შპს „პროგრესის” კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/24776-17
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/24776-17

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

(ამონაწერი სასამართლო სხდომის ოქმიდან)

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე

განმცხადებელი (მოვალე) – შპს „პროგრესი”

წარმომადგენლები – გიორგი ნიკოლაიშვილი, გიორგი შონია, ნონა წიკლაური

მეურვე – სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – მიხეილ ლომთაძე

მოთხოვნა – გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 19 სექტემბერს განცხადებით მომართა შპს „პროგრესის” დირექტორმა გიორგი თედორაძემ საწარმოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 25 სექტემბრის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში და კ რედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნა 2017 წლის 08 ნოემბერს 16 სთ/ზე.

კრედიტორთა კრებაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ, მოსმენილი იქნა მეურვის ანგარიში მოვალის ქონებასთან დაკავშირებით. მოხდა განმცხადებლების ნაწილის კრედიტორად აღიარება. დღის წესრიგით გათვალისწინებული მესამე საკითხი, კერძოდ მომრიგებელი საბჭოს წევრების არჩევა ვერ მოხდა, აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვალესთან და კრედიტორებთან შეთანხმებით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს კანონით დადგენილ ვადაში.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის ოცდამეორე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით, და

 

დაადგინა:

1. კრედიტორთა პირველი კრება შეწყდეს და გაგრძელდეს 2017 წლის 20 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №19.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე                                                      თამარ ბურჯანაძე