1. საკრებულოს  წევრს,  გარდა  იმ  წევრისა,  რომელიც  არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  თანამდებობის პირი, საკრებულოს  მიერ  გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული   ლიმიტის  ფარგლებში და  საკრებულოს  მიერ დადგენილი    წესით,   ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები.

2. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.

3. მუნიციპალიტეტის   საკრებულოს  იმ  წევრისათვის, რომელიც არ არის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს  მაქსიმალურ 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.

თავი III

საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგი