1. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს კვალიფიკაცია და გამოცდილება:
ა) აკადემიური უმაღლესი განათლება;
ბ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება, ან საგანმანათლებლო დაწესებულებაში/ ორგანიზაციაში საგანმანათლებლო/ადმინისტრაციულ პერსონალად მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;
გ) გავლილი გადამზადება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით;
დ) გავლილი სასერტიფიკატო პროგრამა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების ადმინისტრირების მიმართულებით (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მენეჯმენტის სპეციალობით ან განათლების ადმინისტრირების სპეციალიზაციით აკადემიური უმაღლესი განათლების მქონე პირებზე).
2. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) სტრატეგიული გეგმის შედგენის, განხორციელებისა და შეფასების პრინციპები;
ბ) ორგანიზაციული ქცევის პრინციპები;
გ) ადრეული და სკოლამდელი განათლების მართვის პრინციპები;
დ) დაწესებულების წარმატებით ფუნქციონირების შიდა და გარე ფაქტორები;
ე) ადრეული განათლების პრინციპები;
ვ) კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ;
ზ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ი) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
კ) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები;
ლ) ბავშვის ჯანმრთელობის, ჯანსაღი კვების, უსაფრთხოების დაცვის პრინციპები;
მ) ფინანსური დოკუმენტაციის წარმოების პრინციპები;
ნ) ინვენტარიზაციის პროცედურები;
ო) პროექტის შემუშავების და მართვის პრინციპები;
პ) ფონდების მოძიების პრინციპები.
3. სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულების საჭიროებების განსაზღვრა;
ბ) დაწესებულების სტრატეგიული გეგმის შედგენა, განხორციელება და შეფასება;
გ) დაწესებულების ფილოსოფიის, მისიისა და მიზნების განსაზღვრა დაწესებულების სხვა პერსონალთან თანამშრომლობის გზით;
დ) პერსონალის გაძღოლა, მიმართულების მიცემა;
ე) დაწესებულებაში გუნდური/თანამშრომლური გარემოს შექმნა;
ვ) დაწესებულების შიდა და გარე პოლიტიკის მართვა;
ზ) კომუნიკაცია, ადვოკატირება, ფონდების მოძიება;
თ) შესყიდვების დაგეგმვა;
ი) წლიური ბიუჯეტის შედგენა;
კ) კომპიუტერისა და მისი ძირითადი პროგრამების მოხმარებ