„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №532 |
|
2017 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის 43 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების, მე-6 მუხლის შენიშვნის 232 პუნქტის, მე-14 მუხლის 21 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით (სსმ, 02.07.2007 წ., №94, მუხ.1012) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს ინსტრუქცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის, აგრეთვე საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად ადგენს სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე გირავნობის (გარდა საგადასახადო გირავნობისა) რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გასხვისებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების, ლიზინგის მოწმობის გაცემის, აგრეთვე ნასამართლობის შესახებ ცნობის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ ცნობის, პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ ცნობის, იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის, პირის მსჯავრდების შესახებ ცნობის გაცემის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „რ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს.“. 2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“-„ფ“ ქვეპუნქტები: „ტ) ლიზინგის რეგისტრაცია − სააგენტოში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სატრანსპორტო საშუალებასა ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა, ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; უ) ლიზინგის მოწმობა − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობა; ფ) ავტორიზებული ლიზინგის გამცემი – ლიზინგის გამცემი, რომელსაც სააგენტოსთან დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე მინიჭებული აქვს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ლიზინგის რეგისტრაციის ან/და ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების ან/და ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის წარდგენის უფლება.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი: „თავი II1 ლიზინგის რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების და ლიზინგის მოწმობის გაცემის წესი მუხლი 142 1. სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ლიზინგის რეგისტრაციას სააგენტოში ლიზინგის გამცემზე რეგისტრირებულ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე (შემდეგში ამ თავის მიზნებისთვის – სატრანსპორტო საშუალება). 2. სააგენტო ამ თავით განსაზღვრული მიზნებისათვის უფლებამოსილია მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს (მათ შორის, საარქივო მასალები) და გასცეს ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. ელექტრონულ დოკუმენტებს და მათ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური სახის დოკუმენტებს. 3. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია ლიზინგის რეგისტრაციის, ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელების, ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების და ლიზინგის მოწმობის გაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. 4. სააგენტოს მიერ ლიზინგის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესით განსაზღვრული მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 5. ლიზინგი რეგისტრირებულად ითვლება სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ჟურნალში ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მისი რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების მომენტიდან. 6. ლიზინგის რეგისტრაციის საფასური გადაიხდება ლიზინგით გადასაცემი სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესაბამისად. 7. ლიზინგის რეგისტრაციისას სააგენტო არ არის პასუხისმგებელი ლიზინგის ხელშეკრულების მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსზე და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე. სააგენტო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ლიზინგის ხელშეკრულებაში ასახული გარემოებების დამადასტურებელ პირად. 8. დაინტერესებული პირის მიერ ლიზინგის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვის ვადა განისაზღვრება რეგისტრაციის წიგნში ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ ინფორმაციის ასახვიდან ერთი თვის ვადით. მუხლი 143 1. ლიზინგის რეგისტრაციისათვის დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილი უნდა იქნეს: ა) განცხადება ლიზინგის რეგისტრაციის შესახებ; ბ) ლიზინგის წერილობითი ხელშეკრულება ან/და ლიზინგის ხელშეკრულების დანართი ან/და ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღებისთვის ლიზინგით გადაცემა (შემდეგში – ლიზინგის ხელშეკრულება), რომელიც აკმაყოფილებს ამ წესის 144 მუხლის მოთხოვნებს; გ) ლიზინგის რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები. 2. სააგენტოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, დამატებით უნდა იქნეს წარდგენილი ლიზინგის გამცემისა და ლიზინგის მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე იურიდიული პირია – იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი და მისი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები. ამასთან, იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება უნდა დასტურდებოდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრით ან მესამე პირზე უფლებამოსილების გადაცემის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტით. 3. თუ დაინტერესებული პირი ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმოდგენილ უნდა იქნეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. სააგენტო უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამ თავით განსაზღვრული მატერიალური სახის დოკუმენტების წარმოდგენის ვალდებულებისაგან, თუ სააგენტოს მიერ ლიზინგის რეგისტრაციისათვის საჭირო გარემოებების დადგენა შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული მონაცემთა ბაზის მეშვეობით, გარდა 145 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. მუხლი 144 1. ლიზინგის რეგისტრაციისათვის სააგენტოში დაიშვება შემდეგი სახის ლიზინგის ხელშეკრულების წარდგენა: ა) ლიზინგის ხელშეკრულება ან/და ლიზინგის ხელშეკრულებაზე ლიზინგის გამცემის და ლიზინგის მიმღების ხელმოწერა დამოწმებულია სანოტარო წესით; ბ) ლიზინგის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს (ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს) ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი აქვთ სააგენტოში, უფლებამოსილი პირის თანდასწრებით; გ) ლიზინგის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, ავტორიზებული ლიზინგის გამცემის ელექტრონული განცხადების საფუძველზე. 2. ლიზინგის რეგისტრაციისათვის სააგენტოში წარდგენილ ლიზინგის ხელშეკრულებაში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემისა, უნდა აღინიშნოს: ა) ლიზინგის ხელშეკრულების შედგენის თარიღი და ნომერი; ბ) მონაცემები ლიზინგის გამცემის, ლიზინგის მიმღების, წარმომადგენლის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ); გ) ლიზინგით გადაცემული სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირებისათვის საჭირო სრულყოფილი მონაცემები; დ) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტით დადასტურებული ინფორმაცია ლიზინგის ხელშეკრულების დადების დროისთვის სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. 3. ლიზინგის რეგისტრაციის შედეგად სააგენტოში აღირიცხება შემდეგი სარეგისტრაციო მონაცემები: ა) ლიზინგის გამცემის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) ლიზინგის მიმღების საიდენტიფიკაციო მონაცემები; გ) ლიზინგის საგნის მესაკუთრის სადენტიფიკაციო მონაცემები; დ) ლიზინგის რეგისტრაციის განხორციელების საფუძველი; ე) ლიზინგის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემი; ვ) ლიზინგის ხელშეკრულების შედგენის თარიღი და ნომერი; ზ) ლიზინგის საგნის სარგებლობით უფლებით ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის შესახებ ლიზინგის მიმღების უფლების შესახებ ლიზინგის გამცემის და ლიზინგის მიმღების შეთანხმების თაობაზე, თუ ასეთ შეთანხმებას ითვალისწინებს ლიზინგის ხელშეკრულება. 4. ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები ვალდებულები არიან ხელშეკრულებაში აღნიშნონ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტები (აქტები), რომლებითაც დასტურდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები. 5. სააგენტოში რეგისტრირებულ დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ლიზინგის საგნის აღწერილობაში მითითებულ უნდა იქნეს ტექნიკური ტალონის ნომერი და აგრეგატის ნომერი. 6. ხელშეკრულებაში ასახული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ გაცემული დოკუმენტის გაცემა წინ უნდა უსწრებდეს ლიზინგის ხელშეკრულების დადებას, მაგრამ არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. მუხლი 145 1. სააგენტოსთან გაფორმებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ავტორიზებული ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია ელექტრონული განცხადების საფუძველზე განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია ან/და მიიღოს ლიზინგის რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურება. 2. ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებაზე ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს ელექტრონული სახის განცხადება/მიმართვა, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) ლიზინგის ხელშეკრულების შედგენის თარიღსა და ნომერს; ბ) მონაცემებს ლიზინგის გამცემის შესახებ; გ) მონაცემებს ლიზინგის მიმღების შესახებ; დ) ლიზინგის საგნის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს მონაცემი მითითებული იყო ლიზინგის ხელშეკრულებაში ასახული სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის შესახებ ლიზინგის გამცემის ელექტრონულ განაცხადში; ე) ინფორმაციას ლიზინგის საგნის სარგებლობის უფლებით ლიზინგის მიმღებზე რეგისტრაციის შესახებ ლიზინგის გამცემის და ლიზინგის მიმღების შეთანხმების თაობაზე, თუ ასეთ შეთანხმებას ითვალისწინებს ლიზინგის ხელშეკრულება. 3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, ავტორიზებული ლიზინგის გამცემი უფლებამოსილია დოკუმენტბრუნვის სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს: ა) მის მიერ ლიზინგის ხელშეკრულების დადებაზე ან/და მის გაუქმებაზე ან/და ლიზინგის რეგისტრაციაზე (მის გაუქმებაზე, შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანაზე ან სხვა) მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მინიჭებული უფლებამოსილება. აღნიშნული უფლების რეალიზების შემთხვევაში ავტორიზებული ლიზინგის გამცემს ეხსნება ვალდებულება ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული წესით მატერიალური დოკუმენტების წარდგენისას, დამატებით წარადგინოს სააგენტოში წარმომადგენელზე შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი მატერიალური სახის დოკუმენტი; ბ) მის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის ლიზინგის საგნის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის თაობაზე მინიჭებული უფლებამოსილების შესახებ, თუ ამის შესახებ შეთანხმებას ითვალიწინებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით ელექტრონულ დოკუმენტში ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მიერ წარმომადგენლისა და მისი უფლებამოსილების, აგრეთვე პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებამოსილების მითითებას გააჩნია იურიდიული ძალა. 5. ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს ავტორიზებული ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ელექტრონული სახის განცხადებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, რის თაობაზე ლიზინგის გამცემს ეცნობება ელექტრონული სახით. 6. ერთი ელექტრონული სახის განცხადებით/მიმართვით შესაძლებელია ლიზინგის რეგისტრაციის განხორციელების მოთხოვნა მხოლოდ ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე. 7. ლიზინგის რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ავტორიზებული ლიზინგის გამცემი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით ასახული ელექტრონული სახის მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი მატერიალური სახის დოკუმენტები (გარდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი მატერიალური სახის დოკუმენტისა, თუ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება). 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან წარმოდგენილი მატერიალური დოკუმენტების ელექტრონულ დოკუმენტში არსებულ მონაცემებთან არსებითი შეუსაბამობის, ან წერილობითი ფორმის ლიზინგის ხელშეკრულების ამ წესის 144 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში ლიზინგის რეგისტრაცია იურიდიული ძალა არ გააჩნია, ხოლო ლიზინგი ჩაითვლება დაურეგისტრირებლად. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დაინტერესებული პირი კარგავს ლიზინგის რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. 10. სააგენტოს მერ ავტორიზებული ლიზინგის გამცემის წარმომადგენლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენა ხორციელდება ელექტრონული დოკუმენტის მიხედვით, თუ არსებობს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოება. 11. ავტორიზებული ლიზინგის გამცემს უფლება აქვს ლიზინგით გადასაცემი სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემა მოითხოვოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით, რისთვისაც ელექტრონული სახის განცხადება/მიმართვა უნდა შეიცავდეს ლიზინგის საგნის სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ლიზინგის გამცემი თავისუფლდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისაგან. მუხლი 146 1. სააგენტო ახორციელებს ლიზინგის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციას, თუ ცვლილება იწვევს სააგენტოში რეგისტრირებულ ლიზინგის მონაცემში ისეთი ცვლილების შეტანას, რომელიც არ წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების ლიზინგით თავიდან გადაცემას. 2. ლიზინგის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ხორციელდება მატერიალური ან/და ელექტრონული შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე: ა) ლიზინგის გამცემის განცხადება; ბ) ხელშეკრულება, რაც იწვევს ლიზინგის რეგისტრაციაში ცვლილებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა დოკუმენტები. 3. ლიზინგის გამცემი და ლიზინგის მიმღები ვალდებულები არიან ლიზინგის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების თაობაზე დადებულ ხელშეკრულებაში აღნიშნონ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტები (აქტები), რომლებითაც დასტურდება ამ წესის 144 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები. 4. სააგენტო ვალდებულია გაასწოროს მის მიერ ლიზინგის რეგისტრირებულ მონაცემებში დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა. მუხლი 147 სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს ლიზინგის რეგისტრაციაზე, თუ: ა) წარმოდგენილი მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) წერილობითი ფორმის ლიზინგის ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ამ წესის 144 მუხლის მოთხოვნებს; გ) რეგისტრაციის მომენტისათვის ლიზინგის საგანზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა (ყადაღა, ძებნა ან სხვა უფლებრივი შეზღუდვის გადაწყვეტილება); დ) ლიზინგის ხელშეკრულება არ მოიცავს ლიზინგით გადაცემული სატრანსპორტო საშუალების სრულყოფილი იდენტიფიცირებისათვის საჭირო მონაცემებს; ე) ლიზინგის რეგისტრაციის მომენტისათვის წარმოდგენილ მატერიალურ ან/და ელექტრონულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას; ვ) სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური; ზ) ლიზინგის საგანი არ არის რეგისტრირებული ლიზინგის გამცემზე; თ) არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები. მუხლი 148 1. ლიზინგის რეგისტრაცია უქმდება: ა) ლიზინგის გამცემის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე; ბ) ლიზინგის მიმღების მოთხოვნის საფუძველზე, თუ განცხადებას ლიზინგის რეგისტრციის გაუქმების შესახებ თან ერთვის ლიზინგის გამცემის წერილობითი თანხმობა; გ) ლიზინგის საგნის რეგისტრაციიდან მოხსნის გამო; დ) ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღებზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შემთხვევაში; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. 2. ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის საგანზე ლიზინგის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის ან გაუქმებაზე უარის თქმის მართლზომიერებაზე ან/და მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი. 3. