სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ გაცხადება აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერებს
2017 წლის 30 ნოემბერს, დღის 15 საათზე, ქ. ბათუმში, კომახიძის ქ. №119-ში (საზოგადოების იურიდიულ მისამართზე, I სართულზე, სააქტო დარბაზში) გაიმართება სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობა დაბების და სოფლების წყალმომარაგება და წყალარინების გაწმენდის პროგრამა აჭარაში BMZ No. 201366335, BMZ No. 201570282 (თანმდევი ზომები) შეფასებითი მისიის ოქმის დამტკიცება და საზოგადოების დირექტორისათვის აღნიშნულ შეფასების მისიის ოქმზე ხელმოწერისა და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებებისათვის საქმიანობის განხორციელებისა და წარმართვის უფლების შესახებ;
2. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2018 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემების (ბიზნესგეგმის) დამტკიცების შესახებ;
3. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის 260,000 (ორას სამოცი ათასი) ლარით გაზრდისა და საზოგადოების სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შესახებ.
4. სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2017 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორის დანიშვნის შესახებ;
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგინდეს 2017 წლის 30 ოქტომბერი;
აქციონერთა რეგისტრაცია იწარმოებს დღის 14 საათიდან.
კრებაში მონაწილეობის უფლებისა და თქვენს განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის დადგენის შესახებ შეგიძლიათ მიმართოთ სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორს“ შემდეგ მისამართებზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის 74ა; ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 11 (საკონტაქტო პირი − ლუიზა ჩიკაშუა; ტელეფონის ნომერი: 599 15-88-06).
სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორს გააჩნიათ შემდეგი სახის რეკომენდაციები (გადაწყვეტილების პროექტები):
a) აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
● დამტკიცდეს გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობა დაბების და სოფლების წყალმომარაგება და წყალარინების გაწმენდის პროგრამა აჭარაში BMZ No. 201366335, BMZ No. 201570282 (თანმდევი ზომები) შეფასებითი მისიის ოქმი წარმოდგენილი სახით;
● მიეცეს საზოგადოების დირექტორს, ბატონ თეიმურაზ ბედინაძეს აღნიშნულ შეფასების მისიის ოქმზე ხელმოწერისა და პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი ქმედებებისათვის საქმიანობის განხორციელებისა და წარმართვის უფლება.
b) აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
● დამტკიცდეს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2018 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები (ბიზნესგეგმა) წარმოდგენილი სახით;
● სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2018 წლის ხარჯების საპროგნოზო მონაცემები განისაზღვროს 260,000 (ორას სამოცი ათასი) ლარით.
c) აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
● გაიზარდოს სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალი 260,000 (ორას სამოცი ათასი) ლარით და ის განისაზღვროს 390,000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარით;
● სს „აჭარის წყლის ალიანსის“ საწესდებო კაპიტალის ზრდა მოხდეს ერთი აქციის ნომინალური ღირებულების გაზრდით აქციების საერთო რაოდენობისა და აქციონერების წილების შენარჩუნებით;
● სს „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერების შენატანი გაზრდილ საწესდებო კაპიტალში განისაზღვროს მათი წილების პროპორციულად, კერძოდ შემდეგნაირად:
№
აქციონერის დასახელება
შენატანის ოდენობა საწესდებო კაპიტალში (ლარი)
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქი − ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი“
88,400
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით
67,600
3.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − ქობულეთის მუნიციპალიტეტი“
44,200
4.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი“
28,600
5.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − ხულოს მუნიციპალიტეტი“
13,000
6.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − ქედის მუნიციპალიტეტი“
10,400
7.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − შუახევის მუნიციპალიტეტი“
7,800
ჯამი:
260,000
● შევიდეს შემდეგი ცვლილებები სს „აჭარის წყლის ალიანსის“ წესდებაში, კერძოდ:
a. მე-3 მუხლის (კომპანიის კაპიტალი. აქციები) 3.1 და 3.2 ქვემუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„3.1 კომპანიის საწესდებო კაპიტალი (შემდგომში − კაპიტალი) შეადგენს 390,000 ლარს.
1.2 კომპანიის კაპიტალი დაყოფილია 100 ჩვეულებრივ აქციად, ნომინალური ღირებულებით 3,900 ლარი ერთი და იმავე კლასის აქციებისათვის.“;
b. მე-4 მუხლის (აქციონერები. მათი უფლებები და მოვალეობები) 4.2 ქვემუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
„4.2 კომპანიის დამფუძნებელი აქციონერები, მათ საკუთრებაში არსებულ აქციათა მითითებით, არიან:
№
აქციონერის დასახელება
საიდენტიფიკაციო ნომერი
აქციების რაოდენობა (ცალი)
აქციათა ნომინალური ღირებულება (ლარი)
1.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი ქალაქი − ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი“
245576826
34
34
132,600
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, წარმოდგენილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახით
245429200
26
26
101,400
3.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − ქობულეთის მუნიციპალიტეტი“
247001890
17
17
66,300
4.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი“
248428385
11
11
42,900
5.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − ხულოს მუნიციპალიტეტი“
248056311
5
5
19,500
6.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − ქედის მუნიციპალიტეტი“
246762061
4
4
15,600
7.
საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თვითმმართველი თემი − შუახევის მუნიციპალიტეტი“
247865145
3
3
11,700
ჯამი:
100
100
390,000
● დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებები რეგისტრაციაში გატარდეს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
● დაევალოს საზოგადოების დირექტორს აღნიშნული ცვლილებების სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ აქციათა რეესტრში რეგისტრაცია და რეგისტრირებული მფლობელებისთვის ახალი ამონაწერის გაცემა;
● დაევალოს საზოგადოების აქციონერებს სამეწარმეო რეესტრში და აქციათა რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ 2018 წლის 1 აპრილამდე ვადაში უზრუნველყონ საწესდებო კაპიტალში წილობრივად შესატანი ფულადი თანხების (სულ 260,000 ლარი) საზოგადოების საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა თავისი წილების პროპორციულად.
დ) აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
● სს „აჭარის წყლის ალიანსის“ 2017 წლის ფინანსური ანგარიშის შემოწმებაზე აუდიტორად არჩეულ იქნეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ დირექტორატი