გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 43<sup>1</sup> და 43<sup>2</sup> მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა - ანგარიშგების წესისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.10.2017
ძალის დაკარგვა 26.12.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016356
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა - ანგარიშგების წესისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №55
2017 წლის 31 ოქტომბერი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ტექნიკური რეგლამენტის ნორმების შეუსრულებლობისა და ამ საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე განხორციელების თაობაზე საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს კანონის „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ 36-ე მუხლის „ე“ პუნქტის, საქართველოს კანონის „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 მუხლის, 432 მუხლის, 239-ე მუხლის მე-14 ნაწილის, 240-ე და 270-ე მუხლების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
ტექნიკური რეგლამენტის – საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის სანიტარიული ნორმების შეუსრულებლობისა და ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების ზედამხედველობა დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს“ (ს/კ 226576130).
მუხლი 2🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღევისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების წარმოებისას ინფექციების პრევენციის და კონტროლის კითხვარი და კითხვარის შევსების მეთოდური რეკომენდაცია, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 431 და 432 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალი“, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს „გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის აქტის“ ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი