შპს ,,ბლექ სი სატის” კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/36717-16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

2017 წლის 8 ნოემბერი

ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე

განმცხადებლები (კრედიტორები) – 1. შპს „კომპანის ბლექ სი გრუპ“

(ს.კ 204477734 – დირექტორი ამირან მამუჭაძე)

2.  შპს „ღვინის ქარხანა №1”

(ს.კ. 404401544 – დირექტორი – არჩილ ივარდავა)

მოვალე – შპს ,,ბლექ სი სატი” (ს.კ 417875115)

გაკოტრების მმართველი – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ლელა ხაციკიდუ

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2016 წლის 01 დეკემბერს განცხადებით მომართეს შპს „კომპანის ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ამირან მამუჭაძემ და შპს „ღვინის ქარხანა №1”-ის დირექტორმა არჩილ ივარდავამ და მოითხოვეს შპს „ბლექ სი სატის“ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განცხადება მიღებულ იქნა წარმოებაში.

2017 წლის 02 მაისს მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე მომრიგებელი საბჭოს წევრებად დანიშნული იქნენ: კახა ჭკუასელი, ნიკოლოზ ცქიმანაური და ანეტა ხურციძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2017 წლის 17 მაისს მომრიგებელი საბჭოს წევრების მიერ წარმოდგენილი იქნა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილება შპს „ბლექ სი სატის“ გაკოტრების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 მაისის განჩინებით, შპს ,,ბლექ სი სატის“ მიმართ დაიწყო გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი აღსრულების ეროვნული ბიურო.

2017 წლის 19 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა გაკოტრების მმართველმა – აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა მიხეილ ლომთაძემ, რომელმაც შპს ,,ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოებასთან დაკავშირებით წარმოადგინა საბოლოო ანგარიში. ამავე მომართვიდან გაკოტრების მმართველმა მოითხოვა შპს ,,ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.

 გაკოტრების მმართველის სსიპ – ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 19 ოქტომბრის შუამდგომლობის საფუძველზე მოწვეულ იქნა კრედიტორთა კრება 2017 წლის 08 ნოემბერს 15:00 სთ-ზე შემდეგი დღის წესრიგით: ა) გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა; ბ) შპს „ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.

კრედიტორთა კრებაზე სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის ნინო მუმლაძე-ბარავკოვმა განმარტა, რომ შემოსავლების სამსახურს მიმართული აქვს აღსრულების ეროვნული ბიუროსადმი ქონების მოძიების მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით და აღნიშნული ინფორმაციის მიღებამდე ითხოვა კრედიტორთა კრების გადადება.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

დაადგინა:

 1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2017 წლის 22 ნოემბერს 10:30 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე; ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №19 შემდეგი დღის წესრიგით:

გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა;

შპს ,,ბლექ სი სატის“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების საკითხის განხილვა.

2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

მოსამართლე თამარ ბურჯანაძე