1. საკრებულოს კომისიებია:

ა) სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისია;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო კომისია;

გ) მუნიციპალური ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომისია;

დ) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია;

ე)  სოციალურ საკითხთა, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია.

2. საკრებულოს კომისიათა უფლებამოსილება, სტრუქტურა და მუშაობის წესი განისაზღვრება ამ რეგლამენტით და კომისიის დებულებით. კომისიის დებულებას საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი კომისიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზ