შპს ,,პლაზა ფიტნესის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/32630-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
მოვალე – შპს ,,პლაზა ფიტნესი” (ს/კ 404898777)
წარმომადგენელი – მალხაზ ალბორაშვილი
კრედიტორები – 1. შპს ,,პლაზა მენეჯმენტი
2. ჯუმბერ ხატიაშვილი
3. შოთა ხატიაშვილი
4. შპს ,,ეი ბისი ABC"
წარმომადგენელი – ალექსანდრე მაისურაძე
5. გიორგი მაჭარაშვილი
წარმომადგენელი – ნინო გაწერელია
6. შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი – ნინო მულაძე-ბარავკოვი
7. შპს ,,ბათუმი პლაზა”
8. შპს ,,G.S.G. GROUP"
გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
შპს „პლაზა ფიტნესის“ წარმომადგენელმა მალხაზ ალბორაშვილმა 2016 წლის 26 ოქტომბერს განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა შპს „პლაზა ფიტნესის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.
კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს წევრები როინ მოსეშვილი, თინათინ ფერაძე და მაკა თინიკაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 1 თებერვალს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება საწარმოს გაკოტრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „პლაზა ფიტნესის“ (ს/კ 404898777) მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა სსიპ – აღსრულების ეროვნულ ბიურო.
2017 წლის 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა ი/მ თეიმურაზ ტაკიძემ შპს ,,პლაზა ფიტნესის“ კრედიტორად აღიარების მოთხოვნით.
2017 წლის 27 ოქტომბერს გაკოტრების მმართველმა სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მომართა სასამართლოს კრედიტორთა კრების მოწვევის შუამდგომლობით.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობებს, მიაჩნია, რომ„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად, მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხი: კრედიტორთა მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 27 ნოემბერს, 17 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19, შემდეგი დღის წესრიგით:
● 1.1.კრედიტორთის მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი განცხადებების განხილვა კრედიტორად აღიარების შესახებ;
● 1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე