ცაგერის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №36 |
|
2017 წლის 1 ნოემბერი ქ. ცაგერი |
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის „გ’’ და ‘დ’’ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან.
|
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება ან ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება (უპირატესია დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის გამოცდილება) და ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე);
ე) მე-2 მუხლის „ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოთ პირებს, რომლებიც ამ დადგენილების ამოქმედების მომენტში მუშაობენ საჯარო დაწესებულების დირექტორად.
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
გ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
დ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი’’;
ვ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;
ზ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
თ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი;
ა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
გ) ინკლუზიური განათლების პრინციპები;
დ) უნივერსალური დიზაინის პრინციპები;
ე) განათლების ძირითადი თეორიები;
ვ) პრაქტიკული კვლევის მეთოდი განათლებაში;
ზ) ადრეული განათლების თავისებურებები და პრინციპები;
თ) ორგანიზაციული ქცევის თეორიული საფუძვლები;
ი) სტრატეგიული გეგმის შემუშავების, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
კ) ფინანსური მართვის საფუძვლები;
ლ) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;
მ) ფონდების მოძიების პრინციპები;
ნ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
ო) ინვენტარიზაციის პროცედურები.
2. საჯარო დაწესებულების დირექტორს უნდა შეეძლოს:
ა) ადამიანური რესურსების მართვა;
ბ)პოზიტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკების წარმოება და ადვოკატირება;
გ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობა;
დ) კომპლექსური ურთიერთობის მართვა;
ე) პრაქტიკული კვლევის დაგეგმვა, განხორციელება, შედეგების ანალიზი;
ვ) დაწესებულების მუშაობის ეფექტური შეფასება;
ზ) დაწესებულების მატერიალური საჭიროებების განსაზღვრა;
თ) შესყიდვების დაგეგმვა;
ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
კ) სახელმწიფო ენაზე კომუნიკაცია და დოკუმენტაციის ელექტრონული და მატერიალური ფორმით წარმოება;
ლ) რომელიმე უცხო ენაზე საუბარი და ტექსტის გაგება;
მ) კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობა.
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიურ შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს.