არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.10.2017
ძალაში შესვლა 01.12.2017
ძალის დაკარგვა 01.06.2023
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №394
სარეგისტრაციო კოდი 240110000.22.033.017033
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 203 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2017 მიღება
01.12.2017 ძალაში შესვლა
01.06.2023 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი თაბუაშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №394 2017 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №567 დადგენილების მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 არაცხოველური წარმოშობის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებად განისაზღვროს: ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“; ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ბათუმის პორტი“; გ) საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“; დ) საბაჟო გამშვები პუნქტი „გუგუთი“; ე) საბაჟო გამშვები პუნქტი „გარდაბანი“; ვ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სადახლო-საავტომობილო“; ზ) საბაჟო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“; თ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ლაგოდეხი“; ი) საბაჟო გამშვები პუნქტი „ვალე“; კ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ნინოწმინდა“; ლ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“; მ) საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“; ნ) საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ ო) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“; პ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი“; ჟ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 დეკემბრიდან. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თაბუაშვილი