⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.02.2018)
გაუქმებულია:

ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.11.2017
ძალის დაკარგვა 12.02.2018
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.150.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 7,358 სიტყვა · ~37 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.11.2017 მიღება
12.02.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (22)
მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა)
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ( შემდგომში - გამგებელი)
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი
ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ქონების შემძენი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი
მუხლი 2
განკარგვა
ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა
მუხლი 2
პრივატიზება
ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში –კოდექსით) დადგენილი ფორმითა და წესით; ე​1) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ან ასეთ პირთა გაერთიანებისათვის, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემა
მუხლი 2
სარგებლობის უფლებით გადაცემა
ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით
მუხლი 2
მართვის უფლებით გადაცემა
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით
მუხლი 2
მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი
მუხლი 2
პრივატიზაციის გეგმა
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციოო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობიანი), აუქციონის შემდგომ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ
მუხლი 2
უპირობო აუქციონი
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
მუხლი 2
პირობებიანი აუქციონი
აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს
მუხლი 2
ვადაგაგრძელებული აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით
მუხლი 2
განმეორებითი აუქციონი
აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პირობებითა და ფასით
მუხლი 2
აუქციონატორი
მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი/ წარმომადგენელი (რწმუნებული)
მუხლი 2
განაცხადი
აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია
მუხლი 2
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
მუხლი 2
წილები და აქციები
შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული წილები და აქციები
მუხლი 2
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად
საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN – კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში
მუხლი 2
ლოტი
აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება
მუხლი 2
მომხმარებელი
შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი
მუხლი 2
საგარანტიო თანხა
მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტირების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა
მუხლი 2
უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2017 წლის 6 ნოემბერი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა’’ და ,,ე.გ’’ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა  და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესები დამტკიცდეს დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად ჩაითვალოს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 მაისის №22 დადგენილება ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის და ანგარიშსწორების წესები თავი 1 ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარისწორების წესების რეგულირების სფერო. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარისწორების წესები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების – საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას – ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის, აგრეთვე ანგარისწორების წესებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მუნიციპალიტეტის ქონების მმართველიმუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო (ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობა); ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ( შემდგომში - გამგებელი); გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი – ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზების პროცესში მონაწილეობის უფლების მქონე ქონების შემძენი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი ან ასეთ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი; დ) განკარგვა – ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა; ე) პრივატიზება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში –კოდექსით) დადგენილი ფორმითა და წესით; ე​1) პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის ან ასეთ პირთა გაერთიანებისათვის, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია, პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე საკუთრებაში გადაცემა; ვ) სარგებლობის უფლებით გადაცემა – ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მართვის უფლებით გადაცემა – ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის გადაცემა, კოდექსით დადგენილი წესით; თ) მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა – ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალი; ი) პრივატიზაციის გეგმა – ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციოო ობიექტების ნუსხის საფუძველზე შედგენილი გეგმა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის დასახელების, მდებარეობის, საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, აუქციონის ფორმის (უპირობო ან პირობიანი), აუქციონის შემდგომ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის სავარაუდო პერიოდის ან/და პერიოდულობის შესახებ; კ) წარმომადგენელი (რწმუნებული) - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიმღების მოძიებას და პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის ინიცირების გზით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის ხელშეწყობას, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, წარმომადგენილი (რწმუნებული), საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს საკადასტრო აზომვით ნახაზებს, ხოლო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემისას – აუქციონის ორგანიზებას, ამ წესით დადგენილი წესით; ლ) უპირობო აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; მ) პირობებიანი აუქციონი – აუქციონი, რომლის შედეგადაც საკუთრების/სარგებლობის უფლება მიენიჭება აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს; ნ) ვადაგაგრძელებული აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება იმავე პირობებით და ფასით; ო) განმეორებითი აუქციონი – აუქციონი, რომელიც იმართება იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდა აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა და ამ ქონების აუქციონზე გატანა ხდება შეცვლილი პირობებითა და ფასით; პ) აუქციონატორიმუნიციპალიტეტის ქონების მმართველი/ წარმომადგენელი (რწმუნებული); ჟ) განაცხადი – აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ აუქციონატორისადმი აუქციონში მონაწილეობის სურვილის წერილობითი გამოხატვა, რითაც ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია აუქციონის მონაწილის შესახებ, მუნიციპალიტეტის ქონების დასახელება, ლოტის ნომერი, საფასური და სხვა ინფორმაცია; რ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარსადგენი წინასწარ განსაზღვრული ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ს) ბე – აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება აუქციონში მონაწილეობის მსურველის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რომელიც აუქციონატორს გადაერიცხება აუქციონის მონაწილის აუქციონში გამარჯვებისთანავე ან კოდექსითა და ამ წესით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევის შემთხვევაში; ტ) წილები და აქციები – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული წილები და აქციები; უ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გააქტიურება ელექტრონულად – საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის ამოქმედება, რომლის რეგისტრაციის ნომრისა და PIN – კოდის წარდგენის შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად ერთვება ვაჭრობაში; ფ) ლოტი – აუქციონის ფორმით განსაკარგად გატანილი მუნიციპალიტეტის ქონება. ერთ ლოტში შესაძლებელია, გაერთიანდეს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონება; ქ) მომხმარებელი – შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებული ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი; ღ) საგარანტიო თანხა – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტირების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი თანხა; ყ) უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟა – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ბირჟათა სიაში შეყვანილი საფონდო ბირჟა. მუხლი 3🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის წესი 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული დავები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის პრივატიზებულ ქონებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. მუხლი 4🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დაადგინოს ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, კოდექსით და ამ წესით გათვალისწინებულის გარდა დამატებითი წესები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება და გამომდინარეობს მათგან. მუხლი 4🔗​1. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების განსაკუთრებული პირობები 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად საინვესტიციო ვალდებულების არსებობის შემთხვევაში აუქციონის შემთხვევაში – აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულებების არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ამ პუნქტში მითითებული თანხის ოდენობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. 2. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია მისი მოქმედების ვადის განმავლობაში უზრუნველყოფს მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 3. მყიდველი ვალდებულია უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 თვის ვადაში შეავსოს იგი სრულ ოდენობამდე. 4. მყიდველის მიერ შესასრულებელი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განმკარგავის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 5. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირვატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ბრუნდება, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის(პირთა) იპოთეკის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ აღნიშნული ქონების იპოთეკით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, მყიდველს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.  თავი II ელექტრონული აუქციონი მუხლი 5🔗. ელექტრონული აუქციონის ფორმით ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება 1. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად. 2. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პირვატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება. 3. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს. 4. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებას უზრუნველყოფს აუქციონატორი. 5. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად. 6. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა) პრივატიზებისას ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი შეიძლება იყოს ამ წესის მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ან პირთა გაერთიანება, ხოლო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისას – კანონით განსაზღვრული პირი. 7. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ელექტრონული აუქციონი ცხადდება აუქციონატორის მიერ. 8. ელექტრონული აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა შესახებ (მათ შორის ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია. მუხლი 6🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება 1. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი. 2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონზე გატანის მიზნით, მოსთხოვოს მუნიციპალიტეტის ამ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საგარანტიო თანხა (ელექტრონულ აუქციონში მონაწილედ დარეგისტრირების უზრუნველსაყოფად), რომლის წარდგენაც შეიძლება განხორციელდეს საბანკო გარანტიის ან უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. ამ პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს ელექტრონული აუქციონის დასრულების ვადას. 3. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 15 კალენდარული დღით აღემატება მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება, მისი ან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით გადახდილი საგარანტიო თანხის გამოყენება, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის თანხმობით, ამ მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა ხორციელდება გააქტიურებით (ელექტრონულად). 4. თუ მუნიციპალიტეტის ქონების შეძენით დაინტერესებულმა პირმა არ მიიღო ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა , მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება მის წარმდგენს, ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდეგ, მისი მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge; 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ. საპრივატიზაციო ობიექტების დასახელებას; გ) ელექტრონული აუქციონის დაწყების და დასრულების დროს, რომელიც არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი; დ) საპრივატიზაციო ობიექტის საწყის საპრივატიზებო საფასურს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის /ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 15 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ვ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესს; ზ) ელექტრონული აუქციონის პირობებს (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში); თ) ბიჯის სიდიდეს; ი) აუქციონატორის საკონტაქტო ინფორმაციას; კ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 7. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო ნომერს; ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას; გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას; დ) აქციების ან წილების საწყის საპრივატიზებო საფასურს და წილს კაპიტალში; ე) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 8. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია; 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს. 10. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ელექტრონული აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), მათ შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს: ა) მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასური; ბ) ელექტრონული აუქციონის ჩატარების ვადა; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილ ფარგლებში განსაზღვრული წარმომადგენელის (რწმუნებული) ავანსის ან/და მომსახურების ანაზღაურების ოდენობა და მისი გაცემის წესი; დ) ურთიერთვალდებულებანი და მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისათვის; ე) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. მუხლი 7🔗. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები: 1. ელექტრონული აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც, დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ, გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საპრივატიზებო საფასურზე დამატებით. 2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა: ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირები); ბ) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) გაცნობა და მათზე თანხმობის განცხადება; გ) პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში ელექტრონულ აუქციონის პირობების გაცნობა; დ. საბანკო დაწესებულების მეშვეობით, აგრეთვე, ინტერნეტბანკინგის, საბანკო პლასტიკური ბარათისა და სხვა ელექტრონული საშუალებების მეშვეობით ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად). 3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოტის პრივატიზებისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარადგინოს/გააქტიუროს (ელექტრონულად) ან ბე უნდა გადაიხადოს თითოეული მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტებისათვის ცალ-ცალკე. 4. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს შეუძლია უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2 ან/და მე-3 პუნქტის მოთხოვნები. მუხლი 8🔗. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი, ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისათვის, რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რის შედეგადაც ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველს ენიჭება ელექტრონულ აუქციონში მონაწილის სტატუსი. 2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინრეჟიმში. 3. ელექტრონული აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში. 4. ელექტრონული აუქციონის დასაწყისად ითვლება მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოცხადების მომენტი. 5. ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირს, რომელსაც სურს საწყისი საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინრეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას), რომელიც, ასევე, ფიქსირდება ონლაინრეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გაყიდულად ელექტრონული აუქციონის იმ მონაწილეზე, რომლის მიერაც ონლაინრეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისათვის, შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. 6. თუ ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს ელექტონული აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შეთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შეთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული დროის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შეთავაზებული, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო ფასის შემთავაზებელი პირი. 7. ელექტრონული აუქციონის გამოცხადებიდან (დაწყებიდან) მის დასრულებამდე ნებისმიერ დროს, მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს ბე ან წარადგინოს/გაააქტიუროს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია. ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად) განხორციელებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ გადახდა და წარდგენა/გააქტიურება (ელექტრონულად) შესაბამის სისტემაში აისახება ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე. 8. ვაჭრობის დასრულებისას, გამარჯვებულსა და ელექტრონული აუქციონის სხვა მონაწილეებს, ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია ელექტრონული აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯებულს ელექტრონული გზით ეცნობება ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის თარიღი და მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გადაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად. 10. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში. 11. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 12. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი/გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ: ა) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ბ) ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება. 13. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, აგრეთვე, სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ აუქციონის მონაწილემ დაარღვია ელექტრონული აუქციონის კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული წესი ან/და პირობები. მუხლი 9🔗. მხარეთა უფლებები და მოვალეობები 1. აუქციონატორი უფლებამოსილია: ა) ნებისმიერ დროს შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი და ელექტრონული აუქციონის პირობები (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) და განათავსოს შესაბამის ვებგვერდზე; ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან აუქციონატორს; გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ წესის მოთხოვნათა დარღვევით; დ) ელექტრონული აუქციონის პროცესში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები. 2. აუქციონატორის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში ელექტრონულ აუქციონში მონაწილეს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესითა და ეელქტრონული აუქციონის პირობებით (პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში) აღარ სურს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა. 3. აუქციონატორი ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით, გადასცეს ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულს საკუთრების უფლება ქონებაზე (ხოლო ვალდებულებების არსებობის შემთხვევაში – საკუთრების უფლება ვალდებულებებთან ერთად). 4. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უფლებამოსილია: ა) შეიძინოს მუნიციპალიტეტის ქონება; ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები; 5. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია: ა) დაიცვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესები; ბ) დადგენილ ვადაში გადაიხადოს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში დადგენილი წესით დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები. მუხლი 10🔗. ანგარიშსწორება 1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შთავაზებული სხვა საშუალებებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია როგორც გააქტიურებით (ელექტრონულად), ასევე წარდგენის საშუალებით. 2. ელექტრონული აუქციონის შესაბამის ვებგვერდზე მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ლოტის სრული ღირებულების გადახდის, ასევე, ბეს/ უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხელის, ლოტის (ლოტის სრული ღირებულებების მითითებით) და აუქციონატორის შესახებ, დასახელების და ანგარიშის (ანგარიშების ნომრის) მითითებით. 3. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა ხორციელდება, ამ წესის გათვალისწინებით, აუქციონატორის მიერ განსაზღვრული წესით, საბანკო დაწესებულებაში, ინტერნეტბანკინგის საშუალებით, საბანკო პლასტიკური ბარათითა და აუქციონატორის მიერ შემოთავაზებული სხვა საშუალებებით. 4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 11🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (შემდგომში – ოქმი) არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ოქმის საფუძველზე 15 კალენდარული დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის ქონების მმართველსა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება). 2. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში – ელექტრონული აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/და საგარანტიო თანხას/ ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის არსებულ სხვაობას. 3. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას. 4. ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ახალგორის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 5. მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადაეცემა მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან, ხოლო პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაიცემა ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულების შემდეგ. 6. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით. 7. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების დამადასტურებელ მოწმობის ფორმას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით. 8. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო დატვირთული ქონების მოთხოვნის უფლების მფლობელის საკუთრებაში გადასვლისას ან ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ქონების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. 9. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს მუნიციპალიტეტი არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს. მუხლი 12🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა 1. თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი უპირობო ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებისას, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის მუნიციპალიტეტის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება მუნიციპალიტეტის ქონებაზე, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება. 2. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 3. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 4. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. 5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. 6. ოქმითა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0,05%-ს. 7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად. 8. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, პრივატიზებული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა. მუხლი 13🔗. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი 1. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 2. თუ არ მოხდება ელექტრონული აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ ელექტრონულ აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით ელექტრონულ აუქციონად. განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე, თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესები. თავი III საჯარო აუქციონი მუხლი 14🔗. საჯარო აუქციონის ფორმით ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება  საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 15🔗. საჯარო აუქციონის ორგანიზება 1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზატორის ფუნქციებს გადასცემს წარმომადგენელს (რწმუნებული), გამოიყენება ამ წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 3. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას – ადგილობრივ ან სხვა ბეჭდვით საინფორმაციო გამოცემაში და ვებგვერდზე www.eauction.ge. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) აუქციონატორის დასახელებას; ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში); გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას; დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს; ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 10%-ს და არაუმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო; ვ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას; ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 5. აქციების ან წილების პრივატიზების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გარდა, დამატებით უნდა შეიცავდეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ მონაცემებს. 6. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს უფლება აქვს, მიიღოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის შესახებ აუქციონატორის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია. 7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, წინასწარ გაეცნოს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტს. 8. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით, ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, სააუქციონო კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები და განსაზღვრავს კომისიის წევრების ფუნქციებს. აღნიშნული სააუქციონო კომისია აუქციონატორის სახელით ადგენს საჯარო აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს. მუხლი 16🔗. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები 1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი განაცხადები არ მიიღება. 2. საჯარო აუქციონი ტარდება მისი გამოცხადების დღიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და გამყიდველის მიერ დადგენილ საათამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც საჯარო აუქციონის გამოცხადებიდან ოცდამეათე კალენდარული დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან დასვენების დღეს, განაცხადების მიღება გრძელდება და წყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს, იმავე საათზე. 3. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს: ა) განაცხადს ამ წესის მე-2 მუხლის ,,ჟ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად; ბ) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (უპირო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქონების პრივატიზებისათვის გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის საფასური უნდა გადაიხადოს მუნიციპალიტეტის თითოეული ქონებისათვის ცალ-ცალკე. 5. თუ საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველის მიერ წარდგენილი ყველა დოკუმენტი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს ,,აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში’’, იტოვებს წარდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის (შემდგომში – მონაწილე) სტატუსს. 6. მონაწილეს უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ, განაცხადის მიღების პერიოდში. 7. