1. მერიის   მოხელის უფლება-მოვალეობები  განისაზღვრება  „საჯარო  სამსახურის შესახებ“ საქართველოს  კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით.

2. მერიის  მოხელეს უფლება აქვს:

ა)  გააჩნდეს  შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს მერიის  საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით;

ბ)  თანამდებობრივ    უფლებამოსილებათა   განსახორციელებლად    მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია  მერიის  ხელმძღვანელობისაგან,  სტრუქტურული ერთეულებისაგან,  მერის  წარმომადგენლებისაგან და აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან;

გ)  საკუთარი   კომპეტენციის   ფარგლებში   იმოქმედოს   დამოუკიდებლად,   საკუთარი   პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის  პირთა გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით  მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები;

ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება;

ვ) მოქმედი კანონმდებლობით  და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება;

ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით;

თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება;

ი)   მიღებული    დავალების    კანონიერებასთან    დაკავშირებით    წარმოშობილი   ეჭვის   თაობაზე    აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს;

კ)  უარი  თქვას  ისეთი  დავალების  შესრულებაზე,  რომელიც  არ  შეესაბამება  მის სამუშაოთა  აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ლ) მიიღოს თანამდებობრივი  სარგო  და „საჯარო   სამსახურის   შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დანამატი;

მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები;

ნ) ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24  სამუშაო დღის ოდენობით;

ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

3. მერიის მოხელე მოვალეა:

ა)   საქმიანობა   წარმართოს    მოქმედი   კანონმდებლობის,    ამ   დებულებისა    და   მუნიციპალიტეტის    სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

ბ)  შეასრულოს  შესაბამისი  დებულებითა  და  სამუშაოთა  აღწერილობით  განსაზღვრული  სამსახურებრივი ფუნქციები;

გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;

დ) დაიცვას  მერიის შინაგანაწესი და საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები;

ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;

ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;

ზ)   დადგენილი   პერიოდულობით    და   წესით,   აგრეთვე   ზემდგომი   თანამდებობის   პირის   დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ;

თ) გაუფრთხილდეს მერიის   ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება;

ი) იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობით;

კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით  და მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობებ