1. პერსონალი წარმატებული პრაქტიკის განხორციელების მიზნით აქტიურად ურთიერთობს კოლეგებთან, ბავშვის ოჯახთან და სხვა სუბიექტებთან.
2. პერსონალმა იცის კოლეგებთან ეფექტიანი თანამშრომლობის ფორმები.
3. პერსონალი თანამშრომლობს კოლეგებთან როგორც დაწესებულების ფარგლებში, ასევე სხვა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პერსონალთან საგანმანათლებლო პროცესის გასაუმჯობესებლად.
4. პერსონალი ხელს უწყობს თანამშრომლებს პროფესიულ განვითარებაში.
5. პესონალი ხელს უწყობს სტუდენტთა, მკვლევართა, დარგის სპეციალისტთა მოხალისეობრივ კვლევით საქმიანობას ისე, რომ არ ფერხდება საგანმანათლებლო პროცესი და დაცული ბავშვის ინტერესი.
6. პერსონალი ითვალისწინებს ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებს როგორც თანამშრომლებთან, ასევე ბავშვის ოჯახთან ურთიერთობისას.
7. პერსონალი ურთიერთობებისას იცავს კონფიდენციალობას.
8. პერსონალი ურთიერთობისას ითვალისწინებს არსებულ კულტურულ კონტექსტ