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ან/და დაადგინოს ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების (წერილობითი თანხმობა) წარდგენის უფლებამოსილების წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი. მუხლი 149 1. სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის არსებობისას ლიზინგის გამცემის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ლიზინგის მიმღების მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806 მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე სააგენტო გასცემს ლიზინგის მოწმობას. 2. ლიზინგის მოწმობა (დანართი 2) არის აღსრულების ქვემდებარე აქტი, რომლითაც დასტურდება სააგენტოში სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის ფაქტი და რომლის საფუძველზედაც ლიზინგის გამცემს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვს, უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) მოსთხოვოს ლიზინგის საგნის მისთვის მფლობელობაში დაბრუნება. 3. ლიზინგის მოწმობის მისაღებად ლიზინგის გამცემმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) ლიზინგის გამცემის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და ლიზინგის მოწმობის მიღებაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მიმღებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806 მუხლის 11 ნაწილით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მოთხოვნის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ლიზინგის მოწმობის გაცემის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. ლიზინგის მოწმობა არ გაიცემა, თუ: ა) ლიზინგი არ არის რეგისტრირებული სააგენტოში; ბ) წარმოდგენილი დოკუმენტები არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; გ) ლიზინგის რეგისტრაცია გაუქმებულია; დ) მოთხოვნის მომენტისათვის ლიზინგის საგანზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა, როგორც ლიზინგის მიმღებზე სარგებლობის უფლებით რეგისტრირებულ ქონებაზე; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 5. ლიზინგის მოწმობაში აისახება: ა) ლიზინგის გამცემის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი; ბ) ლიზინგის მიმღების სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი; გ) ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველი და თარიღი; დ) ლიზინგის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ე) ლიზინგის საგნის მესაკუთრის სახელი, გვარი, რეგისტრაციის ადგილი, პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი; ვ) ინფორმაცია ლიზინგის მოწმობის გაცემის დღისათვის სატრანსპორტო საშუალებაზე აღრიცხული უფლებრივი შეზღუდვისა და სამართლებრივი დატვირთვის შესახებ; ზ) ლიზინგის მოწმობის ნომერი და გაცემის თარიღი; თ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და ბეჭედი. 6. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს ლიზინგის მოწმობის შესრულებას დამცავი ან/და განმასხვავებელი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით. 7. სააგენტოში ლიზინგის გამცემის მიერ ლიზინგის მოწმობის გაცემის მოთხოვნის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია ლიზინგის გამცემი. მუხლი 1410 1. ლიზინგის გამცემის მიერ ამ წესის 149 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება, თუ სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტით დასტურდება ადრესატისათვის: ა) დოკუმენტის პირადად ხელზე ჩაბარება, რაც დამოწმებული უნდა იყოს ადრესატის ხელმოწერითა და ჩაბარების თარიღით; ბ) კურიერის ან ფოსტის მეშვეობით დოკუმენტის ჩაბარება, რაც უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით; გ) ხელშეკრულებით დადგენილი წესით დოკუმენტის ელექტრონული ფოსტის ან ფაქსით გაგზავნა, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით მოწოდებული გზავნილით; დ) მხარეთა მიერ შეთანხმებული სხვა განსხვავებული წესით ჩაბარება, ხელშეკრულებით დადგენილი წესით. 2. თუ ლიზინგის მიმღების ადგილსამყოფელი უცნობია ან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება სხვაგვარად ვერ ხერხდება, ლიზინგის გამცემმა უნდა უზრუნველყოს აღნიშნული ვალდებულების შესრულება საჯარო შეტყობინების გზით – იმ გზით ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებით, რომელიც გავრცელებულია ლიზინგის მიმღების რეგისტრაციის ან საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულში. ამასთან, დოკუმენტი მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება საჯარო შეტყობინების განხორციელებიდან მე-7 დღეს. 3. სააგენტო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტების ან ინფორმაციის ნამდვილობა. 4. სააგენტოში ლიზინგის გამცემის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტის ან ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დოკუმენტის ან ინფორმაციის მომწოდებელ პირს.“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის IV5 თავი: „IV5 გარდამავალი დებულებანი მუხლი 2112 2017 წლის 1 ნოემბრამდე დადებული ლიზინგის ხელშეკრულების მიმართ სააგენტოში ლიზინგის რეგისტრაციისას არ გამოიყენება ამ წესის 144 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტისა და მე-6 პუნქტის მოთხოვნები. ამასთან, ლიზინგის რეგისტრაცია ხორციელდება ლიზინგის გამცემის განცხადების საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს „ლიზინგის მოწმობის“ თანდართული ფორმა (დანართი 2).
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 ნოემბრიდან.
|
|