📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.11.2017
ძალის დაკარგვა 27.07.2020
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.107.016276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/11/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,324 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.11.2017 მიღება
27.07.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 2017 წლის 10 ნოემბერი დაბა ჩხოროწყუ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ      საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  და 25-ე მუხლების  შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის,  ქონების მართვისა და ზედამხედველობის  სამსახურის  დებულება,  თანახმად  დანართისა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017  წლის 7 აგვისტოს  №31  დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა დანართი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების  მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის  10  ნოემბრის  №42 დადგენილების შესაბამისად. 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის, ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახური (შემდეგში – სამსახური) არის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) მერიის  სტრუქტურული ერთეული,  რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს  მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე. 3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“,  საქართველოს ადმინისტრაციულ  სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით,  ამ დებულებითა და  სხვა სამართლებრივი აქტებით. 4. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. 5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან. 6. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ჩხოროწყუ, დავით აღმაშენებლის ქ. №1. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილება სამსახური უზრუნველყოფს: 1. ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას. 2. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას. 3. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე. 4. ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს. 5. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას. 6. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე. 7. წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე. 8. წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე. 9. ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვასა და მოვლა-პატრონობაზე. 10. მონიტორინგის განხორციელებას ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე, მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე. 11. მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება-მოვალეობათა განხორციელებას. 12. არასაგადასახადო შემოსავლებისა და მოსაკრებლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზაციის მიზნით კანონმდებლობის მოთხოვნათა განხორციელებისა და თანხების ბიუჯეტში დროული და სრული აკუმულირების ორგანიზაციას. 13. წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების საკითხებზე;  უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას.  14. მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების ცალკეული სახეების მიხედვით გაანგარიშებასა და საგეგმო მაჩვენებლების შედგენას როგორც წლიურ ჭრილში, ისე თვეების მიხედვით და სათანადო მონაცემების წარდგენას მერისათვის. 15.კონტროლს მიწათსარგებლობის,  გარე ვაჭრობის, რეკლამის განთავსების, ავტოტრანსპორტის პარკირების  წესების დაცვაზე. 16.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას. 17. კონტროლს საქართველოს კანონით  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით“ გათვალისწინებული  წესების დაცვაზე. 18. დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისი დადგენილების გამოცემას. 19. მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე დასკვნების  შემუშავებას. 20. ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში – მერი) სხვა დავალებების შესრულებას. 21. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებით სამსახურისთვის განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 3🔗. სამსახურის ორგანიზაცია და სტრუქტურა 1.  სამსახურის სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურის საშტატო ნუსხას  მერის  წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 3. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მერი. 4. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს  სამსახურის მოხელეებს; გ) მერს  წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;   დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის  მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია მერის  წინაშე. 5. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს   მერი. 6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება სამსახურის განყოფილების უფროსს, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სამსახურის  უფრო  მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. 7. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისგან. 8. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა)  ეკონომიკური განვითარების დაგეგმვის, სტატისტიკისა და ტურიზმის განყოფილება; ბ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება; გ) ზედამხედველობის განყოფილება. 9. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელისგან (მოხელეებისგან). 10. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მერი. განყოფილების უფროსის  უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულებითა და მერის  სამართლებრივი აქტებით. 11. განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის; დ) პასუხისმგებელია სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 12. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში,  მერის ბრძანებით, განყოფილების უფროსის ფუნქციის შესრულება ეკისრება განყოფილების უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფ ერთ-ერთ მოხელეს. 13. ეკონომიკური გავითარების დაგეგმვის, სტატისტიკისა და ტურიზმის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამის მომზადების ორგანიზებას, პროგრამის განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; დ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე; ე) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური პროექტების განხორციელების მიზნით კერძო ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით; ვ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად; ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; თ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; ი) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობას; კ) ტურიზმის განვითარებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის თაობაზე წინადადებების მომზადებას; ლ) არასაგადასახადო შემოსავლებისა და მოსაკრებლების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზაციის მიზნით კანონმდებლობის მოთხოვნათა განხორციელებისა და თანხების ბიუჯეტში დროული და სრული აკუმულირების ორგანიზაციას; მ) წინადადებების მომზადებას ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების საკითხებზე; უფლებამოსილების ფარგლებში ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირებას; ნ) მოსაკრებლებისა და არასაგადასახადო შემოსავლების ცალკეული სახეების მიხედვით გაანგარიშებასა და საგეგმო მაჩვენებლების შედგენას როგორც წლიურ ჭრილში, ისე თვეების მიხედვით და სათანადო მონაცემების წარდგენას სამსახურის უფროსისთვის; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 14.  მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აღრიცხვას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით; დ) მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე, მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესაბამისი პირობების შესრულებაზე; ე) საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ვ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე; ზ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობის წესებთან დაკავშირებით; თ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 15. ზედამხედეველობის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) კონტროლს მიწათსარგებლობის,  გარე ვაჭრობის, რეკლამის განთავსების, ავტოტრანსპორტის პარკირების  წესების დაცვაზე; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას; გ) კონტროლს საქართველოს კანონით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ გათვალისწინებული  წესების დაცვაზე; დ) დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი ზომების განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას; ე) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე წინადადებების მომზადებას; ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხდება მერის წარდგინებით,  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. 2. სამსახურის რეორგანიზაცია და გაუქმება  ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.