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ: ა) განაცხადის წარმდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს მუნიციპალიტეტის ქონების შემძენად; ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან/და მე-4 პუნქტების მოთხოვნები. 8. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანასაკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას, კოდექსით და ამ წესით განსაზღვრული გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ხოლო საჯარო აუქციონი ტარდება ამ წესის შესაბამისად. საჯარო აუქციონის ორგანიზების, ჩატარების, აგრეთვე, ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის, საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის და საჯარო აუქციონში გამარჯვებულის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდისა და ამ ღირებულების თანამესაკუთრეთა შორის განაწილების წესი, ამ წესით დადგენილი პრინციპების დაცვით, განისაზღვრება შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების წერილობითი შეთანხმებით. მუხლი 17🔗. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი 1. მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს. 2. სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი ადარებს გაცემული ნომრიანი სპეციალური დაფების რაოდენობას შესული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს მონაწილეთა რაოდენობას. 3. საჯარო აუქციონს ატარებს სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი. 4. მუნიციპალიტეტის თითოეულ საპრივატიზებო ქონებაზე ვაჭრობის დაწყებისას, სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აცხადებს მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას, მის საწყის საპრივატიზებო საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო). 5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტის საწყისი საპრივატიზებო საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება. 6. მონაწილე, რომელსაც სურს საწყის საპრივატიზებო საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის სპეციალურ დაფას (რაც ნიშნავს, საწყის საპრივატიზებო საფასურზე ბიჯის დამატებას). სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს. ყველაზე მაღალი ფასის სამჯერ გამოცხადებისა და სააუქციონო კომისიის შესაბამისი წევრის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ, მუნიციპალიტეტის ქონება ითვლება გასხვისებულად იმ მონაწილეზე, რომელმაც სააუქციონო კომისიის შესაბამის წევრს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. 7. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება, რომელიც შეიცავს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების ძირითად პირობებს და მხარეთა უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერენ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი და მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი. 8. თუ საჯარო აუქციონში გამარჯვებული პირი უარს განაცხადებს საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, მას ჩამოერთმევა საჯარო აუქციონში გამარჯვებულის სტატუსი და შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება. 9. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და მონაწილეებს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდებათ. 10. სააუქციონო კომისია, საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილეებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს საჯარო აუქციონში, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოხსენებით ბარათს ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და სააუქციონო კომისიის მდივანი. 11. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ გადახდილი მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულება ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 18🔗. ვადაგაგრძელებული და განმეორებითი საჯარო აუქციონის ჩატარების წესი 1. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ. 2. თუ არ მოხდება საჯარო აუქციონის ფორმით გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, ეს ქონება შესაძლებელია, გატანილ იქნეს საპრივატიზებოდ საჯარო აუქციონზე, შეცვლილი საწყისი საპრივატიზებო საფასურით ან/და პირობებით. ასეთ შემთხვევაში, აუქციონი ჩაითვლება განმეორებით საჯარო აუქციონად. განმეორებით საჯარო აუქციონზე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური შეიძლება შემცირდეს 50%-მდე. თუ მუნიციპალიტეტის ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, გამოიყენება ამ თავით დადგენილი საჯარო აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 19🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. საჯარო აუქციონის ფორმით მუნციციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, აუქციონატორისა და მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ ხელმოწერილი ოქმის საფუძველზე, 15 კალენდარული დღის ვადაში, ფორმდება წერილობითი ხელშეკრულება. 2. საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, გარიგებათა გასაფორმებლად გამოიყენება ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 - მე-9 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 20🔗 მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო აუქციონის ფორმით ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ წესის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.  თავი IV ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა მუხლი 21🔗. ზოგადი დებულებები 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორები შეიძლება იყვნენ: ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას; ბ) სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები, სხვა მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოები, პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას; გ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისას. 2. კოდექსით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება: ა) ვადით და სასყიდლით; ბ) უსასყიდლოდ, ვადით ან უვადოდ. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს, რომელიც, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ, იღებს გადაწყვეტილებას მისი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ამ წესებით დადგენილი პროცედურებით. მუხლი 22🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ფორმები და ვადები. 1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით: ა) აღნაგობა; ბ) უზუფრუქტი; გ) ქირავნობა; დ) იჯარა; ე) თხოვება; ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით. 2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით ან პირდაპირი განკარგვის წესით. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 3. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა შეიძლება სასყიდლით ან უსასყიდლოდ, პირობებით ან უპირობოდ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემა დასაშვებია არა უმეტეს 2 წლის ვადით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, მუნიციპალიტეტის ქონებას უსასყიდლო აღნაგობის, უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმებით, აუქციონის გარეშე, გადასცემს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოებს, სხვა მუნიციპალიტეტებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს (გარდა პოლიტიკური პარტიებისა), მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებს. 6. მუნიციპალიტეტის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია ქონების მესაკუთრის ან მისი წარმომადგენლის (რწმუნებულის) წერილობითი მოთხოვნის თანახმად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაიხადოს ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური, სათანადო პერიოდში ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან ქონებით სარგებლობის მთელი პერიოდისათვის. აღნიშნული ქონების მიმართ განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. მუხლი 23🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით ვადიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და მუნიციპალიტეტის ქონების ვადიანი სარგებლობისათვის ყველაზე მაღალი ფასის გადახდა. 