გიორგი დევაძის განცხადება სავალდებულო სატენდერო შეთავაზებაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სავალდებულო სატენდერო შეთავაზებაზე
სავალდებულო სატენდერო შეთავაზება სს „ტრანსმშენის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 212274812, შემდგომში − კომპანია) აქციათა ყიდვის თაობაზე საქართველოს მეწარმეთა შესახებ კანონის 532 მუხლის შესაბამისად. სავალდებულო სატენდერო შეთავაზების საფუძველია გიორგი დევაძის (პირადი ნომერი: 01015011187, შემდგომში „შემთავაზებელი“) მიერ კომპანიის აქციათა საერთო რაოდენობის ½-ზე მეტის შეძენა (კერძოდ კი აქციათა 82.31472%-ის შეძენა).
გამოსყიდვის პირობები და პროცედურები
1. შემთავაზებელი ფლობს კომპანიის ნებადართულ და გამოშვებულ 798,782 (შვიდას ოთხმოცდათვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაორი) ცალ ჩვეულებრივ აქციას, რაც შეადგენს ნებადართული და გამოშვებული საწესდებო კაპიტალის 82.31472%-ს და სურს გამოისყიდოს კომპანიის დარჩენილი ყველა 72,111 (სამოცდათორმეტი ათას ას თერთმეტი) ცალი ნებადართული და გამოშვებული ჩვეულებრივი აქცია, რომელიც შეადგენს საწესდებო კაპიტალის 7.43105 %-ს (ამასთანავე, კომპანია ფლობს 99,507 ნებადართულ და გამშვებულ საკუთარ ჩვეულებრივ აქციას (სახაზინო აქციები), რაც შეადგენს კომპანიის საწესდებო კაპიტალის 10.25423%-ს და რომელთაც არ ეხება წინამდებარე სავალდებული სატენდერო შეთავაზება).
2. კომპანიის აქციების გამოსასყიდი ფასი შეადგენს 1.7965 ლარს ერთ ცალ აქციაზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. გამოსასყიდი ფასი დადგენილია აუდიტორული კომპანია შპს − „ბეიკერ ტილი ჯორჯიას“ მიერ და არ არის იმ უმაღლეს ფასზე ნაკლები, რომელიც შემთავაზებელმა ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიხადა კომპანიის ჩვეულებრივ აქციაში, კერძოდ კი 798,782 (შვიდას ოთხმოცდათვრამეტი ათას შვიდას ოთხმოცდაორი) ცალ ჩვეულებრივი აქციის შეძენისას.
3. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოქვეყნებული იქნება 2017 წლის 3 ნოემბერს.
4. სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გაგრძელდება 2017 წლის 3 ნოემბრიდან, დღის 10:00 სთ-დან 2018 წლის 9 იანვრის 18:00 სთ-ის ჩათვლით. წერილობითი განცხადებები (აქცეპტის წერილი) კომპანიის აქციონერთა მიერ შეთავაზებაში აღნიშნული პირობებით აქციების გასხვისების თაობაზე მიიღება იმავე ვადაში.
5. განცხადებები განიხილება 2018 წლის 9 იანვრიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, კერძოდ კი 2018 წლის 23 იანვრამდე და იმავე ვადაში მიღებული იქნება გადაწყვეტილება.
6. კომპანიის ნებადართული და გამოშვებული აქციების დარჩენილი 7.43105 %-ის, ანუ 72,111 ((სამოცდათორმეტი ათას ას თერთმეტი) ნებადართული და გამოშვებული და ჩვეულებრივი აქციის სრულად გაყიდვის თანხმობათა არსებობის შემთხვევაში შემთავაზებელი გამოისყიდის აქციათა სრულ რაოდენობას. შემთავაზებელი უფლებამოსილი იქნება გამოისყიდოს სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ფარგლებში გასაყიდად შეთავაზებული აქციების რაოდენობა.
7. შემთავზებელი უფლებამოსილია გამოისყიდოს აქციები იმ პირობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზების პერიოდის განმავლობაში ამ განცხადებაში მითითებულ მისამართზე მიიღებს წერილობით განცხადებას (აქცეპტის წერილს) კომპანიის აქციონერისაგან.
8. შემთავაზებელი იტოვებს უფლებას თავისი გადაწყვეტილებისამებრ უკან გამოითხოვოს შეთავაზება მთლიანად ან მისი ნაწილი, აქციათა გამოსასყიდი ფასის შემცირების ან სხვა პირობების შეცვლის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გაკეთდება განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. სავალდებულო სატენდერო შეთავაზების რომელიმე პირობის შეცვლის შემთხვევაში გაკეთდება შეთავაზების განცხადების განახლებული ვერსია და გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. შესყიდვა მოხდება სავალდებულო სატენდერო შეთავაზების ვადის და გადაწყვეტილების მიღებისთვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, კერძოდ კი 2018 წლის 23 იანვრიდან ოცი სამუშაო დღის ვადაში.
11. კომპანიის აქციონერების მიერ მათ საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვაზე წერილობითი განაცხადებები (აქცეპტის წერილები) უნდა ჩაბარდეს შემდეგ მისამართზე: დოლიძეს ქუჩა №2, მესამე სართული, საკონტაქტო ტელ.: 555 142 557; 598 490 649.
12. „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 532 მუხლის შესაბამისად, შესაძენ აქციათა გამოსასყიდი ფასის შეფასების ანგარიშის გაცნობა აქციონერებს შეუძლიათ წინა პუნქტში მითითებულ მისამართზე.
შემთავაზევებელი
გიორგი დევაძე
03/11/2017