურსული კომპლექსის და მისი ეკონომიკური პოტენციალის განსაზღვრა, სასარგებლო წიაღისეული საბადოების გადაფასების და შეფასების მიზნით მიზნობრივი პროგრამების შედგენაში და განხორციელებაში მონაწილეობა; გ) აფხაზეთის ტერიტორიაზე საშიში გეოლოგიური მოვლენების, სტიქიური გეოლოგიური პროცესების, გეოლოგიური გარემოს, გეოეკოლოგიური მდგომარეობის და მასზე ანთროპოგენურ ცვლილებებზე გეომონიტორინგული კვლევების წარმოება-დაკვირვება არსებული მექანიზმებით. შეფასება და ანალიზი შემდგომი რეაგირების მიზნით; დ) აფხაზეთში მიმდინარე გეოლოგიური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გეოეკოლოგიურ სიტუაციებზე დაკვირვება-რეაგირება; ე) გეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, თემატიკური მასალების მომზადება და ბუკლეტების გამოცემა დარგის განვითარების მიზნით;  ვ) გეოლოგიურ ფონდებში არსებული აფხაზეთის გეოლოგიური ფონდური მასალების სისტემატიზაცია, გრაფიკული მასალის ციფრული ვარიანტების და გეოინფორმაციული პაკეტების შექმნა; ზ) აფხაზეთის ტერიტორიიდან ინერტული მასალების და სხვა მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება-გატანაზე ინფორმაციის მოპოვება არსებული მექანიზმებით და რეაგირება; თ) აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის მუდმივი გეოეკოლოგიური მონიტორინგი თანამედროვე დისტანციური მეთოდით, ადრე არსებული მორფოლოგიური პროფილის იდენტიფიკაცია დღევანდელ მდგომარეობასთან, აკუმულაციური და აბრაზიული ფართობების დადგენა, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების განსაზღვრა-რეაგირება; ი) სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გაცნობა აფხაზეთის გეოლოგიური, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და მისი ანალიზი გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით; კ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 3. ჰიდროგეოლოგიური სამსახურის ფუნქციებია: ა) ყველა სახის ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოს ჩატარება; ბ) გეოლოგიურ ფონდებში არსებული აფხაზეთის ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, ფონდური მასალების სისტემატიზაცია, გრაფიკული მასალის ციფრული ვარიანტების და გეოინფორმაციული პაკეტების შექმნა; გ) გეოლოგიურ ფონდებში დაცული მასალების საფუძველზე აფხაზეთის მტკნარი, მინერალური და თერმული წყლების რესურსების შეფასება და მონაცემთა ბაზის ელექტრონული ვერსიის შექმნა; დ) აფხაზეთის ტერიტორიიდან ჰიდრორესურსების და სხვა მინერალური ნედლეულის უკანონო მოპოვება-გატანაზე ინფორმაციის მოპოვება არსებული მექანიზმებით და რეაგირება; ე) აფხაზეთში მიმდინარე ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გეოეკოლოგიურ სიტუაციებზე დაკვირვება-რეაგირება; ვ) ჰიდროგეოლოგიურ, საინჟინრო-გეოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, თემატიკური მასალების მომზადება და ბუკლეტების გამოცემა დარგის განვითარების მიზნით; ზ) გეოლოგიურ ფონდებში არსებული მასალების საფუძველზე აფხაზეთის ჰიდრორესურსული კომპლექსის და მისი ეკონომიკური პოტენციალის განსაზღვრა; თ) სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების გაცნობა აფხაზეთის ჰიდროგეოლოგიური, საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ და მისი ანალიზი გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით; ი) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 5🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას, მიზანშეწონილობას და ეფექტურობას. უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. სააგენტო ვალდებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები. 3. სააგენტომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ორგანოში ან/და სასამართლოში. 5. სააგენტოს უფლება აქვს, მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება განკარგოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყარო 1. სააგენტოს ქონება შედგება: ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონის შესაბამისად გადაცემული ქონებისაგან; ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან. 2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა ფინანსური  რესურსები,  რომლებიც  აისახება  სამსახურის  დამოუკიდებელ  ბალანსზე. 3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით და სხვა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალი; დ) გრანტებისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით  ნებადართული სხვა შემოსავალი. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სახელმწიფო კონტროლის განმახორციებელი ორგანოს სისტემის განვითარებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. მუხლი 8🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია 1. სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.  მუხლი 9🔗. გარდამავალი დებულებანი დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.