2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 3. აუქციონის პირობებს (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის გადასაცემი ქონების მდგომარეობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. მუხლი 24🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის საერთო პირობები 1. მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით სარგებლობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს ფიზიკური, საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემას. 2. მუნიციპალიტეტის ქონების უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემის ინიციატორი სათანადო განაცხადს წარუდგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, აღნიშნული საკითხის განხილვის შემდგომ იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ. 3. უზუფრუქტის, ქირავნობის, აღნაგობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ სხვა პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია, მხოლოდ, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს თანხმობით. 4. უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვების ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს შორის ფორმდება მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე შესაბამისი ხელშეკრულება (შემდგომში – სარგებლობის ხელშეკრულება). 5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილება (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ უთანაბრდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სარგებლობის ხელშეკრულებას დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობისთანავე. 6. მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ, უნდა დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 25🔗. აუქციონის ორგანიზება მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესები. მუხლი 26🔗. პირდაპირი განკარგვის წესით ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ორგანიზება 1. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველი იხილავს შემოსულ განაცხადებს 30 კალენდარული დღის ვადაში, რის შემდეგაც იღებს გადაწყვეტილებას და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ადგენს პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). 2. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანია მუნიციპალიტეტის ქონებაზე სარგებლობის უფლება გადაეცეს იმ პირს, რომელიც სრულად და კეთილსინდისიერად შეასრულებს მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი წესით განკარგვისას დადგენილ პირობებს (პირობებით, პირდაპირი განკარგვის წესით, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას). 3. პირდაპირი განკარგვის წესით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიღების მსურველი პირი, განაცხადით მიმართავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს და წარუდგენს: ა) განცხადებას; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის/პასპორტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში); გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენის ვადაა ორი კვირა. აღნიშნული ვადა აითვლება მოთხოვნის მიღებიდან. მუხლი 27🔗. გარიგებათა გაფორმების წესი 1. მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, სარგებლობის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ეს წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც მუნიციპალიტეტის ქონების პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის თაობაზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში, ხოლო აუქციონის დანარჩენ მონაწილეებს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უბრუნდებათ მისი შეტანის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენის საფუძველზე, მოთხოვნიდან 10 (ათ) კალენდარულ დღეში. 4. მხარეთა შორის დასადებ სარგებლობის ხელშეკრულებაში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები: ა) მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონების დასახელება, ადგილსამყოფელი და მუნიციპალიტეტის ქონების სხვა მახასიათებლები; ბ) ცნობები მუნიციპალიტეტის აღნიშნული ქონების გადაცემისა და მიღების შესახებ; გ) სარგებლობის ხელშეკრულებით დადგენილი ქირის ოდენობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში; დ) მხარეთა ურთიერთვალდებულებები მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ; ე) სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ფორმები, საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ წესის 28-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები; ვ) მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის პირობები და ვადები; ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები. 5. ამ წესით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლება გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული სარგებლობის ხელშეკრულებით. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები. მუხლი 28🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა 1. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები ვალდებულია, მისთვის გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისას დაიცვას აუქციონის ან/და სარგებლობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები, სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს. სარგებლობის ხელშეკრულებით მხარეთა მიერ შესაძლებელია, გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა. 2. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს უფლება არა აქვს, მუნიციპალიტეტის სარგებლობის უფლებით მიღებული ქონება, სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის, გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) ან სხვაგვარად დატვირთოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეუთანხმებლად. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 3. სარგებლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს ეძლევა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში – გადაუხდელი ქირის 0,1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში – დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღების მიერ პირდაპირი განკარგვის წესით, აუქციონის ან/და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება სარგებლობის ხელშეკრულებით. 4. სარგებლობის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მიიჩნევა სარგებლობის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღებს არ უბრუნდება გადახდილი თანხა და არ უნაზღაურდება მის მიერ გაწეული სხვა ხარჯები. 5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა. თავი V ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემა მუხლი 29🔗. ზოგადი დებულებები 1. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემას ახორციელებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 2. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ინიციატორი განაცხადს წარუდგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს, რომელიც მთავრობის სახელით, აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადასცემს წილებსა და აქციებს. 3. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ვადას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო. მუხლი 30🔗. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ორგანიზება და პირობები 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების მართვის უფლებით გადაცემა ხდება აუქციონის ფორმით. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის ფორმის (უპირობო ან პირობებიანი აუქციონი) შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით. 2. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას, აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია აუქციონის პირობების სრულად დაკმაყოფილება (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში) და ყველაზე მაღალი ფასის გადახდა. 3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 4. აუქციონის პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით. მუხლი 31🔗. აუქციონის ორგანიზება 1. აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი. 2. აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემისას, გამოიყენება ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესები. 3. ამ წესით დადგენილი ელექტრონული ან საჯარო აუქციონის ჩატარების წესებით დადგენილი გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია, დამატებით, შესაძლოა, შეიცავდეს ინფორმაციას აქციების საერთო რაოდენობის შესახებ, ნომინალური ღირებულების მითითებით, მუნიციპალიტეტის წილის ოდენობას სააქციო ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, საწარმოს კრედიტორულ და დებიტორულ დავალიანებებს. 4. საჭიროების შემთხვევაში, აუქციონის პირობებად შეიძლება განისაზღვროს სხვა პირობებიც, მათ შორის, დივიდენდების განაწილების წესი და ბიუჯეტის სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში). მუხლი 32🔗. გარიგებათა გაფორმების წესი აქციებისა და წილების მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, გარიგებათა გაფორმებისას, გამოიყენება ამ წესის მე-11 ან მე-19 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. მუხლი 33🔗. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღების პასუხისმგებლობა 1. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს, მოთხოვნისთანავე წარუდგენს ინფორმაციას (ანგარიში) შესაბამისი ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე; 2. აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე უფლება არა აქვს: საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს საწარმოს საკუთრებაში არსებული ან ბალანსზე რიცხული ქონება, ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს აქციები ან წილები. ამასთან, აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა. 3. შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალსწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, აქციების ან წილების მართვის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება აუქციონის ან/და სახელშეკრულებო პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ: ა) წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც იხდის წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები, წილების/აქციების მართვის უფლებით გადაცემის საფასურის გადაუხდელი თანხის 0,1%, მაგრამ არანაკლებ 5 (ხუთი) ლარისა, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღების მიერ სხვა სააუქციონო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით. 4. თუ წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღები არ იხდის პირგასამტეხლოს და არ ასრულებს სააუქციონო ან/და შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უფლება აქვს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულება მოშალოს ცალმხრივად. წილების/აქციების მართვის უფლებით მიმღებს ჩამოერთმევა აქციების ან წილების მართვის უფლება. 5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების საკითხი, აგრეთვე, მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან გათავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა. თავი V​1 ახალგორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა მუხლი 33🔗​1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვის ფორმები და პირობები 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით. 2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემისას ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (რწმუნებულის) გარეშე. 3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ წესის მე-11 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები.  თავი VI ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურისა და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრა მუხლი 34🔗. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუხლი 35🔗. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრის წესი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. მუხლი 36🔗. მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის და ქირის საფასურის განსაზღვრის წესი 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ამ წესის 34-ე მუხლის შესაბამისად, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) მიერ დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით. 3. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების აუქციონის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილი საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. 4. მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის წლიური საფასურის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლობითი ორგანოს თანხმობით. მუხლი 37🔗. წილებისა და აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის და მართვის უფლებით გადაცემის საწყისი საფასურის განსაზღვრის წესი 1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით. 2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილების/აქციების აუქციონის ფორმით მართვის უფლებით გადაცემისას, მართვის უფლებით გადაცემის საფასური განისაზღვრება დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე, წილების/აქციების საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ის ოდენობით. მუხლი 38🔗. საწყისი საპრივატიზებო საფასურის და სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი საფასურის შემცირება განმეორებითი აუქციონის დროს  თუ არ მოხდება აუქციონზე გატანილი მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვა, განმეორებით აუქციონზე აღნიშნული ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება 50%-მდე შემცირდეს, ხოლო, თუ მუნიციპალიტეტის ქონება განმეორებით აუქციონზეც არ განიკარგა, საწყისი საპრივატიზებო საფასური/ქირის საწყისი საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს. ასეთ შემთხვევაში, ყოველი განმეორებითი აუქციონის ჩატარებისას, ქონების საწყის საპრივატიზებო საფასურს და სხვა პირობებს ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულო.