სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს“ არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№898
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №898

2017 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი

სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს“ არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის №24/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-7 მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 23 დეკემბრის №153/04 ბრძანების საფუძველზე:

1. შეწყვეტილად ჩაითვალოს სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს“ ლიკვიდაციის პროცესი.

2. სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს“ დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები.

3. სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო“ ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.

4. სს „კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველო“ გარდაიქმნას არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად.

5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოსთვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და მისი ლიკვიდაციის პროცესის დაწყების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2016 წლის 2 სექტემბრის №553 განკარგულება.

6. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს შესაბამისი რეაგირებისათვის.

7. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

8. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

9. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის გაცნობისთანავე.

მ. კიკორია