საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.12.2017
ძალაში შესვლა 01.01.2018
ძალის დაკარგვა 01.01.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 120260010.22.026.016544
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/12/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სანივთე ქონებით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.01.2024
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.11.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №94
2017 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სპეციალური წოდების მქონე პირთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძელზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და იუნკერების/მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმები“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, მოსწავლეების (კადეტების) და მსმენელების სანივთე ქონებით უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 30 ნოემბრის №936 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2018 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია