1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:

ა)  ცნობა საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ –
შესაბამისი სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც;

ბ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს ოქმები გამოქვეყნდეს  შესაბამისი სხდომის  გამართვიდან 10 დღის ვადაში;

გ) ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მუნიციპალიტეტის მერის  დასკვნა და ბიუჯეტის შესწორებული ვარიანტი (შესწორების შემთხვევაში) –

საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკრებულოში წარდგენიდან 2 დღის ვადაში.

დ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში,  საკრებულოში მისი წარდგენიდან (რეგისტრაციიდან) 10 დღის ვადაში;

ე) საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და საკრებულოს ფრაქციების დასკვნებს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით –

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 10 დღისა;

ვ) საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ მოქალაქეთა მიღების გრაფიკის –

გრაფიკის დამტკიცებიდან 2 დღის ვადაში;

ზ)  დასახლების საერთო კრების ოქმები, მერიის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში;

თ) მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებს –

შედეგების შეჯამებიდან ხუთი დღის ვადაში;

ი) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთა მიღების დღეს, ადგილს და საათებს –

მიღების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

კ) საკრებულოს წევრის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრის დღეს, ადგილს, საათებს და დღის წესრიგს (მისი არსებობის შემთხვევაში) –  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

ლ) საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრის  ანგარიშის წარდგენის დღეს, ადგილს და საათს – ანგარიშის წარდგენამდე ერთი კვირით ადრე მაინც;

მ) საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის მუშაობის წლიურ ანგარიშს - წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ნ) მერის, მერიიის  სამსახურების უფროსების წლიურ ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ - წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ო) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველ სხვა დოკუმენტებს - საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.

პ) მუნიციპალიტეტის მერის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;

ჟ)  მერიის  სამსახურის  უფროსების  წლიურ ანგარიშს  გაწეული  საქმინობის შესახებ  წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

რ)პეტიცია მისი რეგისტრირებიდან 10 დღის ვადაში;

ს) მუნიციპალიტეტის  კერძო სამართლის  იურიდიული პირის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს –  წარდგენიდან 5 დღის ვადაში;

ტ)  მუნიციპალიტეტის  საპრივატიზებო  ობიექტების  ნუსხა –  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში;

უ)  მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში.

ფ)  ახალციხის  მუნიციპალიტეტის  საზოგადოებრივი   დარბაზის ოქმები შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

ქ)  მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდზე, ,,თვითმმართველი ერთეულის ვებგვერდის დებულებით" დადგენილი წესით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,გ”, ,,დ”, ,,ე”, ,,ვ”, ,,თ”, ,,ი” , ,,კ”, ,,ლ” , ,,მ”, ,,პ“, ,,რ“, ,,ტ“ და ,,უ“ პუნქტებით დადგენილი დოკუმენტები აგრეთვე უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ ან/და ქვეყნდება პროაქტიულად. თუ დოკუმენტი დიდი მოცულობისაა, საჯაროდ ქვეყნდება მხოლოდ ამ დოკუმენტის დასახელება,   მოკლე   შინაარსი   და   მითითება,   რომ   მისი   გაცნობა   შესაძლებელია   საკრებულოს აპარატში.

თავი XVIII

საკრებულოს აპარა