შპს ,,გზაარამადნეულის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/38066-16
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2017 წლის 30 ოქტომბერი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
წარმომადგენელი – სანდრო ვაშაყმაძე
მოვალე – შპს „გზაარამადნეული”
დირექტორი – შპს „რეაბილიტაცია”
წარმომადგენელი – ამირან დადვანი
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების –საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტარტამენტის განცხადება შპს ,,გზაარამადნეულის” მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში.
კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ კახა ჭკუასელი, თამთა გიგაური და ლევან გოგოხია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 26 ოქტომბერს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილ იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება კომპანიის გაკოტრების შესახებ.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ გადაწყვეტილებას, საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად მოწვეული უნდა იქნეს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კრებაზე განხილულ იქნეს შემდეგი საკითხები: 1) მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება . „2) მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა .
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 -ე მუხლებით,
დაადგინა:
1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 15 ნოემბერს 15.30 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების დამტკიცება.
1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე