„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№57
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016289
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №57

2017 წლის 10 ნოემბერი

დაბა ჩხოროწყუ

 

„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ივლისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.08.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016132) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მერიის და მისი სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე შესაბამისი მიმართულებით მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლის მიზნით.“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა