ხელშეკრულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 16.04.2008
ძალაში შესვლა 16.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №-
სარეგისტრაციო კოდი 480180000.03.030.000706
გამოქვეყნების წყარო გაურკვეველი, -, 06/10/2008
matsne.gov.ge 575 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2008 მიღება
16.04.2008 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
მისამართი: რუდოლფას ქუჩა №5, რიგა
ტელ/ფაქსი: +995 32 941553, +995 32 381396
ელფოსტა: maris.domins@rs.gov.lv, oksana.halupjaka@rs.gov.lv
ტელ: +371 7075703, +371 7075632, +371 7075765
ფაქსი: +371 7075716
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელით ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სახელით
ბადრი ბიწაძე გენერალ-ლეიტენანტი გუნარს დაბოლინში გენერალი

დოკუმენტის ტექსტი

ხელშეკრულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და ლატვიის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახური (შემდეგ „მხარეები“), – აღიარებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს, გამოხატავენ სურვილს განავითარონ მეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთთანამშრომლობა ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, – ადასტურებენ მისწრაფებას, კომპეტენციის ფარგლებში განავითარონ თანამშრომლობა და განსაზღვრონ თანამშრომლობის პრინციპები, – აცნობიერებენ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, კონტრაბანდის, ტრეფიკინგის, არალეგალური მიგრაციისა და სხვა სახის საფრთხეების თავიდან აცილების საკითხებში, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 მხარეები, თავიანთ სახელმწიფოში მოქმედი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლებენ: 1. არალეგალური მიგრაციის, კონტრაბანდის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. 2. საერთაშორისო ტერორიზმის, ორგანიზებული და ტრანსსასაზღვრო დანაშაულის, სახელმწიფო საზღვრის დარღვევის, იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების, რადიოაქტიული მასალების, აკრძალული საქონლისა და საგნების კონტრაბანდის, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის სხვა პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. 3. ევროკავშირის ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მესამე ქვეყნის საზღვრის დაცვის სამსახურებთან თანამშრომლობის გზით კოორდინირებული ღონისძიებების განხორციელების, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. 4. თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, ასევე მხარეთა სასწავლო დაწესებულებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. 5. გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის კუთხით შემდეგ სფეროებში: ● ავიაციის; ● სასაზღვრო-გამტარი პუნქტის საქმიანობის; ● ყალბი დოკუმენტების გამოვლენის; ● კინოლოგიის; ● საგამოძიებო საქმიანობის. 6. ლოჯისტიკის განვითარების სფეროში. 7. სხვა საკითხებში. მუხლი 2🔗 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა განხორციელების მიზნით, მხარეები: 1. გაცვლიან ინფორმაციას და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. 2. ჩაატარებენ ერთობლივ კონსულტაციებს. 3. კოორდინირებულად იმუშავებენ მხარეთა სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 4. მოამზადებენ თანამდებობის პირებისა და ექსპერტების ვიზიტებს. 5. ჩაატარებენ კონფერენციებს, სამუშაო შეხვედრებს და ტრენინგებს პროფესიული დონის ამაღლების მიზნით. 6. დაეხმარებიან ერთმანეთს ლოჯისტიკის სფეროში. 7. მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ საერთაშორისო პროექტებში. 8. ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას საგანმანათლებლო დაწესებულებათა სასწავლო პროგრამების მომზადების საკითხში. მუხლი 3🔗 მხარეებს შორის თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი ფორმით: 1. მხარეთა ხელმძღვანელები ყოველწლიურად მონაცვლეობით ეწვევიან მეორე მხარეს. 2. ურთიერთთანამშრომლობას, მხარეთა ხელმძღვანელების მიერ განსაზღვრული მიმართულების შესაბამისად, წარმართავენ ქვემოთ ჩამოთვლილი უფლებამოსილი დანაყოფები, რომლებიც ორგანიზებას გაუკეთებენ და ჩაატარებენ აუცილებელ ღონისძიებებს: საქართველოს მხრიდან: საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო, მისამართი: კანდელაკის ქ. 12, 0160 თბილისი, საქართველო ტელ/ფაქსი: +995 32 941553, +995 32 381396 ელფოსტა: intlegal@gbg.gov.ge ლატვიის მხრიდან: ლატვიის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახურის საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და პროტოკოლის სამსახური მისამართი: რუდოლფას ქუჩა №5, რიგა ტელ: +371 7075703, +371 7075632, +371 7075765 ფაქსი: +371 7075716 ელფოსტა: maris.domins@rs.gov.lv, oksana.halupjaka@rs.gov.lv 3. მხარეთა სტრუქტურული დანაყოფები უფლებამოსილნი არიან მათი კომპეტენციის ფარგლებში გაცვალონ ინფორმაცია. მუხლი 4🔗 მხარეთა დელეგაციების ვიზიტებთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გარდა საერთაშორისო მგზავრობისა, გაიღებს მიმღები მხარე. მუხლი 5🔗 მხარეები დაიცავენ ერთობლივად მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას, არ გამოიყენებენ აღნიშნულ ინფორმაციას ერთმანეთის ინტერესების საზიანოდ და არ გადასცემენ მესამე მხარეს ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. მუხლი 6🔗 წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა განხორციელება არ მოახდენს გავლენას მხარეების მიერ სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებულ ვალდებულებებზე და არ იქნება გამოყენებული სხვა ქვეყნების ინტერესების, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. მუხლი 7🔗 წინამდებარე ხელშეკრულებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ოქმების სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს ხელშეკრულება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული ოქმები წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 8🔗 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედება წყდება ერთ-ერთი მხარის მიერ მეორისადმი ასეთი განზრახვის შესახებ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. შესრულებულია 2008 წლის 16 აპრილს ორ დედნად, თითოეული ლატვიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახელით ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის სახელით ბადრი ბიწაძე გენერალ-ლეიტენანტი გუნარს დაბოლინში გენერალი