“საქართველოს ეროვნული სტანდარტების დამტკიცების შესახებ”
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება მოქმედი ტექნიკური რეგულირება
მიღების თარიღი 15.04.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნომერი №96
სარეგისტრაციო კოდი 300.160.050.12.216.005.804
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 29/04/2003
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.04.2003 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
“საქართველოს ეროვნული სტანდარტების დამტკიცების შესახებ”
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:GrigoliaMtavr; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GrigoliaMtavr;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:49.65pt 42.45pt 49.65pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.050.12.216.005.804
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და
სერტიფიკაციის სახელმწიფო
დეპარტამენტის (საქსტანდარტი) ბრძანება №96
2003 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„სტანდარტიზაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული სტანდარტი სსტ 100.5-2003 „აკრედიტაციის სისტემა. ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიებისადმი (ცენტრებისადმი)”.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქსტანდარტის 1998 წლის 31 დეკემბრის №218 ბრძანებით დამტკიცებული სსტ 100.5-98 „აკრედიტაციის სისტემა. ზოგადი მოთხოვნები საგამოცდო და დამამოწმებელი ლაბორატორიებისადმი (ცენტრებისადმი)” საქართველოს სახელმწიფო სტანდარტი.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯანიკაშვილი
საქართველოს ეროვნული სტანდარტი აკრედიტაციის სისტემა
ზოგადი მოთხოვნები ლაბორატორიებისადმი (ცენტრებისადმი)
შემოღებულია: 24.04.2003 წ.
1. გამოყენების სფერო
წინამდებარე სტანდარტი შემუშავებულია საქართველოს კანონის „პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ”, „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ” შესაბამისად და ადგენს ზოგად მოთხოვნებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს საგამოცდო, დამამოწმებელი, გამზომი და საკალიბრო, ლაბორატორიები (ცენტრები) (შემდგომ –ლაბორატორიები), რათა ისინი აღიარებულ იქნენ ტექნიკურ კომპეტენტურობაზე ან ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე განსაზღვრულ საქმიანობის სფეროში გამოცდების, გაზომვების და დაკალიბრების ჩასატარებლად.
წინამდებარე სტანდარტი განკუთვნილია გამოსაყენებლად:
– აკრედიტაციის ორგანოსათვის – საგამოცდო, დამამოწმებელი, გამზომი და საკალიბრო ლაბორატორიების აკრედიტაციისას;
– საგამოცდო, დამამოწმებელი, გამზომი და საკალიბრო ლაბორატორიების აკრედიტაციის მომზადებისა და შემდგომი საქმიანობის განსახორციელებლად.
2. განმარტებები
წინამდებარე სტანდარტში გამოყენებული ცნებები, ტერმინები და განმარტებები შეესაბამება ისო/იეკ 2 სახელმძღვანელოს.
აკრედიტებული ტექნიკურ კომპეტენტურობაზე – ნიშნავს, რომ ლაბორატორია წარმოადგენს იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციის სტრუქტურულ ერთეულს და იგი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად.
აკრედიტებული ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე – ნიშნავს, რომ ლაბორატორია წარმოადგენს იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციას და იგი უფლებამოსილია განახორციელოს საქმიანობა აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად.
გამოცდა – ტექნიკური ოპერაცია, რომელიც ითვალისწინებს მოცემული პროდუქციის, პროცესის ან მომსახურების ერთ ან რამდენიმე მახასიათებლის განსაზღვრას დადგენილი პროცედურის მიხედვით.
გამოცდის მეთოდი – გამოცდის ჩატარების დადგენილი ტექნიკური პროცედურა.
გამოცდის ოქმი – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გამოცდის შედეგებს და გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
საგამოცდო ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელშიც ტარდება გამოცდები.
შენიშვნა: ტერმინი „საგამოცდო ლაბორატორია” შეიძლება გამოყენებულ იქნეს იურდიული ან ტექნიკური ორგანოს ან ორივეს მნიშვნელობით.
დამამოწმებელი ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელშიც ტარდება გაზომვის საშუალებათა ცდომილების განსაზღვრის სამუშაოები.
გაზომვათა მეთოდი – გაზომვათა პრინციპებისა და საშუალებების გამოყენების ხერხების ერთობლიობა.
გაზომვის ოქმი – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს გაზომვის შედეგებს და გაზომვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
დაკალიბრების სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც მოიცავს დაკალიბრების შედეგებს და დაკალიბრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
გამზომი ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელშიც ტარდება გაზომვები.
შენიშვნა: ტერმინი „გამზომი ლაბორატორია” შეიძლება გამოყენებულ იქნეს
იურდიული ან ტექნიკური ორგანოს ან ორივეს მნიშვნელობით.
საკალიბრო ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელშიც ტარდება გაზომვის საშუალებათა დაკალიბრება.
გაზომვის საშუალებათა დაკალიბრება – სამუშაოთა ერთობლიობა, რომელთა მიზანია მეტროლოგიური მახასიათებლების ნამდვილ მნიშვნელობათა და გაზომვათა საშუალებების ვარგისიანობის განსაზღვრა, რომლებიც არ ექვემდებარება სახელმწიფო მეტროლოგიურ კონტროლსა და ზედამხედველობას.
აკრედიტებული ლაბორატორია – ლაბორატორია, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია.
ლაბორატორიის დებულება – დუკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს , იურიდიული სტატუსის, ფუნქციების, უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
გამზომი მოწყობილობები – ტექნიკური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება დამოწმების, გამოცდების და გაზომვების დროს.
შენიშვნა: ტერმინი „გამზომი მოწყობილობები” მოიცავს ყველა გამზომ ხელსაწყოს, ეტალონებს, სტანდარტულ ნიმუშებს, დამხმარე გამზომ საშუალებებს და ინსტრუქციებს, რომლებიც საჭიროა გაზომვების ჩასატარებლად.
გაზომვა – ოპერაციათა ერთობლიობა, რომელიც სრულდება ფიზიკური სიდიდის დასადგენად.
ლაბორატორიის შემოწმება საქმიანობის ხარისხზე – ლაბორატორიის გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების ან დაკალიბრების ჩატარების უნარიანობის დადგენა ლაბორატორიათაშორისი შედარებითი ანალიზების ჩატარებით.
საინსპექციო კონტროლი – ლაბორატორიის შემოწმება, რომელსაც ატარებს აკრედიტაციის ეროვნული ორგანო, რათა დაადგინოს აკრედიტებული ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობა აკრედიტაციის დამტკიცებულ კრიტერიუმებთან.
3. ზოგადი მოთხოვნები
3.1. ლაბორატორიის აკრედიტაცია წარმოადგენს ლაბორატორიის ტექნიკურ კომპეტენტურობაზე ან ტექნიკურ კომპეტენტურობასა და დამოუკიდებლობაზე ოფიციალურ აღიარებას განსაზღვრულ საქმიანობის სფეროში კონკრეტული გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების ჩასატარებლად სტანდარტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შესაბამისად.
3.2. ლაბორატორიებად შეიძლება აკრედიტებულ იქნეს ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ის ორგანიზაციები, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და პასუხობენ დადგენილ მოთხოვნებს.
4. ლაბორატორიების ძირითადი ფუნქციები
4.1. ლაბორატორიის ძირითადი ფუნქციებია:
– აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების ჩატარება;
– გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების შედეგების უტყუარობა, ობიექტურობისა და სიზუსტის უზრუნველყოფა;
– გამოცდების ჩატარება მხოლოდ იმ ნიმუშებზე, რომლებიც ზუსტად არიან
იდენტიფიცირებული, როგორც დამამზადებლის (დამკვეთის) სასერტიფიკაციო პროდუქციის ტიპიური ნიმუში;
– გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების შედეგების მიხედვით ყველა წარმოდგენილი პრეტენზიის აღრიცხვა;
– გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების ჩატარების დადგენილი და შეთანხმებული ვადების დაცვა.
4.2 ლაბორატორიამ უნდა ჩაატაროს თავისი საქმიანობის შეფასება (შიდა აუდიტი). შეფასება უნდა ჩაატაროს გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების მეთოდების, მისი მიზნების და შედეგების შეფასების მცოდნე კომპეტენტურმა პირებმა
5. ტექნიკური კომპეტენტურობა
5.1 ორგანიზაცია და მართვა
5.1.1 ლაბორატორია უნდა იყოს კომპეტენტური, ჩაატაროს შესაბამისი გამოცდების, დამოწმებები, გაზომვები და დაკალიბრება
5.1.2 ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს:
– ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თანამშრომლებისათვის საქმიანობის კონკრეტულ სფეროს და მისი დაქვემდებარების საზღვრებს (ვალდებულებები და პასუხისმგებლობა);
– ლაბორატორიის დებულება, რომელიც შეიცავს წინამდებარე სტანდარტის მე-3 პუნქტში მითითებულ ინფორმაციას.
5.1.3 ლაბორატორიას უნდა ჰყავდეს ტექნიკური ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია გამოცდებთან, დამოწმებებთან, გაზომვებთან და დაკალიბრებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობაზე.
5.2 პერსონალი
5.1.2 ლაბორატორია დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი განათლების და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით და უზრუნველყოფდეს მათ მუდმივ სწავლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას.
5.2.2 ლაბორატორიაში უნდა არსებობდეს აუცილებელი დოკუმენტაცია და მონაცემები, რომლებიც ეხება პერსონალის კვალიფიკაციას, პრაქტიკულ გამოცდილებას.
5.2.3 თითოეული თანამშრომლისათვის უნდა არსებობდეს თანამდებობრივი ინსტრუქციები, რომელიც ადგენს ფუნქციებს, ვალდებულებებს, უფლებებს და პასუხისმგებლობას, აგრეთვე მოთხოვნებს განათლების, ტექნიკური ცოდნისა და მუშაობის გამოცდილების მიმართ.
5.2.4 გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების ჩატარებასა და შეფასებაში უშუალოდ მონაწილე სპეციალისტები უნდა იყვნენ ატესტირებულნი დადგენილი წესით, მისი ჩატარების უფლებაზე.
5.2.5 ტექნიკურ კომპეტენტურობაზე აკრედიტებული ლაბორატორიის საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ნაწილდება ლაბორატორიის ხელმძღვანელობასა და იმ ორგანიზაციის ადმინისტრაციას შორის, რომლის სტრუქტურულ ქვედანაყოფსაც იგი წარმოადგენს.
5.3. გარემო, შენობა, აღჭურვილობა
5.3.1 გარემო პირობები, რომელშიც ხორციელდება გამოცდები, დამოწმებები, გაზომვები და დაკალიბრება, ეტალონებისა და გამზომი მოწყობილობების ექსპლუატაცია გარანტიას უნდა იძლეოდეს მიღებულ გაზომვათა შედეგების უტყუარობაზე.
5.3.2 ლაბორატორიას უნდა შეეძლოს გაზომვათა შედეგებზე მოქმედი გარემოს ფაქტორების (ტემპერატურის, ტენიანობის, განათების, ვიბრაციის, სისუფთავის, ელექტრული და მაგნიტური ველების და სხვათა) გათვალისწინება.
5.3.3 გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების ჩატარების ადგილები დაცულ უნდა იქნეს უცხო პირებისგან.
5.3.4 ლაბორატორიის განლაგება, შენობა და ფართობი, რომელიც გამოიყენება გამოცდების და დამოწმებების ჩასატარებლად, ენერგიის წყარო, განათება, გათბობა, ვენტილაცია უნდა უზრუნველყოფდეს სამუშაოს სათანადო წესების დაცვას.
5.3.5 გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების სწორად ჩატარებისათვის, ლაბორატორია აღჭურვილ უნდა იქნეს დანადგარებით, გამზომი საშუალებებით, მოწყობილობებით, აგრეთვე შესაბამისი მასალებით (ქიმიური რეაქტივები, ნივთიერებები და სხვა).
5.3.6 ცალკე შემთხვევაში ხელშეკრულების პირობებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა ორგანიზაციის მოწყობილობები.
5.3.7 საგამოცდო მოწყობილობები, გამზომი საშუალებები და მეთოდიკები უნდა შეესაბამებოდეს გამოცდების მეთოდებზე ნორმატიულ დოკუმენტაციას, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სახელმწიფო სისტემის სტანდარტების მოთხოვნებს.
5.3.8 ლაბორატორიაში უზრუნველყოფილ უნდა იქნეს უსაფრთხოების მოთხოვნათა პირობების და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ამ მოთხოვნათა დაცვაზე.
5.4. გამზომი მოწყობილობები
5.4.1 ლაბორატორია აღჭურვილ უნდა იქნეს მისი საქმიანობის სფეროს ფარგლებში გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების ჩატარებისათვის საჭირო მოწყობილობებით.
სხვა ორგანიზაციის მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში ლაბორატორიამ უნდა განახორციელოს ამ მოწყობილობის დადგენილი წესით ატესტირება ან დამოწმება.
5.4.2 გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების გამოყენებული მოწყობილობები და მისი დოკუმენტაცია უნდა იყოს შენარჩუნებული აქტუალიზებულ მდგომარეობაში.
5.4.3 ყველა მოწყობილობების მომსახურება უნდა წარმოებდეს დადგენილი წესით, ხოლო მომსახურების პროცედურები უნდა იყოს დოკუმენტირებული.
5.4.4 მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ნიშანდება, მოქმედი დამღა ან მისი დამოწმების დამადასტურებელი მოწმობა ან სხვა ფორმები, რომლებიც დაადასტურებენ მის მდგომარეობას დამოწმების, ატესტაციის ან შედარების ჩატარების შემდეგ.
5.4.5 დაშვება გამზომ ხელსაწყოებთან, რომლის მონტაჟი გავლენას ახდენს მეტროლოგიურ მახასიათებლებზე, უნდა იყოს შეზღუდული.
5.4.6 გამზომ მოწყობილობას, რომელიც მოწმდება მხოლოდ ფუნქციონირებაზე, უნდა გააჩნდეს სათანადო ნიშანდება.
5.4.7 ლაბორატორიის პასპორტში შეტანილი გამოცდებისათვის, დამოწმებებისათვის, გაზომვებისათვის და დაკალიბრებისათვის გამოყენებულ მოწყობილობების თითოეულ ერთეულს უნდა გააჩნდეს სარეგისტრაციო ბარათი შემდეგი მონაცემებით:
– მოწყობილობის დასახელება და ტიპი;
– დამამზადებელი საწარმო (ფირმა);
– საქარხნო და საინვენტარიზაციო ნომერი;
– დამზადების, მიღების და ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი;
– დამოწმების (ატესტაციის, შედარების) შედეგები, შემდგომი დამოწმების თარიღი.
5.4.8 ლაბორატორიაში არსებული სანიმუშო გაზომვის საშუალება უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ მუშა მოწყობილობების დაკალიბრებისათვის და არა სხვა მიზნებისათვის.
5.4.9 სანიმუშო გაზომვის საშუალებების დამოწმებას ახორციელებს საქსტანდარტის მიერ განსაზღვრული კომპეტენტური ორგანო, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მისი შესაბამისობა ეროვნულ ან საერთაშორისო ეტალონებთან.
5.5. მუშა პროცედურები
5.5.1 გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების მეთოდები და პროცედურები.
ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს შესაბამისი მოწყობილობების ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის, საჭირო დოკუმენტაცია.
ყველა სტანდარტები, სახელმძღვანელოები, ინსტრუქციები, საცნობარო მონაცემები, რომელსაც იყენებენ ლაბორატორიები, უნდა იყოს აქტუალიზირებული და ხელმისაწვდომი პერსინალისათვის.
ლაბორატორიამ გამოცდები, დამოწმებები, გაზომვები და დაკალიბრება უნდა ჩაატაროს სტანდარტებით ან სხვა ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი მეთოდებით და პროცედურებით.
აღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს გამოცდებზე, დამოწმებებზე, გაზომვებზე, დაკალიბრებაზე და ანალიზებზე პასუხისმგებელი თანამშრომლების განკარგულებაში.
5.5.2 ხარისხის სისტემა. (ხარისხის სახელმძღვანელო)
ლაბორატორიებს უნდა გააჩნდეს ხარისხის შიდა სისტემა შესრულებული სამუშაოთა ტიპის, მოცულობის და სფეროს შესაბამისად.
ამ სისტემის ელემენტები ჩართული უნდა იყოს „ხარისხის სახელმძღვანელო”-ში, რომელსაც იყენებენ ლაბორატორიის თანამშრომლები.
„ხარისხის სახელმძღვანელო”-ს აქტუალიზაცია ეკისრება ლაბორატორიის პასუხისმგებელ თანამშრომელს. პირი ან პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან
ლაბორატორიის მუშაობის ხარისხზე, ინიშნება ლაბორატორიის ხელმძღვანელის მიერ.
„ხარისხის სახელმძღვანელო” შეიცავს:
– ლაბორატორიების ორგანიზაციულ სტრუქტურას;
– ხარისხის უზრუნველყოფისათვის საჭირო ამოცანებს და ფუნქციონალურ მოვალეობებს;
– ლაბორატორიული სამუშაოების პროცესებად დეტალიზაციას;
– ხარისხის უზრუნველყოფის საერთო პროცედურებს;
– ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებს თითოეული გამოცდის, დამოწმების, გაზომვების და დაკალიბრების ჩატარებისას;
– გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების შედეგების შეუსაბამობისას მაკორექტირებელ მოქმედებათა ორგანიზაციას;
– რეკლამაციების განხილვის პროცედურებს.
დამამოწმებელი ლაბორატორიების „ხარისხის სახელმძღვანელოში” დამატებით მიეთითება:
– ეტალონებთან გამზომი საშუალებების შედარების გზით ზომათა ფიზიკური სიდიდეების ერთეულების გადაცემის პროცედურა;
– ატესტაციის დროს სტანდარტული ნიმუშებისა და გამზომი საშუალებების დამოწმების ორგანიზაცია და ჩატარება.
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა პერიოდულად გადაისინჯება ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის დავალებით სხვა თანამშრომლის მიერ იმისათვის, რომ შეტანილ იქნეს მასში აუცილებელი ცვლილებები და უზრუნველყოფილ იქნეს მისი ეფექტური მუშაობა. ასეთი შემოწმებები (შიდა აუდიტები) რეგისტრირებული და დაყვანილ უნდა იქნეს პერსონალამდე.
5.5.3 ოქმები.
ლაბორატორიის მიერ ჩატარებული მუშაობა აისახება ოქმებში, რომელშიც ზუსტად იქნება ნაჩვენები გამოცდის, დამოწმების, გაზომვის და დაკალიბრების შედეგები და მასთან დაკავშრებული სხვა ინფორმაცია.
ყოველი ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
– ლაბორატორიის დასახელებას, მისამართს;
– ოქმის აღნიშვნას (რიგითი ნომერი) და თითოეული ფურცლის დანომრვას;
– დამკვეთის გვარს და მისამართს;
– გამოსაცდელი, საანალიზო ნიმუშის, გამზომი საშუალებების, გასაზომი სიდიდის დახასიათებას და აღნიშვნას;
– ნიმუშის მიღების, გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების ჩატარების თარიღს;
– ნორმატიული დოკუმენტის დასახელებას და აღნიშვნას, რის მიხედვითაც ტარდება გამოცდები, დამოწმებები, გაზომვები და დაკალიბრება;
– გაზომვებს, დაკვირვებებს და მიღებულ შედეგებს, რომლებიც დადასტურებული იქნება ცხრილებით, გრაფიკებით, ნახაზებით და ფოტოებით;
– ოქმის შემდგენელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას და თანამდებობას, ოქმის შედგენის თარიღს.
ოქმის გაფორმების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების შედეგებს.
ოქმის შინაარსი თითეული სახის გამოცდებზე, დამოწმებებზე, გაზომვებზე, დაკალიბრებაზე და ანალიზებზე შეიძლება განსხვავდებოდეს, ოღონდ განყოფილებები უნდა იყოს სტანდარტული.
ოქმის გაფორმების შემდეგ მასში შესწორება ან დამატება ფორმდება მხოლოდ ცალკე დოკუმენტის სახით სათაურებით: მაგ. „ოქმის დამატება”.
ოქმში არ ფორმდება გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების შედეგების შეფასება, რჩევების და რეკომენდაციების გაცემა.
გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების შედეგები შემუშავებული ინსტრუქციების შესაბამისად წარმოდგენილი უნდა იქნეს ნათლად, სრულფასოვნად და არაორაზროვნად.
5.5.4. რეგისტრაციის სისტემა
ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს დადგენილი წესების შესაბამისი გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების შედეგების რეგისტრაციის სისტემა.
თითოეული გამოცდის, დამოწმების, გაზომვის და დაკალიბრების ოქმი უნდა შეიცავდეს აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც საშუალებას იძლევა დამაკმაყოფილებლად ჩატარდეს განმეორებითი გამოცდები, დამოწმებები გაზომვები და დაკალიბრება.
რეგისტრაციაში უნდა ჩაირთოს მონაცემები პერსონალზე, რომლებიც ატარებენ გამოცდებს, გაზომვებს, დაკალიბრებას, დამოწმებით, და ანალიზურ სამუშაოებს.
გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების და დაკალიბრების ყველა ოქმი ინახება შესაბამის ადგილზე, დადგენილი ვადის განმავლობაში, კონფიდენციალობის დაცვით.
დოკუმენტების შენახვის პირობები და ვადები უნდა იყოს დოკუმენტირებული.
5.5.5. საგამოცდო ნიმუშები.
გამოსაცდელად მიღებული ნიმუშები უნდა იყოს იდენტიფიცირებული ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე და თან ახლდეს შესაბამისი ნიმუშების აღების ოქმი.
რეგისტრაციის სისტემამ უნდა უზრუნველყოს გამოსაცდელი ნაწარმის ნიმუშების გამოყენების კონფიდენციალობა.
აუცილებლობის შემთხვევაში ადგენენ პროცედურებს, რომელიც უზრუნველყოფს ნიმუშის შენახვას.
შენახვის, ტრანსპორტირების და საგამოცდოდ მომზადების ყველა სტადიაზე მიღებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც გამორიცხავს ნიმუშის გაფუჭებას, კოროზიას ან გადაჭარბებულ დატვირთვას, რაც უარყოფითად იმოქმედებს გამოცდის შედეგებზე.
დაცულ უნდა იქნეს ნაწარმის ექსპლუატაციაზე ინსტრუქციებით დადგენილი მოთხოვნები.
ნიმუშების მიღება, შენახვა, დაბრუნება (უტილიზაცია) წარმოებს დადგენილი წესების შესაბამისად.
5.5.6 კონფიდენციალობა და უსაფრთხოება
ლაბორატორიების პერსონალმა უნდა დაიცვას პროფესიული საიდუმლოება თავისი ფუნქციების შესრულების დროს მიღებულ ინფორმაციაზე.
ლაბორატორიამ უნდა დაიცვას ხელშეკრულებები და უზრუნველყოს პირობები თავისი საქმიანობის კონფედენციალობის დამკვეთის მოთხოვნათა შესაბამისად.
ლაბორატორია ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
5.5.7. ურთიერთობა სხვა ლაბორატორიებთან
ლაბორატორიებს შეუძლია გამოცდების, დამოწმებების, გაზომვების ან დაკალიბრების ნაწილი ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს შესაბამის სფეროში აკრედიტებულ სხვა ლაბორატორიებს.
სახელშეკრულებო სამუშაოების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სამუშაოების მთლიანი მოცულობის 25% (გამოსახულს ღირებულებაში).
ლაბორატორია სრული პასუხისმგებელია მისი დაკვეთით სხვა ლაბორატორიების მიერ შესრულებულ სამუშაოზე.
ლაბორატორიამ რეგისტრაციაში უნდა გაატაროს და შეინახოს სხვა ლაბორატორიების მიერ შესრულებული ყველა სამუშაოთა დოკუმენტაცია.
6. აკრედიტაციის ორგანოსთან თანამშრომლობა
ლაბორატორიამ თანდგომა უნდა გაუწიოს აკრედიტაციის ორგანოს ან მის წარმომადგენელს შემოწმების ჩატარებისას, კერძოდ:
– აკრედიტაციის ორგანოს წარმომადგენელს მიეცეს შესაძლებლობა ლაბორატორიის შენობაში შესვლისა, მისი საქმიანობის შესამოწმებლად;
– აკრედიტაციის ორგანოსათვის ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლის ჩატარებისათვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტების გადაცემა;
– აკრედიტაციის ორგანოს წარმომადგენლებს წარუდგინოს დოკუმენტები ლაბორატორიის ხარისხის სისტემის შიდა შემოწმების შესახებ და გამოცდების ან დამოწმებების ოქმები;
– გაეწიოს დახმარება აკრედიტაციის ორგანოს დამკვეთის (განმცხადებლის) მხრიდან მიღებული პრეტენზიების და საჩივრების განხილვაში.
– გააცნოს ლაბორატორიის მონაწილეობა შემოწმების, დამოწმების, გამოცდების, გაზომვების პროგრამებში.
7. ვალდებულებები
აკრედიტებული ლაბორატორიები ვალდებულია:
– დააკმაყოფილოს წინამდებარე სტანდარტისა და აკრედიტაციის კრიტერიუმებით დადგენილი მოთხოვნები;
– შეწყვიტოს საქმიანობა აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ;
– აცნობოს აკრედიტაციის ორგანოს ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს განმსაზღვრელ ნებისმიერ ცვლილებებზე, რომელიც გავლენას მოახდენს წინამდებარე სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისობაზე;
– ლაბორატორიებს შეუძლიათ გააუქმონ აკრედიტაცია, მაგრამ ამის შესახებ წერილობით ერთი თვით ადრე უნდა აცნობოს აკრედიტაციის ორგანოს.