1.
მერიის სტრუქტურა მოიცავს მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირებს (მერი, მერის პირველი მოადგილე, მერის მოადგილე (მოადგილეები)), მერიის სამსახურებს და მერის დაქვემდებარებაში მყოფ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს.
2.
მერიის სამსახურების დაქვემდებარება მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირებისადმი, სამსახურებისთვის მიკუთვნებული უფლებამოსილებებისა და მერის მოადგილეებისთვის მიკუთვნებული საკურატორო დარგების შესაბამისად, განისაზღვრება მერის ბრძანებით.
3.
მერიის სამსახური იქმნება (უქმდება) და მათი რაოდენობა, დასახელებები და ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ დებულების მე-12-მე-13 მუხლებით.
4.
მერიის სამსახურების ფუნქციები, უფლებამოსილებები და სტრუქტურა განისაზღვრება შესაბამისი სამსახურის დებულებით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.
5.
მერიის სამსახური, სამსახურის დებულების შესაბამისად, ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად.
6.
მერიის ხელმძღვანელ თანამდებობათა დასახელება და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით.
7.
მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების და მერიის მოხელეთა რიცხოვნობა განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით, რომელსაც მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 28.11.2025
მუხლი 11. მერიის სტრუქტურა
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. მერიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები
- მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები
- მუხლი 7. მერი
- მუხლი 8. მერის უფლებამოსილება
- მუხლი 9. მერის პირველი მოადგილე და მოადგილეები
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 12. მერიის სამსახურები
- მუხლი 13. მერიის სამსახურების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 14. მერიის სამსახურის განყოფილებები
- მუხლი 15. მერიის საჯარო მოსამსახურეები
- მუხლი 16. მერიის სამსახურის განყოფილების უფროსი
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №39, 10.11.2017, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3846195/muxli-11/